Ka/ჰეთთრიქი

From Hattrick

ჰეთრიკი - ონლაინ საფეხბურთო მენეჯერია, რომელშიც შეგიძლია შეიძინო და გაყიდო ფეხბურთელები მართო საკუთარი გუნდი და გაეჯიბრო ათასობით სხვა მენეჯერს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც თავად თამაში, ასევე მთელი ჰეთრიკ-საზოგადოება შესანიშნავი საშუალებაა გასართობად და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.

ამჟამად ჰეთრიკში მსოფლიოს 124 ქვეყანაა წარმოდგენილი და ყოველ სეზონში ჰეთრიკის გუნდი ამატებს ახალ ქვეყნებს. ჰეთრიკს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 900 000 მენეჯერზე მეტი თამაშობს.


რეგისტრაციის ხანმოკლე პროცედურის შემდეგ მომხმარებელს ახალი გუნდი გადაეცემა . თითქმის ყოველთვის, ახალბედას ეძლევა ვიღაცის ძველი, გაბოტებული გუნდი. გუნდის მიმდინარე პოზიციით ლიგაში, გარკვეული რაოდენობის ფეხბურთელებით, სუსტი მწვრთნელით, მცირე სტადიონით, ფანკლუბითა და პერსონალით. ამის შემდეგ მომხმარებელს ეძლევა საშუალება იყიდოს და აყიდოს ფეხბურთელები, აირჩიოს ვარჯიშის ტიპი და ა.შ. თუ მენეჯერი შეძლებს პირველი ადგილის დაკავებას თავის ლიგაში, მას მიეცემა საშუალება რომ მომდევნო სეზონისათვის, რომელიც 16 რეალური კვირა გრძელდება, უფრო მაღალ ლიგაში დაწინაურდეს. გამარჯვებულების ნახევარი დაწინაურდება ავტომატურად, ხოლო მეორე ნახევარი საკვალიფიკაციო მატჩების საფუძველზე იმ გუნდებთან, რომლებმაც სეზონი ზედა ლიგის საკვალიფიკაციო ზონაში დაასრულეს.

ჰეთრიკი უფასო თამაშია. ჩვეულებრივი სერვისი მოიცავს ვარჯიშის ტიპის ცვლის, პერსონალის დაქირავების და განთავისუფლების, ფეხბურთელების ყიდვისა და გაყიდვის, სამატჩო ბრძანებების გაცემის, ახალგაზრდული გუნდის დაფინანსების საშუალებას. ერთი სიტყვით, გუნდი შეგიძლიათ მართოთ ისევე, როგორც ამას რეალურად აკეთებენ რეალური გუნდების მფლობელები. მენეჯერმა თავად უნდა განსაზღვროს კონკრეტული ფეხბურთელების პოზიციები მოედანზე კონკრეტული თამაშისათვის. შეიმუშავოს და გასცეს ძირითადი ტაქტიკური და სტრატეგიული მითითებები.

ჰეთრიკი მუდმივად დამუშავების პროცესშია. შემქმნელები მუდმივად ამატებენ თამაშს ახალ შესაძლებლობებს და აუმჯობესებენ ძველებს. როგორც წესი, ყველა სიახლე ჰეთრიკის ფორუმებზე ცხარე განხილვის საგანი ხდება. მაგალითად, ფორუმებზე ძალიან ხშირად წამოჭრილა საკითხი ისეთი ტურნირის შესახებ, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო გუნდები მიიღებდნენ მონაწილეობას, რაც რეალური ფეხბურთიდან ჩემპიონთა ლიგის ანალოგია იქნებოდა. ამ იდეას თამაშის შემქმნელებმა ხორცი 2005 წლის 19 დეკემბერს შეასხეს ჰეთრიკ მასტერზის სახით.

ჰეთრიკში ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა ესპანეთს, იტალიას, შვედეთს, ჰოლანდიას, ბელგიას, არგენტინას და შვეიცარიას ჰყავთ. ამასთან, ძალიან სწრაფად იზრდებიან სხვა ქვეყნებიც. მაგალიტად პოლონეთი, დანია, ფინეთი, რუმინეთი, ისრაელი, კოლუმბიდა და გერმანია.

ჰეთრიკის მხარდამჭერი[edit]

ჰეთრიკი ასევე გთავაზობთ მხარდამჭერის(საპორტერის) ფუნქციას, რომელიც დამატებით შესაძლებლობებთან წვდომის საშუალებას გაძლევთ. ეს შესაძლებლობები მოიცავს არენის დიზაინის შეცვლას, ფეხბურთელებისთვის ნომრების მინიჭებას, გუნდის ლოგოს შექმნას. მხარდამჭერის მფლობელებს ასევე აქვთ საშუალება შექმნან და შეუერთდნენ ფედერაციებს. ფედერაციები შექმნილია იმისათვის რომ საერთო ინტერესების მქონე მენეჯერებმა გაცვალონ ინფორმაცია, ჰქონდეთ საკუთარი ფორუმი, მოახდინონ ამხანაგური ტურნირის ორგანიზება. ფედერაცია წარმოადგენს ადგილს, სადაც შესაძლებელია ჰეთრიკის საერთო ფორუმებისგან გამოყოფილი თემების განხილვა.

გარე ლინკები[edit]