Ka/უნარები

From Hattrick
Revision as of 19:24, 30 November 2013 by Levan (talk | contribs) (Created page with '{{Interwiki/Skills}} ჰეთთრიქში '''უნარები''' ფეხბურთელების ძირითადი მახასიათებლ…')
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)
Jump to navigationJump to search

ჰეთთრიქში უნარები ფეხბურთელების ძირითადი მახასიათებლებია, რომლებიც განსაზღვრავენ თუ რამდენად კარგად ითამაშებს ფეხბურთელი სხვადასხვა პოზიციაზე და რამდენად მაღალი იქნება მისი ხელფასი. არსებობს მათი რვა ტიპი: გამძლეობა, მეკარეობა, ნახევარდაცვა, პასი, ფლანგი, დაცვა, თავდასხმა და სტანდარტულები.

TSI არის ამ უნარების(სტანდარტულების გამოკლებით) ჯამური რიცხობრივი მაჩვენებელი.

უნარების სიდიდე მერყეობს არანაირიდან ღვთაებრივამდე. მიღებულია უნარების რიცხობრივი გამოსახვაც, სადაც არანაირი შეესაბამება 0-ს, ხოლო ღვთაებრივი 20-ს. ჰეთთრიქში უნარები გამოსახულია ყოველთვის დამრგვალებულად. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ფეხბურთელს თითოეულ უნარში აქვს ქვეუნარიც, რომლებიც არაა ნაჩვენები, თუმცა იცვლება ვარჯიშთან და ასაკის მომატებასთან ერთად.

განსხვავებული პოზიციის ფეხბურთელებს განსხვავებული უნარები ჭირდებათ. კონკრეტული ტიპის მოთამაშეებისთვის არსებობს პირველადი, მეორეული და იშვიათად მესამეული მნიშვნელობის უნარები.

მაგალითად, გარემარბისთვის პირველადია ფლანგი, მეორადია პასი, ნახევარდაცვა და გამძლეობა, ხოლო მესამეულია დაცვა.