Ka/გუნდი
INTERWIKI |
---|
· Català · Česky · Deutsch · English · Español · Français · Italiano · ქართული · Magyar · Nederlands · Русский · Slovensky · Persian ·
თითოეულ გუნდს მართავს რეალური მომხმარებელი, რომელიც ერთპიროვნულადაა პასუხისმგებელი ფეხბურთელების, პერსონალის და მწვრთნელის დაქირავებასა და გაგდებაზე, ოფიციალური მატჩებისთვის გუნდის განლაგებისა და ტაქტიკის განსაზღვრაზე და გრძელვადიანი სავარჯიშო პროცესის და ეკონომიკის დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
გუნდებს, რომლებსაც არ მართავენ რეალური ადამიანები, ბოტი გუნდები ან უბრალოდ ბოტები ჰქვიათ.
გუნდებისათვის ერთი სეზონი შედგება 16 კვირისაგან. პირველი კვირა ეთმობა თასის პირველ რაუნდს. გუნდი აგრძელებს თასზე გამოსვლას პირველ წაგებამდე. ამის შემდეგ ყოველ კვირაში შესაძლებელია ამხანაგური მატჩის დანიშვნა. პირველი კვირის შემდეგ 14 კვირის განმავლობაში გუნდი თამაშობს ლიგის მატჩებს.
ბოლო, მეთექვსმეტე კვირას ოფსეზონს უწოდებენ. ამ კვირის განმავლობაში არ იმართება არც სათასო და არ ლიგის მატჩები, თუმცა ხდება რამდენიმე მნიშვნელოვანი განახლება. მაგალითად: უქმდება წითელი და ყვითელი ბარათები. ასევე, ხდება გულშემატკივრების და სპონსორების განწყობის დარესეტება.
ამავე კვირის განმავლობაში ხდება გუნდების დაწინაურება/დაქვეითება და იმართება საკვალიფიკაციო მატჩები.
გუნდის სახელი
როგორ რეალურ ცხოვრებაში, ჰეთრიკის თითოეულ გუნდს აქვს თავისი სახელი, რომელსაც მას ურჩევს მენეჯერი რეგისტრაციისას. გამომდინარე იქედან, რომ ჰეთრიკი ყველა გუნდს ანიჭებს უნიკალურ საიდენტიფიკაციო ნომერს ანუ ID-ს, სხვადასხვა მომხმარებლებს აქვთ საშუალება რომ საკუთარ გუნდებს ერთი და იგივე სახელი დაარქვან. შესაბამისად, ზოგიერთი პოპულარული სახელი ჰეთრიკში ძალიან ხშირად მეორდება.
ზოგიერთი გუნდის სახელი რეალური გუნდების სახელებიდანაა აღებული. მაგალითად, AC Milan. უფრო ხშირად კი გვხვდება ისეთი საინტერესო სახელები, როგორიცაა Madchester Untied. (სიტყვების თამაში: Mad(ინგლ.)-შეშლილი, არანორმალური).
გუნდების სახელებზე უფრო მეტის გასაგებად, მიჰყევით ლინკს: click here.
თუ მოინდომებთ გუნდის სახელის შეცვლას(რაც მხოლოდ ოფსეზონის პერიოდშია შესაძლებელი), მოგიწევთ 20 000 ლარის(10 000 €) გადახდა. ამასთან, თქვენი გულშემატკივრების 3% დატოვებს თქვენს ფანკლუბს.
სხვა გუნდების შესწავლა
ძალიან სასარგებლოა მომავალი მეტოქის შესწავლა უკვე ჩატარებული მატჩების საფუძველზე. ამისათვის არსებობს უამრავი დამხმარე საშუალება. დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ დამხმარე პროგრამების გვერდზე: Helper Applications
გუნდები ქვეყნების მიხედვით
გამორჩეული გუნდები
ჰეთრიკში ბევრია გამორჩეული გუნდი. მაგალითად, არიან ისეთები, რომლებშიც ყველა ფეხბურთელი ერთმანეთის სეხნიაა. ან ისეთები, რომლებიც მხოლოდ ცნობილი ადამიანების მოსახელე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ჰეთრიკში მენეჯერებს საკმაოდ დიდი ფანტაზია აქვთ და შესაბამისად, ბევრია ისეთი გუნდი, რომლებიც სხვებისგან რაიმე განსაკუთრებული დეტალით გამოირჩევა.