Ka/მწვრთნელი

From Hattrick

ჰეთთრიკში მწვრთნელი ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა. იგი პასუხისმგებელია ვარჯიშზე და მართავს გუნდს თამაშის განმავლობაში. მწვრთნელი თავისი პარამეტრებიდან გამომდინარე მოქმედებს გუნდის განწყობაზე და გარკვეულ გავლენას ახდენს გუნდის შედეგიანობაზე. ამასთან ყოველ ახალ გუნდს თავიდან ეძლევა სუსტი მწვრთნელი, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა შეიცვალოს.

მწვრთნელის შესაძლებლობები[edit]

მწვრთნელის ტიპები[edit]

არსებობს სამი ტიპის მწვრთნელი: "შემტევი მწვრთნელი", "დაცვითი მწვრთნელი" და "ნეიტრალური მწვრთნელი", რაც მოქმედებს მხოლოდ მატჩის მსვლელობაზე. როგორი მწვრთნელი ჯობია თქვენი გუნდისთვის დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტიპის ვარჯიშებს იყენებთ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მწვრთნელის ტაქტიკა.

  • შემტევი -- შემტევი პიროვნება, დადებითად მოქმედებს შეტევის რეიტინგზე. ზოგადად გუნდი თამაშობს უფრო შემტევ ფეხბურთს.
  • დაცვითი -- იხრება დაცვისკენ, დადებითად მოქმედებს დაცვის რეიტინგზე. იმის გამო, რომ Hattrick 6.5-ში გაზრდილია მათი წვლილი თამაშში, ითვლება რომ დაცვითი მწვრთნელი უფრო ეფექტურია ვიდრე შემტევი.
  • ნეიტრალური -- არ ანიჭებს უპირატესობას არც შეტევას, არც დაცვას. იცავს ბალანსს დაცვას და შეტევას შორის.

მწვრთნელობის უნარი[edit]

ნიჭიერი მწვრთნელი, მაღალი მწვრთნელობის უნარით, ფლობს მეთოდებს, რომლებიც უფრო სწრაფად ანვითარებენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს. მწვრთნელის მაქსიმალური უნარი შეიძლება იყოს შესანიშნავი(excellent, отлично).

რაც უფრო მაღალია მწვრთნელობის უნარი, მით უფრო შედეგიანია ვარჯიშები. მწვრთნელის ასისტენტები აგრეთვე ზრდიან ვარჯიშების ეფექტურობას.

ლიდერობა[edit]

მწვრთნელის ლიდერობა გავლენას ახდენს გუნდის სულისკვეთებისგუნდის განწყობის ცვლილებაზე; თუ გუნდის განწყობა დაბალია, მწვრთნელი კარგი ლიდერობით აჩქარებს მის გაუმჯობესებას. ხოლო თუ მაღალია, ანელებს მის შემცირებას. The coach leadership level may significantly affect the optimal strategy when choosing team attitude. While the immediate effect of all choices is the same no matter leadership level, a good leader will help you reap the benefit of playing it cool in the coming games, and he will help you get over the disadvantage that your team gets from playing match of the season. Thus, if your coach has bad leadership, playing it cool or playing match of the season are generally less attractive choices, however, with a good leader a team can greatly benefit from playing it cool in the major part of its games.

მწვრთნელის შეცვლა[edit]

თუ ჩათვლით რომ თქვენი მწვრთნელი უკვე აღარ გაკმაყოფილებთ და მისი შეცვლა მოგინდათ, ყოველთვის გაქვთ იმის საშუალება რომ აიყვანოთ ახალი. ამის ორი გზა არსებობს:

მოწვეული მწვრთნელი[edit]

მწვრთნელის მოწვევა ნიშნავს რომ თქვენ ქირაობთ მწვრთნელს გუნდის გარედან. პირველ რიგში, უნდა ჩამოყალიბდეთ, როგორი უნარის მწვრთნელი გსურთ, რა ლიდერობის უნარით და რა ტიპის. შემტევი მწვრთნელი, დაცვითი მწვრთნელი თუ ნეიტრალური მწვრთნელი

მოწვეული მწვრთნელისთვის ლიდერობა/მწვრთნელობის უნარი კომბინაციის შესაბამისად დაფიქსირებულია კონკრეტული თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოტ მისი დაქირავების შემთხვევაში. არსებობს უმუშევარ მწვრთნელთა უხილავი სია, საიდანაც შემთხვევითი წესით მოხდება თქვენს მიერ მითითებული მონაცემების მწვრთნელის შერჩევა და თქვენს გუნდში გადმოსვლა.

Internal Promotion[edit]

Internal Promotion can be less expensive than external recruiting, if you have a player with the right coaching material.

There are a few restrictions:

  • A player's experience determines how good a coach he can become.
  • The more experienced a player is, the lower his price for a specific skill level.

Players keep their leadership abilities (already known to you) and you do not pay for their leadership - so, if you have a very experienced player with high leadership, this can be a real bargain. Players who become coaches are automatically healed of any injuries they may have sustained as a player.

To prevent daytrading of coaches-to-be, a player must be on your squad for 16 weeks to be promoted to coach. Thus purchasing a player with the intention of making them a coach will require some foresight.

ახალი გვარდია[edit]

ახალი მწვრთნელის დაქირავების შემდეგ ძველი მწვრთნელი ხდება უბრალო მოთამაშე. ძველი მწვრთნელი შეგიძლიათ გააგდოთ, რადგან იგი მომავალში იგი ვერც მწვრთნელი გახდება და ვერც გაყიდით. ეს იმისთვის გაკეთდა რომ აღიკვეთოს მწვრთნელებით ვაჭრობა.

შენიშვნა: პირადად მე დავიტოვე ძველი მწვრთნელი, რადგან კარგი ლიდერია, გუნდზე დადებითად მოქმედებს და ხელფასიც ბევრი არ აქვს.

დამატებითი ინფორმაცია მწვრთნელებზე:

მწვრთნელობის უნარი[edit]

დასაწყისში ყველა ერთი სკილის მქონე მწვრთნელი არის თანაბარი დონის. მაგალითად როცა რამდენიმე ყიდულობს "ნორმალურ" მწვრთნელს, ყველა მათგანი არის "საშუალო ნორმალური" დონის. ანუ არ არსებობენ "ნორმალური" მწვრთნელები დაბალი "ნორმალური " და მაღალი ნორმალური მწვრთნელობის უნარით.


თუმცა არის განსხვავება მაგალითად კარგი მწვრთნელობის უნარის მქონესა და ნორმალური მწვრთბელობის უნარის მქონეს შორის. დონეებს შორის დაახლოებით ისეთივე განხსვავებაა როგორიც ანალოგიური სკილების მქონე ფეხბურთელებს შორის. ეს ნიშნავს რომ მაგალითად კარგ(7) და ჩინებულ(8) მწვრთნელს შორის განსხვავება ნაკლებია ვიდრე ნორმალურ და კარგს შორის. ანუ უმაღლესი დონის (ჩინებული) მქონე მწვრთნელის აყვანა ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს საუკეთესო გადაწყვეტილება თქვენი გუნდისთვის

მიჩენულია რომ ვარჯიშისათვის ოპტიმალურია კარგი მწვრთნელი ცუდი ლიდერობით.

მწვრთნელის ატროფია[edit]

დროთა განმავლობაში თქვენი მწვრთნელის შესაძლებლობები სუსტება. თუმცა ეს არ მიხდოდება პირველ სეზონში. ამისი მიზეზი კი ისაა, რომ გუნდში მოდის ენერგიითა და ენთუზიაზმის სავსე, იდეებით დახუნძლული მწვრთნელი. რაც დრო გადის ენერგია იხარჯება, იდეები იწურება ხოლო ენთუზიაზმი ქრება.

თუმცა ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს. ჯერ მცირდება ხასიათი (შეტევა, დაცვა...), შემდეგ ლიდერობა და ბოლოს მწვრთნელობის უნარი. მთელ ამ პროცესს დაახლოებით 10 სეზონი დასჭირდება. ამის შემდეგ მწვრთნელი უნდა გამოცვალოთ.

ახალ მწვრთნელს გააჩნია ლიდერობაც და მწვრთნელობის უნარებიც. თუ გიწევთ არჩევა ამ ორ პარამეტრს შორის, გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • თუ აპირებთ ფეხბურთელების დიდი ხნის განმავლობაში ვარჯიშს, უფრო მნიშვნელოვანია მწვრთნელობის უნარები.
  • თუ თქვენ მისდევთ ე.წ. დეი-თრეიდინგს, ანუ ხშირად მოგიწევთ ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვა, მნიშვნელოვანია კარგი ლიდერობა.