Ka/წესები
INTERWIKI |
---|
· English · Español · Français · ქართული · Italiano · Magyar · Nederlands · Slovensky · Polski · Português brasileiro · Русский ·
წესების უახლესი ვერსია იხილეთ მისამართზე: ჰეთთრიქის წესები
თამაშის შესახებ
ჰეთთრიქი არის თამაში, რომელშიც თქვენ მართავთ ვირტუალურ გუნდს, იბრძვით წარმატებისთვის და ეჯიბრებით მსოფლიოს ყველა ქვეყნის „ჰეთთრიქელებს“.
თქვენ ხართ როგორც კლუბის მეპატრონეც და მენეჯერიც. ყიდით და ყიდულობთ ფეხბურთელებს, აბანდებთ კლუბის ფულად სახსრებს, (მაგალითად სტადიონის რეკონსტრუქციაში, ან ახალგაზრდულ სკოლაში). აყენებთ გუნდის სამატჩო შემადგენლობას ფეხბურთელების სათამაშო ფორმის გათვალისწინებით, ირჩევთ სათამაშო ტაქტიკას, გეგმავთ საწვრთნელ ვარჯიშებს და ა.შ.
ჰეთთრიქის ვებ გვერდზე შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ თქვენს კლუბს , წაიკითხოთ ანგარიშები გუნდის შესახებ, გაეცნოთ სატრანსფერო ბაზრის სიახლეებს, მისცეთ დავალებები ფეხბურთელებს, თუ როგორ ითამაშონ შემდეგი მატჩი და როგორ ივარჯიშონ მომდევნო კვირის განმავლობაში.
რეგისტრაცია და აქტივაცია
თამაშის დასაწყებად პირველ რიგში საჭიროა რეგისტრაცია. ჰეთთრიქში გუნდების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომაც შესაძლოა მოგიწიოთ რიგში ჩადგომა, რაც გუნდის მიღების ვადას უმნიშვნელოდ გაახანგრძლივებს, თუმცა ეს სულ უფრო იშვიათად ხდება.
თუ თქვენი ქვეყნის ლიგაში არის თავისუფალი გუნდი, გეიმმასტერის მიერ თქვენი სარეგისტრაციო განცხადების გადამოწმების შემდეგ იგი აქტივირდება. როგორც წესი, ამ პროცედურას რამდენიმე დღე სჭირდება. ამ დროის განმავლობაში მოწმდება განცხადების სისწორე, ხომ არ იყო მისი შემომტანი ადრე ჰეთთრიქიდან გაგდებული, ხომ არ არეგისტრირებს მეორე გუნდს. ასევე არ მიიღება ერთნაირი ან არასერიოზული განცხადებები.
უკვე რეგისტრირებული კლუბი შეიძლება გაუქმდეს და მის ნაცვლად ადგილი ახალმა დარეგისტრირებულმა მოთამაშემ დაიკავოს. გუნდის ჩამორთმევის მიზეზი შეიძლება გახდეს: გაფრთხილების მიუხედავად გუნდისთვის მითითებების გაუცემლობა ერთი თვის განმავლობაში, თაღლითობა, ან წესების უხეში დარღვევა.
როდესაც მიიღებთ გუნდს, ძველი ფეხბურთელები შეიცვლება ახლებით, კლუბის ვალები ჩამოიწერება და ბიუჯეტის ათვლა დაიწყება თავიდან. სტადიონი დაუბრუნდება სტანდარტულ ზომებს. ყველა მხრივ გუნდი იქნება ახალი, გარდა მისი პოზიციისა ლიგაში, რომელიც არ იცვლება და თქვენ უნდა მოახერხოთ მისი წინ წაწევა.
ახალი მეპატრონე შეიძლება გამოუჩნდეთ მხოლოდ ბოლო ორი დივიზიონის გუნდებს. თუ უფრო მაღალ პოზიციაზე მყოფი კლუბი იქნება გაუქმებული, ის დაიწყებს ჩამოქვეითებას, სანამ არ მიაღწევს იმ ზღვარს, როდესაც შეიძლება მას დაეპატრონოს ახალი მოთამაშე.
გუნდის მიღებისათვის საჭირო სარეგისტრაციო გვერდის ნახვა შეგიძლიათ განყოფილება „დარეგისტრირებაში“.
ჰეთთრიქის გზამკვლევი
ვებ გვერდი
ჰეთთრიქის ვებ გვერდი შეგვიძლია შევადაროთ პატარა საზოგადოებას, სადაც შეგიძლიათ იზრუნოთ თქვენს გუნდზე, ურთიერთობა გქონდეთ სხვა მოთამაშეებთან, აკეთოთ საქმე და თვალყური ადევნოთ მიმდინარე თამაშებს. ვებ გვერდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ”მთავარი მენიუ”, რომელიც არის საიტის მარცხენა მხარეს, და ასევე სხვა დამხმარე მენიუები, სადაც შეგიძლიათ ნახოთ კლუბის მოხსენება და მითითებები.
ჰეთთრიქი საერთაშორისო თამაშია და ყოველ ქვეყანას აქვს თავისი ლიგა. თამაშის დაწყებისას მოხვდებით ერთ–ერთ მათგანში და როდესაც შეხვალთ თქვენს კლუბში, ავტომატურად გადახვალთ თქვენი ქვეყნის ლიგაში. საიტის მარცხენა მხარეს შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა ქვეყანა და გადახვიდეთ მის გვერდზე, ეს შეიძლება დაგჭირდეთ უცხოელი ვუნდერკინდების სანახავად ან სხვა ქვეყნის თასის ფინალის თვალყურის სადევნებლად.
მთავარი მენიუ – ჩემი ჰეთთრიქი
„ჩემი ჰეთთრიქი” პერსონალური ინფორმაციის გვერდია ჰეთთრიქის სამყაროში. ამ გვერდს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს, პირველ რიგში, ის გაწოდებთ ოფიციალურ ინფორმაციას ჰეთთრიქის განახლებებზე, ახალ ამბებზე, ახალ ფუნქციებზე და ტექნიკურ პრობლემებზე. ეს გვერდი იხსნება თქვენს გუნდში შესვლისთანავე, სასურველია ყოველთვის გადაიკითხოთ ნებისმიერი სიახლე, რომელიც აქ გამოქვეყნდება. ასევე, გვერდის მარჯვენა მხარეს არის ერთი სვეტი კერძოდ თქვენი გუნდის შესახებ, მაგალითად, ამ სვეტში შეგიძლიათ ნახოთ, ხომ არავინ იხდის თქვენზე მეტს სატრანსფერო ბაზარზე, ხომ არავინ ყიდულობს თქვენს ფეხბურთელს, ხომ არავინ გამოგიწვიათ ამხანაგური მატჩის სათამაშოდ ან ხომ არ მიგიღეს ფედერაციაში. იშვიათ შემთხვევაში აქ შეიძლება დაგხვდეთ პირადი შეტყობინებები ჰეთთრიქის წარმომადგენლებისგან.
- ლიცენზია/ელექტრონული ფოსტის აქტივაცია
თუ ჰეთთრიქში ახლახანს გაწევრიანდით, შესვლისას საიტზე გამოჩნდება ელ–ფოსტის აქტივაციის გვერდი. ჩვენ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გვქონდეს თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი, მაგალითად იმისთვის, რომ გამოგიგზავნოთ პაროლი, თუ დაგავიწყდათ. ელ–ფოსტის გააქტიურების გარეშე გუნდს ვერ მიიღებთ.
იმისთვის, რომ გახდეთ ჰეთთრიქის სრულუფლებიანი მოთამაშე, გჭირდებათ მენეჯერის ლიცენზიის (MLC) აღება. ლიცენზიის აღების პროცესში თქვენ ისწავლით თამაშის მრავალ საჭირო დეტალს. ლიცენზია შედგება 24 ნაწილისგან, ყოველი მათგანის შესრულებისას კლუბის ანგარიშზე დაგერიცხებათ გარკვეული თანხა. ასევე, ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასვლისას, ჰეთთრიქის ახალი ფუნქციების გამოყენების უფლებაც გეძლევათ.
იმ შემთხვევაში, თუ ჰეთთრიქს დიდი ხანია თამაშობთ, საჭიროა მხოლოდ 6 ეტაპის გავლა, რის შემდეგადაც მოგეცემათ ჰეთთრიქის ყველა ფუნქციის გამოყენების უფლება.
მთავარი მენიუ – თქვენი კლუბი
მთავარ მენიუში თავმოყრილია ყველა ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია თქვენს ლიგასთან. ის დაყოფილია მენიუებად: ”ჩემი ჰეთთრიქი”, ”თქვენი კლუბი”, ”ახალგაზრდული” (იმ შემთხვევაში, თუ აირჩევთ ახალგაზრდულ აკადემიას), ”ფუნქციები”, ”თქვენი ლიგა”, ”საერთაშორისო”, ”დახმარება”, ”მობილური” და ”მაღაზია”. დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მენიუთი – ”თქვენი კლუბი”. ამ მენიუს სახელწოდება არის თქვენი გუნდის სახელის შემოკლებული ფორმა, მაგალითად, თუ თქვენი კლუბი არის ”Warrington Warriors” მენიუს სახელი იქნება ”Warrington”, თუ თქვენს გუნდს ჰქვია „Cheltenham Chasers“, მაშინ მენიუს ერქმევა „Cheltenham“.
მიმოხილვა
ბმულ „თქვენს კლუბზე“ დაჭერისას, ავტომატურად გაიხსნება კლუბის ოფიციალური გვერდი. ეს გვერდი შეიცავს თითქმის ყველა ინფორმაციას თქვენი გუნდის შესახებ, რომელიც საინტერესო იქნება როგორც თქვენთვის, ასევე სხვა მოთამაშეებისთვისაც, მაგალითად, აქ ნახავთ, რომელ დივიზიონშია გუნდი, ვინ არის მისი მეპატრონე, რომელ რეგიონშია და რა არის მისი სტადიონის სახელწოდება. ამ გვერდს შეგიძლიათ ესტუმროთ ნებისმიერ დროს, თქვენი კლუბის ბმულზე დაჭერით.
ფეხბურთელები
ეს გვერდი შეიცავს თქვენი ფეხბურთელებისა და ტრენერის სიას. ეს სია საუკეთესო საშუალებაა თქვენი გუნდის შესაფასებლად. აქ შეგიძლიათ ნახოთ მონაცემები, ფორმა, TSI, ლიდერობის უნარი, ინფორმაცია გაფრთხილებების, დისკვალიფიკაციებისა და ტრამვების შესახებ. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის სანახავად, შეგიძლიათ დააჭიროთ ფეხბურთელის სახელს და გადახვიდეთ მის პერსონალურ გვერდზე, სადაც ნახავთ მის ხელფასს, პიროვნულ თვისებებსა და გოლების გატანის სტატისტიკას. ამ გვერდიდანვე აყენებთ ფეხბურთელს სატრანსფერო აუქციონზე სასურველი საწყისი ფასით. ძალიან ბევრ ადგილას შეხვდებით ფეხბურთელების პერსონალური გვერდების ბმულებს, მაგალითად, სატრანსფერო ბაზარზე, თამაშის რეპორტაჟში. სხვა ჰეთთრიქის მენეჯერებს თქვენი ფეხბურთელების სრული მონაცემების ნახვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ეს ფეხბურთელი იყიდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ გარკვეული ინფორმაცია.
ვარჯიში
გუნდის გასავითარებლად ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეული სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც გუნდის ვარჯიში გეხმარებათ. მისი განახლება იწყება ხუთშაბათობით, შუა კვირის თამაშების დამთავრების შემდეგ, და გრძელდება პარასკევამდე, ყოველი ქვეყნისთვის რიგრიგობით. სანამ დაიწყება ვარჯიში, თქვენ უნდა აირჩიოთ, როგორ გინდათ ივარჯიშონ თქვენმა ფეხბურთელებმა მომდევნო კვირის განმავლობაში. ამავე გვერდზე ირჩევთ ვარჯიშის ინტენსივობას და ნახულობთ გუნდის გამოცდილებას სხვადასხვა სათამაშო ტაქტიკაში. ასევე, თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი ტრენერით, აქ არის მისი შეცვლის ინსტრუქციაც. უფრო მეტი ინფორმაცია ვარჯიშის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ წესების შესაბამის პუნქტში.
მატჩები
ამ გვერდზე არის თქვენი ძველი მატჩების სია ანგარიშებით და ბმულებით რეპორტაჟებზე. აქვე შეგიძლიათ გასცეთ განკარგულებები მომდევნო თამაშისთვის, დააწყოთ გუნდი და აირჩიოთ ტაქტიკა.
სტადიონი
ამ გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია თქვენი სტადიონის შესახებ. თქვენ შეგიძლიათ ამ გვერდიდან გაზარდოთ მისი ზომა, თუ უმეტეს თამაშებზე გევსებათ ის, მაგრამ სტადიონის გაზრდისას უნდა გაითვალისწინოთ ის, წარმატებული იქნება თქვენი გუნდი მომავალში, თუ არა. ამის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ზედმეტად დიდი მოედანი ვალების მეტს არაფერს მოგიტანთ. სტადიონის სახელის შეცვლა შეგიძლიათ ამავე გვერდზე, თუ გარკვეულ საფასურს გადაიხდით.
ბიუჯეტი
ყოველკვირეული ფინანსური ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კლუბისათვის, ამ გვერდზე თქვენ ნახავთ მიმდინარე და გასული კვირის შემოსავლებსა და ხარჯებს.
კლუბი
ამ განყოფილებაში თქვენ აკონტროლებთ კლუბის დამხმარე პერსონალს და ახალგაზრდა გუნდს. ქირაობთ და ათავისუფლებთ დამხმარე ტრენერებს, ფიზიოთერაპევტებს, ექიმებს, ეკონომისტებს, პიარ მენეჯერებს და სხვა. ასევე, გამოყოფთ თანხებს ახალგაზრდული გუნდისთვის, რაც შედეგს გარკვეული დროის შემდეგ გამოიღებს. აქვე შეგიძლიათ ნახოთ სეზონებს შორის კლუბის სახელის შეცვლისას გადახდილი თანხის ოდენობა და გულშემატკივართა ხასიათის ცვლილება. გასათვალისწინებელია, რომ კლუბის სახელის გადარქმევა გამოიწვევს ფან–კლუბის დაპატარავებას რაღაც პროცენტით, რადგან ზოგიერთ გულშემატკივარს არ მოეწონება ახალი სახელი.
ამხანაგური თამაშები
ამხანაგური მატჩები თამაშის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ის გაძლევთ საშუალებას ჩაატაროთ სავარჯიშო თამაშები სხვა გუნდებთან. ამ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ შემოთავაზებული ამხანაგურების სია, ან ინფორმაცია უკვე დაგეგმილ ამხანაგურ მატჩზე. თქვენც შეგიძლიათ გამოიწვიოთ სხვა კლუბები სათამაშოდ მათ პერსონალურ გვერდზე.
მითითებები
ყოველი თამაშისთვის თქვენ უნდა გასცეთ მითითებები. ყოველი მომდევნო მატჩის მარჯვნივ ჩანს ბმული ”მითითებები”, თუ განკარგულებები უკვე გაცემული გაქვთ, მის გვერდზე დაინახავთ წითელ ნიშანს, მაგრამ განკარგულებების შეცვლა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მანამ, სანამ თამაშის დაწყებამდე დარჩება თხუთმეტი წუთი. მითითებების გაცემა ასევე შეგიძლიათ ზედიზედ რამდენიმე თამაშზე, რაც მაშინ არის საჭირო, თუ დიდი ხნით აპირებთ სადმე წასვლას.
მითითებების გვერდი საფეხბურთო მოედანივით გამოიყურება. სტანდარტული სათამაშო ტაქტიკა არის 4–4–2 და ამ ტაქტიკით გამოჩნდება თქვენი გუნდი განკარგულებების გაცემის დროს. ყოველ პოზიციაზე ფეხბურთელს ირჩევთ ჩამოსაშლელი მენიუთი. სასურველი ტაქტიკის შერჩევის შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ ფეხბურთელების კერძო მითითებებზე. ფეხბურთელებს აქვთ შესაძლებლობა ითამაშონ შემტევი ან დაცვითი სტილით, ასევე შეგიძლიათ მათ გააცვლევინოთ პოზიციები, მაგალითად, განაპირა მცველი ათამაშოთ როგორც დამატებითი ნახევარმცველი ან დამატებითი თავდამსხმელი, ამ შემთხვევაში სტანდარტული 4–4–2 წყობა შეიცვლება 3–5–2 ან 3–4–3 წყობით. ამან შეიძლება გაამართლოს, ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დიდი გამოცდილება აქვს თქვენს გუნდს ამ ტაქტიკაში. თქვენი გუნდის გამოცდილება სხვადასხვა ტაქტიკაში შეგიძლიათ ნახოთ მენიუში ”ვარჯიში”.
მატჩის რეპორტაჟი
თამაშის რეპორტაჟის დროს ყველაზე ნათლად ჩანს როგორ არის ჰეთთრიქი დაახლოებული რეალურ ფეხბურთთან. აქ არა მარტო კითხულობთ რეპორტაჟს თამაშის დამთავრების შემდეგ, არამედ შეგიძლიათ მიჰყვეთ მის მიმდინარეობას. მატჩის რეპორტაჟში გადმოცემულია თამაშის დროს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები. მისი ერთ–ერთი განსაკუთრებული თვისება ისაა, რომ თამაშის მსვლელობის დროს, ის ყოველ წუთში ერთხელ ახლდება. ეს გარკვეულწილად აცოცხლებს ჰეთთრიქის საიტს მატჩების დღეებში.
რეპორტაჟი ასევე შეიცავს ინფორმაციას ამინდის, მაყურებლის რაოდენობის და, რა თქმა უნდა, მოთამაშე გუნდებისა და სტადიონის შესახებ. თამაშის რეპორტაჟი შეგიძლიათ ნახოთ მატჩების განრიგში, შემხვედრი გუნდების სახელზე დაწკაპუნებით. მაგალითად, „Warrington Warriors – Cheltenham Chasers“.
თამაშის რეპორტაჟიდან ბევრი ინფორმაციის გაგება შეიძლება. ფეხბურთელი, რომელიც ბევრ გოლს გაიტანს, ფანტასტიკურია, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მან შეიძლება უამრავი შესანიშნავი პასი მიიღო თანაგუნდელებისაგან.
გუნდის შეფასება
მატჩის რეპორტაჟი შეიცავს გუნდის შეფასების ბმულს, სადაც ყოველი ფეხბურთელი ღებულობს ინდივიდუალურ შეფასებას, თუ როგორ ითამაშეს მათ მატჩის განმავლობაში. ეს შეფასება განისაზღვრება ჰეთთრიქის ვარსკვლავებით. ფეხბურთელმა შეიძლება მიიღოს 0–დან უსასრულო რაოდენობის ვარსკვლავი. 0 ვარსკვლავი მოთამაშისთვის საშინელებაა, მაგრამ ძალიან იშვიათია. ასევე, ვარსკვლავი შეიძლება იყოს მთლიანიც და ნახევარიც.
გუნდის შეფასებაშივე არის ნაჩვენები თითოეული ფეხბურთელის პოზიცია და ინდივიდუალური მითითება, რომლითაც მან ეს მატჩი ითამაშა. მაგალითად, თუ განაპირა მცველი დაყენებული იყო, როგორც შემტევი, მისი ფლანგზე თამაშის უნარი უფრო დიდ გავლენას ახდენს ვარსკვლავებზე, ვიდრე დაცვითი უნარი, განსხვავებით ჩვეულებრივი განაპირა მცველისაგან.
გუნდის შეფასება ითვალისწინებს ფეხბურთელების ინდივიდუალურ თამაშს. ის გამოიყენება კერძოდ მათი და არა გუნდების შედარებისთვის. მაგალითად, თუ გუნდის განწყობამ, ან რამე სხვა ფაქტორმა გავლენა იქონია მის, როგორც მთლიანი გუნდის, თამაშზე, ფეხბურთელების ვარსკვლავებზე ცვლილებას არ მოახდენს. გუნდების თამაშის შესადარებლად შეგიძლიათ ნახოთ მათი საერთო სტატისტიკა რეპორტაჟის გვერდზე.
მთავარი მენიუ – ფუნქციები
მენიუ „ძებნას“ აქვს რამდენიმე საჭირო ფუნქცია ინფორმაციის მოსაპოვებლად ჰეთთრიქის სისტემაში. აქ თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ფეხბურთელი, კლუბი და მისი მფლობელი, რეგიონი, სტადიონი ან მატჩი.
ბმული „ტრანსფერები“ გადაგიყვანთ სატრანსფერო აუქციონის გვერდზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ამბიციური და წარმატების სურვილის მქონე მენეჯერისთვის. მას შემდეგ, რაც ჰეთთრიქის სატრანსფერო ბაზარი ძალზე აქტიური გახდა, ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ, როგორი ფეხბურთელის ყიდვა გესაჭიროებათ და როგორ იპოვნოთ ის. ამიტომაც, სატრანსფერო სისტემას აქვს ძიების განყოფილება, სადაც ფეხბურთელი შეგიძლიათ მოძებნოთ ასაკის, TSI–ის, სათამაშო პოზიციის, აუქციონის ბოლო ვადის და სხვა მონაცემთა მიხედვით.
როდესაც იპოვით სასურველ ფეხბურთელს, დააჭირეთ მის სახელსა და გვარს, რათა გაიგოთ მისი ზუსტი უნარები და მონაცემები და ჩამოხვიდეთ მასზე ფსონი. ახალი ფსონის ჩამოსვლისას ჰეთთრიქი ითხოვს 2 000 ლარის ან არსებული ფასის 2 პროცენტის (რომელიც უფრო მეტია) დამატებას, რა თქმა უნდა შეგიძლიათ მასზე მეტით გაზარდოთ ფეხბურთელის ფსონი.
ჰეთთრიქ ლაივი
ჰეთთრიქ ლაივი თამაშის ახლახან დამატებული ფუნქციაა. ინდივიდუალური მატჩების გვერდებიდან შეგიძლიათ აირჩიოთ ათამდე თამაში და უყუროთ მათ ცოცხლად, მატჩების მსვლელობის დროს განახლებები გაკეთდება ავტომატურად, ყოველ ერთ წუთში.
მთავარი მენიუ – თქვენი ქვეყანა
კლუბის წარმატებული მეპატრონე ყოველთვის საქმის კურსშია, თუ რა ხდება ჰეთთრიქის სამყაროში. მაგალითად, ვინ არის შემდეგი, ვინც გადავა უმაღლეს დივიზიონში, რა ტაქტიკით თამაშობენ პირველი გუნდები, რომელმა გუნდმა მიაღწია თასზე წარმატებას და რატომ, როგორ ითამაშა თქვენმა მეგობარმა წინა კვირის რაუნდი, და ა.შ.
თქვენი ქვეყნის ბმული გადაგიყვანთ ჰეთთრიქის ლიგათა სისტემაში. მენიუს პირველი გვერდი შეიცავს ინფორმაციას ქვეყნის შესახებ, ”დიდების დარბაზს” და მოთამაშეთა სტატისტიკას ჩემპიონატის სისტემაში. აქვე გაქვთ საშუალება გადახედოთ ქვეყნის რეგიონებს, რამდენი გუნდია თითოეულ მათგანში და რომლები არიან ყველაზე ძლიერები. ბმული ”თასი” გადაგიყვანთ ქვეყნის თასის გვერდზე, სადაც შეგიძლიათ გაიგოთ ინფორმაცია მის შესახებ, ხოლო გვერდები ”ეროვნული ნაკრები” და ”20 წლამდე ნაკრები” თქვენი ქვეყნის ნაკრებების წარმომადგენელი გვერდებია.
მთავარი მენიუ – საერთაშორისო
აქ განთავსებულია ყველაფერი ჰეთთრიქის ეროვნულ ნაკრებებზე, ინფორმაცია როგორც დიდების, ისე 20 წლამდე გუნდთა შესახებ, რომელიც მათ წარსულ ისტორიასაც შეიცავს. აქვე შეგიძლიათ ნახოთ შედეგები მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატისა, რომელიც მიმდინარეობს სხვადასხვა სეზონის განმავლობაში და ყველაფერი „ჰეთთრიქ მასტერსზე” – ჰეთთრიქის მსოფლიო კლუბების ჩემპიონთა თასზე.
მთავარი მენიუ – დახმარება
ამ მენიუს გვერდებში მოთავსებულია ყოველგვარი ინფორმაცია ჰეთთრიქის შესახებ და აქ შემოსვლა ყველა ჰეთთრიქელს შეუძლია. აქ შეგიძლიათ შეიტყოთ, თუ ვინ მართავს ჰეთთრიქს, ვინ დგას მის უკან და რა გეგმები აქვთ მათ მომავლისათვის.
”წესები” და ”დახმარება” იმისთვის არის შექმნილი, რომ გეიმმასტერების და სხვა გამოცდილი მოთამაშეების დაუხმარებლად შეძლოთ ჰეთთრიქში შეხვედრილ ყველა პრობლემასთან გამკლავება. გასათვალისწინებელია ის, რომ გეიმმასტერები გეხმარებიან ადმინისტრაციულ პრობლემებში, თვალყურს ადევნებენ მოთამაშეების ქცევებს და გეხმარებიან პაროლის აღდგენაში, მაგრამ მათ მოვალეობაში არ შედის მოგცეთ რჩევა გუნდის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ასეთი რჩევები შეგიძლიათ მიიღოთ ამავე, დახმარების, გვერდზე, ან იკითხოთ ფორუმზე.
მენიუ საზოგადოებაა
მენიუ ”საზოგადოება” კოლექციაა სხვადასხვა ჰეთთრიქთან დაკავშირებული ვებ გვერდებისა. ბევრ გუნდს აქვს თავისი ვებ გვერდი, ზოგი მოთამაშე აკეთებს CHPP საიტებს ჰეთთრიქისთვის, ან გამოსცემს ჟურნალებსა და წერს ახალ ამბებს, რაც უსაზღვრო სიხარულს იწვევს ჩვენში.
ჰეთთრიქის მენეჯერებს შორის უფრო ახლო კავშირის დასამყარებლად საიტზე კომუნიკაციის რამდენიმე მეთოდი არსებობს.
საფოსტო ყუთი
ჰეთთრიქის საკუთარი საფოსტო ყუთი საშუალებას გაძლევთ საიტის დატოვების გარეშე განიხილოთ სხვადასხვა სტრატეგიები მეგობრებთან ერთად, ან გაარკვიოთ თქვენი მოწინააღმდეგის განწყობა მატჩის დაწყებამდე. ნებისმიერ მოთამაშეს შეგიძლიათ გაუგზავნოთ წერილი მისი კლუბის გვერდიდან. ყველა მიღებული წერილი კი თქვენს საფოსტო ყუთში მოთავსდება.
ფორუმი
ჰეთთრიქს ასევე აქვს საკუთარი ფორუმის სისტემა ყველა ლიგის, დივიზიონისა და ფედერაციისათვის. მასში შესასვლელად უბრალოდ გადადით ბმულზე ”ფორუმი”. აქ ნახავთ უამრავ გამოცდილ მოთამაშეს და მონაწილეობას მიიღებთ დისკუსიებში. ასევე, ფორუმს აქვს მრავალი სხვადასხვა ენა.
ჰეთთრიქ ფლეში
ჰეთთრიქ ფლეში არის ახალი ამბების წყარო, რომელიც მხოლოდ ჰეთთრიქის გულშემატკივრებისათვისაა განკუთვნილი. ეს ფანჯარა ავტომატურად ახლდება ყოველ წუთში ერთხელ. აქ ნახავთ შეტყობინებებს ახალ მიღებულ წერილებზე, ფეხბურთელის ფსონის მომატებაზე და ა.შ.
ზედა ხაზი
ჰეთთრიქის საიტის ზედა ხაზზე განთავსებულია თქვენი კლუბის, სერიისა და ლიგის ბმულები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ ჰეთთრიქის სხვა ქვეყნებში ხართ გადასული. აქვეა საათი, რომელიც აჩვენებს ადგილობრივ ჰეთთრიქის დროსა და თარიღს, და შემოსულ მენეჯერთა რაოდენობის მთვლელი.
ახალგაზრდა ფეხბურთელები
თქვენ შეგიძლიათ ძირითადი გუნდის გაზრდა მასში ახალგაზრდა ფეხბურთელების დამატებით. საამისოდ ორი გზა არსებობს:
- ძირითად გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები დაამატოთ კლუბის გარედან, რასაც ძირითადი გუნდის სკაუტის დახმარებით შეძლებთ;
- დააარსოთ საკუთარი ახალგაზრდული სკოლა, მოიზიდოთ მასში ახალი ტალანტები და განავითაროთ ისინი. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ შეხვედრები გამართოთ სხვა ახალგაზრდულ გუნდებთან, ღია თუ დახურულ ლიგებში. შემდგომში კი შეგიძლიათ ახალგაზრდული სკოლის გუნდის ნიჭიერი ფეხბურთელები ძირითად გუნდში აიყვანოთ.
გუნდში შემთხვევით არჩეული ახალგაზრდის დამატება კლუბის გარედან შემადგენლობის გაზრდის მარტივი და ეფექტური მეთოდია. ახალგაზრდული სკოლის ყოლა უფრო სახლაფორთო, თუმცა, ამავდროულად, უფრო საინტერესო საქმეა.
ფულის დაბანდება თქვენ ორივე სისტემაში შეგიძლიათ, რაც თქვენ ყოველ კვირას არჩევანის წინაშე დაგაყენებთ, თუ რომელი სისტემა გამოიყენოთ. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყოველ კვირას მხოლოდ ერთი ახალგაზრდის დამატება შეგიძლიათ, ანუ, ან ძირითად გუნდში შემთხვევითი ახალგაზრდა გადმოგყავთ კლუბის გარედან, ან კიდევ, ერთ ფეხბურთელს იმატებთ ახალგაზრდული აკადემიისთვის.
სელექცია
ყოველ კვირას თქვენ ძირითად გუნდში ერთი ახალი ფეხბურთელის დამატების უფლება გაქვთ. რაც უფრო მაღალია თქვენი ახალგაზრდული გუნდის დონე (არ აგერიოთ ახალგაზრდული აკადემიის გუნდში), გუნდში პერსპექტიული ახალგაზრდის მიღების მით უფრო მეტი შანსია. ახალგაზრდა მოთამაშის კლუბის გარედან დამატებამდე თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი პოზიცია. თუმცა ამაში ერთობ შეზღუდული ხართ და არჩევანს მხოლოდ მეკარესა და მინდვრის მოთამაშეს შორის აკეთებთ. ნუ გაქვთ იმის იმედი, რომ ყოველ კვირა თქვენს შემადგენლობაში ახალი ვარსკვლავი გამოჩნდება – ახალწვეულთა უმეტესობა ძირითად გუნდში ადგილს ვერ დაიმკვიდრებს. თუ თქვენს სასტარტო შემადგენლობაში ერთი ან ორი ისეთი მოთამაშე არის, რომელიც იქ პირდაპირ ახალგაზრდული გუნდიდან მოვიდა, ეს უკვე კარგი შედეგია. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ხდება ყველაფერი რეალობაში.
კლუბების უმეტესობა სელექციაში დიდ ფულს აბანდებს. თუმცა არსებობს კატეგორია, რომელიც ახალგაზრდებთან მუშაობაზე ფულს ზოგავს, ან სულ არაფერს იხდის, რათა დაზოგილი ფულით სატრანსფერო ბაზარზე იაქტიუროს. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ ახალგაზრდული გუნდის გაძლიერებას გადაწყვეტთ, დიდხანს მოგიწევთ ლოდინი, სანამ ნიჭიერი ფეხბურთელების სახით უკუქმედებას მიიღებთ. ნუ ელოდებით კარგ ფეხბურთელს ისეთი ახალგაზრდული გუნდიდან, რომლის დონე „ცუდს“ არ აღემატება.
ყოველკვირეულად შესაძლებელია ახალგაზრდებთან მუშაობაზე დიდი (40 000 ლარი), საშუალო (20 000 ლარი) და მცირე (10 000 ლარი) ინვესტიციის გაკეთება. მცირე ინვესტიციების დიდი რაოდენობა უფრო ეფექტიანია, ვიდრე დიდი ინვესტიციების მცირე რაოდენობა. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ წინასწარვე უნდა გქონდეთ განსაზღვრული სტრატეგია – თუ ახალგაზრდულ გუნდზე დიდ იმედებს ამყარებთ, მაშინ ინტენსიური დიდი ინვესტიციები შედეგს უფრო სწრაფად მოგიტანთ, ხოლო, თუ თქვენ ახალგაზრდული გუნდის დონის აწევა მაინცდამაინც არ გეჩქარებათ, მაშინ ჯობია მცირე ზომის დაბანდებებით შემოიფარგლოთ. ახალგაზრდული გუნდი არ მოითხოვს რეგულარულ ხარჯებს, თუმცა, თუ მასში ჩადებული ფულის ნაკადი სტაბილური არ იქნება, მაშინ მისი დონე სწრაფად დაიწევს. ამის ამოქაჩვა კი ბევრად უფრო ხანგრძლივი პროცესია.
ყოველ კვირა შესაძლებელია მხოლოდ ერთი მოთამაშის დამატება. თუ ინვესტიციის დონეს არ ცვლით, მაშინ ანგარიშიდან ყოველი კვირის განმავლობაში ერთი და იგივე თანხა დაგექვითებათ.
ახალგაზრდა ფეხბურთელის სელექცია კლუბს 4 000 ლარი უჯდება.
ინფორმაციას ახალგაზრდულ გუნდში მიმდინარე პროცესების შესახებ შეიტყობთ მენიუ „თქვენი გუნდის“ განყოფილება „კლუბში“. იქვე მითითებულია ახალგაზრდულ გუნდში ჩადებული ყოველკვირეული ინვესტიციის ოდენობა. მარჯვნივ იპოვით ბმულს, რომლის მეშვეობით ყოველ კვირას ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება შეგეძლებათ.
ახალგაზრდული სკოლა
ახალგაზრდული სკოლის ყოლის შემთხვევაში თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, უშუალო მონაწილეობა მიიღოთ მის ფუნქციონირებაში. შეგიძლიათ აიყვანოთ სკაუტები, განსაზღვროთ ვარჯიშის ტიპი, შემადგენლობა და სათამაშო ტაქტიკა. ახალგაზრდული ლიგის არჩევა თქვენი პრეროგატივაა – ეს შეიძლება იყოს მეგობრებისა და კოლეგებისგან შემდგარი ლიგა. დროდადრო გაჩნდება ახალგაზრდებს შორის ამხანაგური თამაშის გამართვის საშუალება.
ახალგაზრდული სკოლის დაარსება
ახალგაზრდული სკოლის აქტივირება შეგიძლიათ მთავარი მენიუს პუნქტიდან „კლუბი“. თავიდან გეძლევათ ერთი მწვრთნელი და ერთი სკაუტი. გარდა ამისა, მყისვე გადმოგეცემათ რამდენიმე მოთამაშე, რომ თქვენს ახალგაზრდულ გუნდს თავიდანვე შეეძლოს თამაშების გამართვა. საწყისი გუნდი მეზობელი ბავშვებისგან არის დაკომპლექტებული, ამიტომ მათ შორის ნიჭიერის პოვნა თითქმის გამორიცხულია.
ახალგაზრდული ლიგა
თქვენ თავად შეგიძლიათ ახალგაზრდული ლიგის დაარსება, ან საკუთარი სურვილით რომელიმე ლიგაში გაწევრიანება. ახალგაზრდული ლიგა შეიძლება შედგებოდეს 4, 6, 8, 12 ან 16 გუნდისგან. ის არის ან ღია, ანაც დახურული, რომელში გაწევრიანებაც მხოლოდ ლიგის მფლობელის მიწვევის შედეგ გახდება შესაძლებელი. 12/16–გუნდიანი ლიგების შესაქმნელად საჭიროა ჰთ–გულშემატკივრის ქონა. ლიგის შემქმნელს ასევე იმის განსაზღვრა შეუძლია, თუ როდის გაიმართება თამაშები. როგორც კი ლიგა შევსებულია, ის ავტომატურად იღებს სტარტს.
სკაუტები
როდესაც თქვენ ახალგაზრდული სკოლის აქტივირებას ახდენთ, მას თან მოჰყვება ერთი სკაუტი. შეგიძლიათ აირჩიოთ ის რეგიონი, სადაც ეს სკაუტი ტალანტების ძიებას შეუდგება. ასევე შესაძლებელია, მას რომელიმე კონკრეტული ტიპის ფეხბურთელის ძებნა დაავალოთ (მაგალითად თავდამსხმელის). ამ შემთხვევაში სკაუტი უფრო დიდი სიხშირით შემოგთავაზებთ ამ ტიპის მოთამაშეებს, თუმცა, მათი საერთო დონე უფრო დაბალი იქნება. მეორე მხრივ, ძებნის ამ რეჟიმში უფრო მეტი იქნება წარმოუდგენლად ნიჭიერი ფეხბურთელის პოვნის შანსი.
თქვენ ასევე დამატებითი სკაუტების აყვანის საშუალება გაქვთ, რომელთა საერთო რაოდენობა სამს არ უნდა აღემატებოდეს (მინიმუმი არის ერთი სკაუტი). კვირაში ერთხელ თქვენ შეგიძლიათ დაურეკოთ სკაუტს, მას კი თქვენთვის შეიძლება ჰქონდეს წინადადება. იმ შემთხვევაში, თუ ის მოთამაშეს კონკრეტული პოზიციისთვის ეძებდა, მან შეიძლება ვერავინ იპოვოს.
თუ სკაუტი ერთზე მეტია, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მეორე შემოთავაზება, თუ პირველს უარყოფთ. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება სკაუტის შემოთავაზების უარყოფაზე საბოლოოა.
ფეხბურთელები
თქვენი ახალგაზრდული სკოლის გუნდი მაქსიმუმ 16 კაცისგან შეიძლება შედგებოდეს. ფეხბურთელები, რომლებიც თქვენს სკოლაში მოდიან, ძირითადად 15–16 წლისანი არიან. მათი უნარების და ხასიათის ნახვის უფლება თქვენ არ გაქვთ, ძირითადის მოთამაშეებისგან განსხვავებით. ახალგაზრდების შესაძლებლობების უკეთ შესაცნობად საჭიროა მათი მოსინჯვა სხვადასხვა პოზიციებზე და დაკვირვება, თუ რომელ პოზიციაზე და რა ამინდში გამოიჩინეს მათ თავი ყველაზე მეტად. ასევე თქვენ დაგეხმარებათ მატჩის შემდგომი რეიტინგები, სკაუტის კომენტარები და მწვრთნელის მოხსენებები. დამატებით ინფორმაციას თქვენ თამაშის რეპორტაჟში ამოიკითხავთ.
მატჩები
კვირაში ერთხელ ახალგაზრდული სკოლის გუნდი სალიგო თამაშს ატარებს. გარდა ამისა, სამ კვირაში ერთხელ შესაძლებელია ამხანაგური თამაშის გამართვა. ტაქტიკას და მითითებებს თქვენ წინასწარ, თამაშის დაწყებამდე განსაზღვრავთ. ზუსტად ისე, როგორც ეს ძირითადი გუნდების თამაშებში ხდება.
ვარჯიში
ჩვეულებრივ ახალგაზრდები საკმაოდ სწრაფად სწავლობენ, რაც ასევე მათ ხასიათზეა დამოკიდებული. მათ ყურადღების გამახვილება ერთდროულად ვარჯიშის ორ ტიპზე შეუძლიათ – პირველადზე და მეორადზე. პირველადი ვარჯიში უფრო ეფექტიანია. თქვენ შეგიძლიათ როგორც პირველად, ისე მეორად ვარჯიშად წვრთნის ერთი და იგივე ტიპი მიუთითოთ, თუმცა ამ შემთხვევაში მეორადი ვარჯიშის ეფექტი სრული არ იქნება.
უკანასკნელ თამაშში ნათამაშები პოზიცია წვრთნის პროცესისთვის ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დიდებში. როდესაც გუნდი ამხანაგურ შეხვედრას ატარებს, ზოგიერთი მოთამაშე იმ კვირას წვრთნის დამატებით ეფექტს იღებს, თუმცა ამხანაგური შეხვედრის ეფექტურობა უფრო ნაკლებია, ვიდრე სალიგო მატჩის. კვირაში ერთხელ მწვრთნელი უკანასკნელ კვირაში მომხდარი მოვლენების შესახებ მოხსენებას აქვეყნებს, სადაც ბევრი სასარგებლო ინფორმაციის პოვნა შეიძლება მოთამაშეთა პროგრესის შესახებ.
ძირითად გუნდში გამოძახება
ახალგაზრდული სკოლის გუნდიდან ძირითად გუნდში გადასვლა ყოველთვის იოლი პროცესი როდია, რადგან ახალგაზრდა ტალანტებს თავიდან უწევთ საკუთარი ოსტატობის დამტკიცება მწვრთნელებისთვის, მაყურებლებისთვისა და თანაგუნდელებისთვის. ზოგიერთ ნიჭიერ ფეხბურთელს მეტად მძიმედ გადააქვს მზარდი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით იმ შემთვევაში, თუ გადასვლის მომენტში ის ოდნავ არის 17 წელს გადაცილებულები და სუსტი ხასიათით გამოირჩევა. ამ სიტუაციებში ფეხბურთელები თავიანთ სრულ პოტენციალს ვერ ავლენენ.
ახალგაზრდის ძირითად გუნდში გადაყვანა შეგიძლიათ მას შემდეგ, რაც ის 17 წლის გახდება და ერთი სრული სეზონი მაინც ექნება გატარებული ახალგაზრდულ ლიგაში. ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოძახება ძალიან არ უნდა დააყოვნოთ, ვინაიდან თუ ფეხბურთელი 19 წელს გადაცილდება, ის ავტომატურად პროფესიას შეიცვლის.
ხარჯები
ახალგაზრდული სკოლა კვირაში 20 000 ლარი ჯდება, ხოლო ყოველი დამატებითი სკაუტი კი 10 000 ლარი. ახალგაზრდულ სკოლას არ ჰყავს არანაირი დამატებითი სპეციალისტები, ტრანსპორტის, დაბეჟილობების და ტრამვების შესახებ მშობლები ზრუნავენ სრულიად უსასყიდლოდ. ამავდროულად, ახალგაზრდებს არ მოაქვთ არანაირი შემოსავალი, ხოლო მაყურებლები მათივე მშობლები და მეგობრები არიან.
ფეხბურთელის ძირითად გუნდში გამოძახება 4 000 ლარი ღირს. ერთადერთი დამატებითი ხარჯი შეიძლება იყოს თვითმფრინავის ბილეთი სკაუტისთვის, თუ თქვენ მას ტალანტების ძიებას სხვა რეგიონში დაავალებთ.
სპეციალისტები
არსებობენ თქვენი კლუბისთვის საჭირო სხვადასხვა სპეციალისტები. ისინი გეხმარებიან სხვადასხვა სფეროების მართვაში, მაგრამ თითოეული მათგანი ჯდება 3 000 ლარი კვირაში.
თანამშრომლების რაოდენობა შეზღუდული არ არის, თუმცა, თითოეული დამატებითი სპეციალისტის აყვანით მიღებული ეფექტი თანდათანობით მცირდება. ორი მწვრთნელის ასისტენტი უკეთესია ვიდრე ერთი, მაგრამ ეფექტი ორმაგი არ არის. ოთხი სპეციალისტის ყოლა ცოტათი უკეთესია ვიდრე ორის, მაგრამ კიდევ ერთხელ, ეფექტი ორმაგი არ არის. არსებობენ შემდეგი სახის სპეციალისტები:
- მეკარეების მწვრთნელი: აუმჯობესებს მეკარის ფორმას და მეკარეების წვრთნის ეფექტს, რაც იგივეა, თითქოს უფრო მეტად კვალიფიციური მწვრთნელი გყავდეთ.
- მწვრთნელის ასისტენტი: მეკარეების მწვრთნელის მსგავსად აუმჯობესებს მინდვრის მოთამაშეების ფორმას და ფეხბურთელები ვარჯიშებიდან იღებენ უფრო მეტს, და, ამ შემთხვევაშიც, აქვს იგივე მნიშვნელობა, თითქოს უფრო მეტად კვალიფიციური მწვრთნელი გყავდეთ. ასისტენტის ლიდერობის უნარს არანაირი ეფექტი არ აქვს.
- სპორტული ფსიქოლოგი: ზრდის თავდაჯერებასა და გარკვეული ოდენობით გუნდის განწყობას.
- პიარ–მენეჯერი: აუმჯობესებს გულშემატკივრებისა და სპონსორების კლუბთან დამოკიდებულებას.
- ეკონომისტი: თუ ჩაფლული ხართ ვალებში, ან გაქვთ დაგროვებული საკმაო თანხა, თქვენ შეგიძლიათ დაიქირაოთ ეკონომისტი საგადასახადო პროცენტის შემცირების ან დაგროვილი თანხის ინვესტირებისთვის.
- ფიზიოთერაპევტი: ამცირებს ტრამვების მიღების შანსს.
- ექიმი: განკურნავს ტრამვირებულ ფეხბურთელებს.
სპეციალისტის დათხოვნა დაგიჯდებათ 3 000 ლარი. თუ თითო სფეროში 10 სპეციალისტზე მეტი გყავთ (მეკარეების მწვრთნელები და მწვრთნელის ასისტენტები ამ შემთხვევაში ერთ კატეგორიად განიხილებიან) წარმოიშვება მათ ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც, სავარაუდოდ, უარყოფით გავლენას მოახდენს გუნდურ ატმოსფეროზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ან, უბრალოდ, – დაკარგავთ ვარჯიშს. ათის ზემოთ, თითოეული სპეციალისტის დამატებით უარყოფითი ეფექტის რისკი იზრდება.
კლუბში არსებული სპეციალისტების რაოდენობა შეგიძლიათ იხილოთ განყოფილება „კლუბში”, მენიუ „თქვენს კლუბში”. აქვე თქვენ შეგიძლიათ დაიქირაოთ და დაითხოვოთ სპეციალისტები.
ფანები და სპონსორები
რა თქმა უნდა, თქვენ გჭირდებათ კარგი შემადგენლობა და კარგად მართვადი კლუბი. თუმცა, ერთგული გულშემატკივრების საგრძნობი რაოდენობის გარეშე ძნელად წარმოსადგენია თქვენი კლუბის მომავალი. კლუბის ეკონომიკური მდგომარეობა საბოლოოდ გულშემატკივრების რაოდენობაზეა დამოკიდებული. შემოსავალი საშინაო მატჩებიდან, საწევრო შენატანები გულშემატკივართა კლუბიდან, და თვით შემოსავალი სპონსორების მიერ თქვენთვის გამოყოფილი თანხიდან – ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ურთიეორთობა გაქვთ თვენს გულშემატკივრებთან.
გულშემატკივრების განწყობა უმჯობესდება მაშინ, როცა თქვენი გუნდი იგებს მატჩებს (განსაკუთრებით კი მნიშვნელოვან მატჩებს) და იტანს ბევრ გოლს. მეორე მხრივ, სახლში 3:0 გამარჯვება სრულიადაც არ ითვლება გულშემატკივრებში საოცნებო ანგარიშად. გულშემატკივრებს ცვალებადი ხასიათი აქვთ, ერთი კვირა თქვენ მეფე და გმირი ხართ, მეორე კვირა კი თქვენზე გაცოფებულები არიან. გულშემატკივართა კლუბის ბირთვს წარმოადგენენ თქვენი კლუბის თავგადაკლული ფანები. ისინი არ უღალატებენ თავიანთ გუნდს რამოდენიმე მცირე წარუმატებლობის გამო. მაგრამ თვით გულშემატკივართა კლუბის რაოდენობაც კი იცვლება თქვენი კლუბის იღბლიანობისა და უიღბლობის მიხედვით. თავგადაკლულ გულშემატკივართა კლუბი რამდენიმე სეზონის განმავლობაში შენდება. დიდ გუნდებს, რომლებიც რამდენიმე სეზონის განმავლობაში იმყოფებიან უმაღლეს დივიზიონში, ჰყავთ ყველაზე მრავალრიცხოვანი გულშემატკივართა კლუბები.
თქვენი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა სპონსორები. სპონსორებს ურჩევნიათ მხარი დაუჭირონ კარგი „იმიჯის” მქონე კლუბს. ამიტომაც, რაც უფრო დიდია თქვენი გულშემატკივრების რაოდენობა და რაც უფრო წარმატებულნი ხართ, მით მეტ ფულს იღებთ. ერთი–ორი ოფიციალური პიარ–მენეჯერიც გააუმჯობესებს კლუბის იმიჯს.
თითოეული სეზონის დაწყებამდე, გულშემატკივრები „ივიწყებეენ” როგორ ითამაშა გუნდმა წინა სეზონში და ძველ შედეგებს აღარ ექნება გავლენა მათ განწყობაზე. მათ დიდი იმედები აქვთ ახალი სეზონისთვის.
გულშემატკივრებისა და სპონსორების განწყობის ნახვა შეგიძლიათ განყოფილება „ბიუჯეტში” „თქვენი კლუბის” მენიუში.
ეკონომიკა
თქვენი კლუბის წარმატებით ასამუშავებლად ფული გესაჭიროებათ. თქვენ იხდით ყოველკვირეულ ხარჯებს და ითვლით მიღებულ თანხას ყოველი კვირის ბოლოს. ზუსტი დრო, როდესაც ხდება ხარჯთაღრიცხვა განსხვავებულია ლიგების მიხედვით, ამის გასარკვევად გადაამოწმეთ, როდის ხდება ყოველკვირეული განახლება თქვენს ლიგაში. ”ბიუჯეტის” გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ თქვენი კლუბის მიმდინარე და წინა კვირის ფინანსური სტატუსი. გაითვალისწინეთ, რომ მთელი თქვენი შემოსავალი და დანახარჯი კვირის განმავლობაში გროვდება და ერთბაშად გადის თქვენი ბიუჯეტიდან კვირის ბოლოს. ასე მაგალითად, თუ იყიდით ფეხბურთელს და მასში 20 000 ლარს გადაიხდით, ფეხბურთელის გამოყენება მაშინვე შეგეძლებათ, თუმცა, ”დროებითი დანახარჯების” გრაფა გაიზრდება 20 000 ლარით. მიუხედავად ამისა, ამ მომენტში თქვენ ეს თანხა ჯერ კიდევ გექნებათ. იგივე ეხება სტადიონიდან შემოსულ თანხას. ბილეთებიდან შემოსული თანხა თქვენს ანგარიშზე დაჯდება ერთი კვირის შემდეგ (სათასო მატჩებიდან მიღებული შემოსავალი – ნახევარი კვირის შემდეგ).
თქვენ განუწყვეტლივ ხარჯავთ ფულს, მაშინაც კი, როდესაც თქვენი ბალანსი ნულის ტოლია. თქვენ გაქვთ 1 000 000 ლარის ოდენობის კრედიტი ბანკში, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ თანხის გამოყენების დროს საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდა მოგიწევთ. თუ თქვენი ვალი 1 000 000 ლარს გაუტოლდა, თქვენ მიიღებთ გაფრთხილებას გაკოტრების საფრთხის თაობაზე. თუ ორი კვირის განმავლობაში მას შემდეგ, რაც გაფრთხილებას მიიღებთ, თქვენი ვალი 1 000 000 ლარს არ ჩამოცდება, შეიძლება მოგიწიოთ გუნდის დატოვება. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მანამ, სანამ ამ ლიმიტს გადაცდებით, უზარმაზარი პროცენტის გადახდა მოგიწევთ, ამიტომ საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ლიმიტს ახლოსაც არ გაეკარებით. ასევე გახსოვდეთ, რომ ეკონომისტები ვერ ახერხებენ საპროცენტო განაკვეთის შემცირებას, როდესაც 1 000 000 ლარზე მეტი ვალი გაქვთ, ასე რომ, მათი იმედიც ნუ გექნებათ.
ამასთან, თქვენ ვერ შეძლებთ ფეხბურთელის ყიდვას, თუ ეს თქვენს ვალებს 400 000 ლარს გადააცილებს. როდესაც ფსონს დებთ ფეხბურთელის შესაძენად, პროგრამა ავტომატურად ითვალისწინებს იმ თანხებს, რომლებიც თქვენ შეიძლება მიიღოთ ტრანსფერზე დაყენებული ფეხბურთელებისგან (თუ მათზე სხვას აქვს ფსონი დადებული) და იმ თანხებს, რომლებიც თქვენ ტრანსფერზე დაყენებულ სხვა ფეხბურთელებზე გაქვთ დადებული.
მოკლედ რომ ვთქვათ, კარგად დაფიქრდით, სანამ ვალების აღებას გადაწყვეტთ.
აი რისგან შედგება თქვენი ბიუჯეტის შემოსავალ–გასავალი:
- სპონსორებისგან მიღებული შემოსავალი: რაც უფრო კარგი ურთიერთობა გაქვთ სპონსორებთან, მით მეტ ფულს მიიღებთ მათგან.
- სტადიონიდან მიღებული შემოსავალი: ითამაშეთ საშინაო თამაში წინა ტურში ან ოთხშაბათს? იმის გამოსათვლელად, თუ რამდენი თანხა შემოგივიდათ ბიუჯეტში ამ თამაშიდან, ნახეთ დეტალური ინფორმაცია ”სტადიონის” განყოფილებაში.
- ფინანსური შემოსავალი: თუ თქვენ ეკონომისტი გყავთ დაქირავებული, მაშინ ბანკში დაბანდებულ თქვენს თანხას გარკვეული პროცენტი დაემატება, ხოლო თუ ვალი გაქვთ აღებული, მაშინ მასზე დარიცხული პროცენტი შემცირდება. ყოველკვირეული სარგებელი პროცენტიდან არ შეიძლება აღემატებოდეს 200 000 ლარს. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ რაც არ უნდა ბევრი ეკონომისტი გყავდეთ დაქირავებული, გაკოტრებისგან ისინი ვერ გიხსნიან, თუ ვალებში ძალიან ხართ ჩაფლული.
- დროებითი შემოსავალი: კვირის განმავლობაში შეიძლება დამატებითი შემოსავალი მიიღოთ სხვადასხვა ღონისძიებებისგან, მათ შორის მოთამაშეების გაყიდვისგან, ასევე ახალი ფანების დამატებისგან (თითოეული მათგანი იხდის 60 ლარს თქვენს ბიუჯეტში).
- გუნდის დანახარჯები: ყოველ კვირას თქვენს ყოველ მოთამაშეს ახარჯავთ გარკვეულ თანხას. ამ თანხაში შედის სამგზავრო ხარჯები, სათამაშო აღჭურვილობა და მოთამაშის ხელფასი. ეს თანხა არის 1 000 ლარი, პლუს დამატებითი თანხა, რომელიც დამოკიდებულია ამ ფეხბურთელის მონაცემებსა და ასაკზე. ფეხბურთელები, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ 20 %–ით უფრო ძვირი უჯდებათ კლუბებს.
- დამატებითი მომსახურე პერსონალი: თითოეული სპეციალისტი, რომელსაც თქვენ დაიქირავებთ, კვირაში 3 000 ლარი დაგიჯდებათ.
- სტადიონის დანახარჯები: თქვენი სტადიონის ფუნქციონირების და მომსახურების შესახებ იხილეთ მომდევნო თავი. გაითვალისწინეთ, რომ სტადიონის მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს თქვენ ყოველკვირეულად იხდით, იმისდა მიუხედავად იმ კვირას საკუთარ კედლებში თამაშობთ, თუ გასვლაზე.
- ახალგაზრდულ გუნდში ჩადებული ინვესტიცია: ეს თანხა შეიძლება საერთოდ არ დახარჯოთ, ან ჩადოთ მცირე, საშუალო და დიდი ინვესტიცია.
- პროცენტული გადასახადი: ამ თანხის გადახდა მხოლოდ მაშინ მოგიწევთ, თუ დიდი ვალი გაქვთ დასაფარი.
- დროებითი ხარჯები: მოთამაშეების ყიდვის გარდა, დანახარჯებთან არის დაკავშირებული მწვრთნელის შეცვლა, სპეციალისტების გათავისუფლება და ახალგაზრდული გუნდიდან ფეხბურთელების გადმოყვანა. ამ პუნქტში მოცემულია ყველა ამ ღონისძიებასთან დაკავშირებული დანახარჯი.
ყოველი სეზონის ბოლოს სპონსორები იძლევიან პრემიებს, თუ მათმა კლუბმა კარგად ითამაშა. საპრემიო თანხებს იღებენ პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები. მიღებული თანხის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ადგილს დაიკავებთ და რა რეიტინგი გექნებათ სეზონის ბოლოს.
ამასთან, 20 000 ლარიან საპრემიო თანხას მიიღებს ის ფეხბურთელი, რომელიც სეზონის ბომბარდირი გახდება. ეს თანხა ლიგის უკანასკნელი მატჩის ჩატარებისთანავე გადაეცემა ბომბარდირს. თუ ბომბარდირთა დავაში ორი სხვადასხვა კლუბის ფეხბურთელმა გაიმარჯვა, მაშინ ორივე მათგანი მიიღებს თანხას, ხოლო თუ ბომბარდირები ერთი კლუბის ორი ფეხბურთელია, მაშინ პრემია მხოლოდ ერთ–ერთ მათგანს გადაეცემა.
ყველა საკითხი, რომელიც ბიუჯეტს და ეკონომიკურ საკითხებს უკავშირდება შეგიძლიათ იხილოთ, „ბიუჯეტის” განყოფილებაში, რომელიც ”თქვენი კლუბის” მენიუში მდებარეობს.
დაწინაურების პრემია:
სპეციალური საპრემიო თანხა გამოეყოფათ იმ გუნდებს, რომლებიც უფრო მაღალ ლიგაში გადადიან სათამაშოდ. თუ თქვენი გუნდი ავტომატურ საგზურს მოიპოვებს მაღალ ლიგაში გადასასვლელად მეექვსე ან უფრო მაღალი დონის ლიგიდან, თქვენ უფრო მეტ საპრემიო თანხას მიიღებთ, ვიდრე ის გუნდები, რომლებიც გადასასვლელ საგზურებს საკვალიფიკაციო თამაშების შედეგად მოიპოვებენ. მეშვიდე და უფრო დაბალი დონის ლიგებში, კენტი დივიზიონების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ გადადიან უფრო მაღალ ლიგაში საკვალიფიკაციო თამაშის ჩატარების გარეშე. ლუწი დივიზიონებიდან მხოლოდ გამარჯვებულები გადადიან პირდაპირ, ხოლო მეორე ადგილზე გასულები კი იმავე დივიზიონში რჩებიან. იმ დივიზიონებში, საიდანაც ორი გუნდი გადადის უფრო მაღალ ლიგაში, გამარჯვებული უფრო მაღალ საპრემიოს იღებს, ვიდრე მეორე ადგილზე გასული, ხოლო ისეთ დივიზიონებში, საიდანაც მხოლოდ ერთი გუნდი გადადის, პირველ ადგილზე გასული გუნდი იღებს გადასვლის პრემიას, მეორე ადგილზე გასული კი პრემიის გარეშე რჩება. ამასთან, ყველა გუნდს, რომელიც უფრო მაღალ ლიგაში გადაინაცვლებს, ფან–კლუბის წევრები 10 %–ით გაეზრდება (ანალოგიურად, ყველა გავარდნილ გუნდს ფან–კლუბის წევრების რაოდენობა 10%–ით უმცირდება).
ქვემოთ მოყვანილია მაგალითი, თუ როგორ მუშაობს პრემიების სისტემა:
კლუბი „ა“ იგებს IV დივიზიონს და პირდაპირ გადადის III დივიზიონში საკვალიფიკაციო მატჩის გარეშე. ეს გუნდი მიიღებს 480 000 ლარს, როგორც IV დივიზიონის გამარჯვებული და 340 000 ლარის ოდენობის საპრემიო თანხას იმის გამო, რომ მაღალ დივიზიონში საკვალიფიკაციო თამაშის გარეშე გადავიდა. ჯამში ასეთი გუნდი დაჯილდოვდება 820 000 ლარით.
სტადიონი
კლუბის მიღებისას თქვენი სტადიონი შედარებით მცირე ზომის იქნება, თუმცა ჰეთთრიქის კარიერის მანძილზე გექნებათ საშუალება თანდათანობით გაზარდოთ მისი ზომა. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ოთხი სხვადასხვა ტიპის დასაჯდომი ადგილი თქვენი სტადიონისთვის. თითოეული მათგანის დამატება განსხვავებულ თანხასთან და, შესაბამისად, შემოსავალთან არის დაკავშირებული, რადგან ისინი სხვადასხვა ტიპის მაყურებელზეა გათვლილი.
თუ თქვენ გსურთ სტადიონს მოაკლოთ დასაჯდომი ადგილები, მაშინ თითოეულ სკამზე 12 ლარის გადახდა მოგიწევთ, მიუხედავად იმისა, რა ტიპის ადგილზეა საუბარი. ასევე, თითოეული ღონისძიების დაწყებისას (იქნება ეს სკამების დამატება, თუ მოკლება), თქვენ მოგიწევთ 20 000 ლარის გადახდა.
საშინაო თამაშების რეპორტაჟში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რამდენი მაყურებელი მოვიდა თქვენს თამაშზე სხვადასხვა დასაჯდომი ადგილების მიხედვით. შემოსავალი თამაშებიდან სხვადასხვანაირად ნაწილდება მოთამაშე გუნდებს შორის, იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპის თამაში ტარდება:
ლიგის თამაშები: მასპინძელ გუნდს მიაქვს მთელი შემოსავალი
თასის თამაშები: მასპინძელ გუნდს მიაქვს შემოსავლის ორი მესამედი, ხოლო სტუმარ გუნდს – ერთი მესამედი.
ამხანაგურები და საკვალიფიკაციო თამაშები შემოსავალი იყოფა თანაბრად
უკეთესი იქნება, თუ თქვენს სტადიონზე გექნებათ სხვადასხვა სახის დასაჯდომი ადგილები, რათა ყველა გულშემატკივარის ინტერესი დააკმაყოფილოთ. ზოგიერთი ფანი მხოლოდ მაშინ წავა სტადიონზე, თუ იქ კომფორტული დასაჯდომი ან ვიპ ადგილი ექნება დაჯავშნული, სადაც შეძლებს „ფოე–ფოე სენდვიჩების” ჭამას, გამაგრილებელი სასმელების შეკვეთასა და ბიზნეს–დიალოგის გამართვას პარტნიორებთან. სხვა გულშემატკივრებს კი ტერასები ურჩევნიათ, რადგან მათ არ შეუძლიათ უფრო ძვირი ბილეთების ყიდვა. გასათვალისწინებელია, რომ ვიპ ადგილებზე და გადახურულ ადგილებზე, სხვა ადგილებისაგან განსხვავებით, ცუდი ამინდი გავლენას ვერ ახდენს. გულშემატკივართა უმრავლესობა, ალბათ, ტერასების ბილეთებს შეიძენს. შესაბამისად, თქვენს სტადიონზე, ტერასებს ყველაზე მეტი ადგილი უნდა ჰქონდეს გამოყოფილი.
სტადიონის გაზრდას ან შემცირებას თუ მოინდომებთ, გაითვალისწინეთ, რომ სამუშაოები უცბად ვერ დასრულდება. რეკონსტრუქციას, როგორც მინიმუმ, ერთი კვირა დასჭირდება, ზუსტი დრო კი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მოცულობის სამუშაო გაქვთ შეკვეთილი.
სტადიონის გასაუმჯობესებლად შედით ქვეგანყოფილება „სტადიონში”, რომელიც „თქვენი კლუბის” მენიუში მდებარეობს. აქვე შეგეძლებათ სტადიონის სახელის შეცვლა. ეს სიამოვნება 8 000 ლარი დაგიჯდებათ (ბოლოს და ბოლოს, სტადიონზე შემოსასვლელი აბრა და სხვადასხვა ადგილებზე განლაგებული წარწერები იქნება შესაცვლელი).
რეგიონები და ამინდი
ჰეთთრიქში გუნდები განაწილებულია როგორც ქვეყნების, ასევე რეგიონების მიხედვით.
მაგალითად, საქართველოში რეგიონები მხარეებს შეესაბამება. რეგიონის არჩევის „მუღამი“ ის არის, რომ აირჩიოთ ისეთი რეგიონი, რომელსაც, თქვენი აზრით, თქვენ მიეკუთვნებით. აქედან გამომდინარე, ალბათ იმ რეგიონს აირჩევთ, რომლიდანაც წარმოშობით ხართ, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ გადაწყვეტილება სხვა მოტივაციის მიხედვითაც მიიღოთ.
რეგიონის არჩევის დროს ნუ იფიქრებთ იმაზე, თუ რომელიმე რეგიონი ჯობია სხვას. ყველა რეგიონი ერთნაირად კარგია და ასეც დარჩება მომავალში.
და თუ ასეა, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს რომელ რეგიონს აირჩევთ? მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია დაკავშირებულია ამინდთან. ყველა ის თამაში, რომელიც ერთსა და იმავე რეგიონში იმართება, ერთნაირ ამინდში ტარდება. ყველა რეგიონს საკუთარი ამინდი აქვს, რომელიც ყოველ დღე განიცდის განახლებას. „რეგიონის“ ქვეგანყოფილების ქვეშ შეგიძლიათ ნახოთ როგორია ამინდია დღეს და როგორი იქნება ხვალ. როგორც ცნობილია, ამინდის პროგნოზი ყოველთვის აკურატული არ არის, თუმცა ჰეთთრიქში იგი საკმაოდ ზუსტია. ამინდის არჩევა მოცემულ დღეს შემთხვევით არ ხდება. იგი პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რა ამინდი იყო გუშინ. თუ დღეს წვიმდა, შანსი იმისა, რომ ხვალაც იწვიმებს უფრო მეტია, ვიდრე იმისა, რომ სხვაგვარი ამინდი იქნება.
წვიმის, დარის, თუ სხვა სახის ამინდის არსებობის შანსი აბსოლუტურად თანაბარია ყველა რეგიონში და არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი რეგიონი გაქვთ არჩეული. არც ერთ რეგიონს არ აქვს უკეთესი ამინდი ვიდრე სხვას. არც ერთი რეგიონი არაფრით არ სჯობს სხვა რეგიონს.
ამინდს სხვადასხვა რამეებზე ახდენს ეფექტს ჰეთთრიქში. პირველ რიგში, მას გავლენა აქვს მაყურებლების რაოდენობაზე. ცუდი ამინდის დროს თამაშის სანახავად უფრო ნაკლები ხალხი მოვა, ვიდრე სხვა ამინდის შემთხვევაში. ამასთან, ამინდი გავლენას ახდენს ფეხბურთელების განსაკუთრებულ თვისებებზე. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მომდევნო თავში იხილეთ.
რეგიონს გასართობი დატვირთვაც აქვს. მაგალითად, პიროვნებას შეუძლია ნახოს, თუ რამდენი ადამიანია მისი რეგიონიდან მოცემულ მომენტში ინტერნეტში, რამდენი თამაშობს ჰეთთრიქს ზოგადად და ასე შემდეგ. ამასთან, იყო რეგიონის საუკეთესო გუნდი ან გყავდეს ეროვნულ ნაკრებში ერთი რეგიონიდან წამოსული რამდენიმე ფეხბურთელი, ასევე შეიძლება იყოს საინტერესო ზოგიერთი მოთამაშისთვის. თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ არსებობს რეგიონული ფორუმი, სადაც შესაძლებელია რეგიონთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
თუ გსურთ თქვენი გუნდისთვის რეგიონის შეცვლა (შესაძლებელია გუნდის მფლობელი მართლაც გადადიოდეს სხვა რეგიონში საცხოვრებლად), მაშინ მოგიწევთ 10 000 დოლარის გადახდა, გუნდს კი გულშემატკივრების 3% დააკლდება. რეგიონის შეცვლა მხოლოდ სეზონებს შორის არსებული შესვენების დროს არის შესაძლებელი.
რეგიონის გვერდზე გრძედები და განედები შეიძლება შეცდომით იყოს მითითებული. მათი არჩევა რეგიონში შემთხვევითობის გზით ხდება. თუ შეამჩნევთ, რომ რეგიონი არასწორ ადგილზე არის განლაგებული, გთხოვთ შეატყობინოთ გეიმმასტერებს.
მატჩი
სწორი შემადგენლობის დაყენება ჰეთთრიქის ერთ–ერთი უმთავრესი ამოცანაა. ყველა მოთამაშეს რვა განსხვავებული ძირითადი უნარი გააჩნია, რომელიც სხვადასხვა პოზიციაზე განსხვავებულად გამოიყენება. ამის უფრო დაწვრილებით ნახვა თქვენ „მოთამაშეების“ განყოფილებაში შეგიძლიათ. პირველ რიგში დაგვჭირდება იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს ჰეთთრიქის მატჩების სისტემა.
ყოველ ტაიმში გუნდები შეტევათა გარკვეულ რაოდენობას ახორციელებენ. ძლიერი ნახევარდაცვის მქონე გუნდებს მეტი შეტევის გაკეთების შანსი აქვთ, ვიდრე მათ მოწინააღმდეგეებს. მეორე ტაიმში გუნდებზე გავლებას ახდენს გამძლეობის ფაქტორი. ამის გამო, სრულიად დასაშვებია სცენარი, როდესაც ძლიერი ნახევარდაცვის მქონე გუნდი დომინირებს პირველ ტაიმში, მეორე ტაიმში კი უკეთესი გამძლეობის გამო უპირატესობა მეტოქის მხარეს გადადის.
არსებობს შეტევის სამი მიმართულება (მარცხენა ფლანგი, მარჯვენა ფლანგი, ცენტრი) და სტანდარტული სიტუაციები (ჯარიმები, პენალტები). გარდა ამისა, გუნდს გოლის გატანა „შემთხვევითი მოვლენის“ შედეგადაც შეუძლია. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წესების შესაბამისი განყოფილება.
სტანდარტული სიტუაციიდან გოლის გასატანად მოთამაშემ, რომელიც ჯარიმების თუ პენალტების შემსრულებლად არის დანიშნული, მეკარეს უნდა აჯობოს.
გულშემატკივრები საკუთარ გუნდს ქომაგობენ, ამიტომ გუნდი საშინაო თამაშებისას უფრო ხშირად ფლობს ბურთს, ვიდრე გასვლაზე. გარდა ამისა, მსაჯები თერთმეტმეტრიანს უფრო მასპინძლების სასარგებლოდ ნიშნავენ.
თუ არის დერბი, ანუ ორივე გუნდი იმ რეგიონიდან არის სადაც თამაში მიმდინარეობს, მაშინ ორივე გუნდს ენიჭება საკუთარი მოედნის უპირატესობა. თუ თამაში ნეიტრალურ სტადიონზე იმართება, მაშინ ვერცერთი გუნდი ვერ აჩვენებს ისეთ თამაშს, როგორსაც ის საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ შეძლებდა.
ასევე დიდ როლს თამაშობს მწვრთნელის პიროვნული თვისებები. ის გუნდი, რომლის მწვრთნელი შემტევი ტაქტიკის მიმდევარია, შეტევაში უკეთესად თამაშობს, ვიდრე ეს დაცვითი ყაიდის მწვრთნელის ხელში მოხდებოდა. ნეიტრალური მწვრთნელი დაცვასაც და შეტევასაც ოდნავ აძლიერებს.
გარდა ამისა, თამაშის შედეგზე დიდ გავლენას ახდენს გუნდის განწყობა და მოთამაშეთა თავდაჯერებულობა. იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ეს ჰეთთრიქში, მოთხრობილია განყოფილება „ფსიქოლოგიაში“.
საგანგებო მოვლენები
გარდა იმ გოლებისა, რომელიც „გუნდური მცდელობის“ შედეგად არის გატანილი, (საკუთარი თავდასხმის მიერ მეტოქის დაცვის დაჯაბვნის შედეგად, როგორც ეს უკვე აღწერილი იყო), შესაძლებელია მოხდეს ე.წ. გაუთვალისწინებელი მოვლენები. ისინი განაპირობებენ იმას, რომ მოთამაშის წვლილი თამაშის ბოლომდე შეიძლება შეიცვალოს, ან იქმნება გოლის გატანის შანსი. ქვემოთ მოყვანილია შესაძლო სპეციალური მოვლენების ჩამონათვალი:
ამინდთან დაკავშირებული მოვლენები:
მოთამაშეთა ზოგიერთი სპეციალიზაცია შეიძლება ერთობ სასარგებლო აღმოჩნდეს ამინდის გარკვეული ტიპის დროს. თუ ხდება „საგანგებო მოვლენა“, მაშინ ამა თუ იმ მოთამაშის წვლილი თამაშის ბოლომდე იცვლება (ეს აისახება მატჩისშემდგომ რეიტინგში).
ტექნიკური მოთამაშეები წვიმის დროს კარგავენ შეტევისა და გამთამაშებლობის უნარს , ხოლო მზიან ამინდში კი ეს უნარები ძლიერდება.
მძლავრი მოთამაშეები წვიმიან ამინდში იუმჯობესებენ თავდასხმის, გამთამაშებლობისა და დაცვით უნარს, ხოლო მზიან ამინდში კი უქვეითდებათ თავდასხმის უნარი. გარდა ამისა, ისინი უფრო სწრაფად იღლებიან.
სწრაფი მოთამაშეები წვიმიან ამინდში კარგავენ შეტევისა და დაცვის უნარს, ხოლო მზიან ამინდში კი დაცვის უნარს.
საგანგებო საგოლე სიტუაციები
არაპროგნოზირებადი ფეხბურთელები კარგად იყენებენ პასის უნარს, რათა განახორციელონ მოულოდნელი გრძელი გადაცემები, ხოლო შეტევის უნარს, რათა ჩაჭრან მეტოქის მიერ განხორციელებული პასები. საერთო ჯამში, მათგან ბევრ მოულოდნელ ქმედებას უნდა ველოდეთ, რაც ამ მოთამაშეებს გოლის გატანის დამატებით შესაძლებლობას უქმნის. თუ არაპროგნოზირებად ნახევარმცველებს ან მცველებს დაბალი დაცვითი უნარი აქვთ, არ უნდა გაგვიკვირდეს უაზრო პასი, რაც მეტოქეს კარის დალაშქვრის შანსს მისცემს.
სწრაფ ფეხბურთელებს, რომლებიც შეტევაში ან ფლანგზე თამაშობენ, შეუძლიათ მომენტების შექმნა, როდესაც ისინი საკუთარ მეტოქეებს ჩამოიტოვებენ. თუ მათ წინააღმდეგ მოთამაშე ნახევარმცველს ან მცველს ასევე არ გააჩნია სპეციალიზაცია „სწრაფი“ და დაცვაში თამაშის საკმარისი უნარი.
ტექნიკური მოთამაშეები (გარემარბები ან თავდამსხმელები) ხშირად ქმნიან მომენტებს, როდესაც მათ წინააღმდეგ მოთამაშე მეტოქე (მცველი ან ნახევარმცველი) თავით თამაშის უნარს ფლობს.
გარემარბებს, რომელთაც ფლანგის დამაკმაყოფილებელი უნარი აქვთ, შეუძლიათ შექმნან მომენტი, რომელიც სხვა გარემარბის ან თავდამსხმელის მიერ უნდა იყოს დაბოლოებული. თუ გადაცემის მიმღებს გააჩნია თავით თამაშის სპეციალიზაცია და აქვს თავდასხმის საკმარისი უნარი, მას საგოლე მომენტის გოლად გარდაქმნა შეეძლება.
ნებისმიერ მოთამაშეს, რომელსაც სტანდარტების და თავდასხმის მაღალი უნარი გააჩნია, გოლის გატანა შორეული დარტყმით შეუძლია.
კუთხური: კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთის გასატანად საჭიროა, რომ ჩამწოდებელს ჰქონდეს სტანდარტების უნარის მაღალი მაჩვენებელი, ხოლო მიმღები კი თავდასხმის უნარით გამოირჩეოდეს. რაც მეტია თქვენს გუნდში, ხოლო ნაკლებია მოწინააღმდეგის გუნდში თავით თამაშის უნარის მქონე ფეხბურთელი, მით მეტია გოლის გატანის ალბათობა. როდესაც გუნდში თავით თამაშის უნარი არავის გააჩნია, მაშინ მას გაუჭირდება კუთხურების შემდეგ კარის მშრალად შენარჩუნება და საკუთარი კუთხურის დროს სხვის კარში გოლის გატანა.
გამოცდილება: წინა ხაზის გამოცდილი მოთამაშეები (გარემარბები და თავდამსხმელები) ხშირად იტანენ ბურთს საკუთარი გამოცდილების ხარჯზე, ხოლო გამოუცდელი მცველები და ნახევარმცველები მოწინააღმდეგეს დამატებით შანსს აძლევენ.
დაღლილობა: უკანა ხაზის გადაღლილი მოთამაშეები (მცველები და ნახევარმცველები) ხშირად უშვებენ შეცდომებს. თუ მოწინააღმდეგე გუნდის წინა ხაზის მოთამაშეები არ არიან დაღლილნი, ეს მათ სახიფათო მომენტების შექმნისა და გოლის გატანის დამატებით შანსებს მისცემს.
ტაქტიკები
მიმოხილვა
თამაშის დაწყებისთანავე რეპორტაჟში გამოჩნდება გუნდების ტაქტიკა, იმ შემთხვევის გარდა, თუ რომელიმე გუნდი არ თამაშობს ჩვეულებრივი ტაქტიკით.
მატჩის ბრძანებების გაცემის დროს თქვენ იყენებთ სტანდარტულ გვერდს, რომლიდანაც ირჩევთ სასურველ ტაქტიკას. გასათვალისწინებელია, რომ თქვენ არ შეგიძლიათ აირჩიოთ სტანდარტული ტაქტიკა, გუნდის სტანდარტული წყობისაგან განსხვავებით. ყოველი თამაშის წინ თუ არ დააყენებთ შემადგენლობას, გუნდი მოედანზე გამოვა „ჩვეულებრივი“ ტაქტიკით.
პრესინგი
პრესინგით თამაშის დროს მთელი თქვენი გუნდი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს მეტოქე გუნდზე. ისინი უფრო მეტად მეტოქის იერიშების ჩაშლას ცდილობენ, ვიდრე საკუთარის განვითარებას, რაც ნიშნავს, რომ გოლის გატანის შანსები ორივე გუნდის მხრიდან მცირდება.
ამ ტაქტიკას უარყოფითი მხარეც აქვს, პრესინგის დროს ფეხბურთელები გაცილებით მალე იღლებიან, ვიდრე ჩვეულებრივი მატჩის დროს.
ორ რამეს შეუძლია გაზარდოს ამ ტაქტიკის ეფექტურად გამოყენების შანსი თამაშის მსვლელობისას: გუნდის საერთო დაცვით მაჩვენებელსა და გუნდის საერთო გამძლეობის მაჩვენებელს. თუ მოთამაშე „ძალისმიერია“, ეს მის დაცვით მაჩვენებელს ერთი ორად გაზრდის. ყოველი ფეხბურთელის გამძლეობა გათვალისწინებულია „პრესინგის” თამაშის დროს, ანუ რაც უფრო დაღლილია მოთამაშე, მით უფრო ნაკლებ ზეწოლას მოახდენს ის ოპონენტზე. ფეხბურთელი ჩინებული ან უფრო მაღალი გამძლეობის მაჩვენებლით არასოდეს კარგავს რაიმე შესაძლებლობას, ყოველ შემთხვევაში, არა დაღლილობის გამო. „პრესინგის მაჩვენებლის“ გამოთვლისას, მინდორზე მოთამაშე ფეხბურთელებს ემატებათ ქულები მათი გამოცდილების უნარის მიხედვით.
პრესინგით მოთამაშე გუნდის მიერ ჩაშლილი შეტევა გამოქვეყნდება მატჩის რეპორტაჟში, მაგრამ იმას, თუ ვის შეეძლო ესარგებლა ამ შეტევით, ვერასოდეს გაიგებთ.
სავსებით შესაძლებელია, ორივე გუნდმა გამოიყენოს პრესინგი. ამ შემთხვევაში, მომენტის შექმნისა და გოლის გატანის შანსები მცირდება და, ამასთანავე, გამოუყენებელი შანსების რაოდენობა თითქმის ორმაგდება.
კონტრ–შეტევა
თუ გუნდი კონტრ–შეტევას თამაშობს, მას ეძლევა შანსი, გაიტანოს გოლი, როდესაც შეტევაში მყოფი მეტოქე დაკარგავს ბურთს. მხოლოდ ერთ გუნდს შეუძლია გამოიყენოს კონტრ–შეტევების უპირატესობა, ძირითადად იმ გუნდმა, რომელსაც შედარებით სუსტი ნახევარდაცვა ჰყავს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უპირატესობა გაქვთ ნახევარდაცვაში, მაშინ ეს ტაქტიკა უფრო გავნებთ, ვიდრე სარგებელს მოგიტანთ.
მეორე მხრივ, ეს ტაქტიკა ძალზე წარმატებული იქნება თქვენთვის, თუ თქვენ ძლიერი დაცვა, შედარებით სუსტი ნახევარდაცვა და კარგი შეტევა გაქვთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი მოწინააღმდეგის გუნდი აბსოლუტურად საპირისპიროდ არის აწყობილი, ანუ მას ჰყავს ძლიერი ნახევარდაცვა, ხოლო შემტევი და დაცვითი რგოლები არ უვარგა. ამ დროს, თქვენ მეტოქეს აძლევთ საკმაოდ ბევრ შანს, რომლებსაც ვერ იყენებს სუსტი თავდასხმისა და თქვენი ძლიერი დაცვის გამო, და გაძლევთ შესაძლებლობას, გაუტანოთ ბევრი გოლი.
უარყოფითი მხარე ამ ტაქტიკისა არის ის, რომ თქვენ კარგავთ თქვენი ნახევარდაცვის 7%–ს.
თქვენი შანსები კონტრ–შეტევის თამაშისას, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ პრაქტიკულად თმობთ მოედნის ცენტრს, დამოკიდებულია თქვენი მცველების საერთო დაცვისა და პასის მაჩვენებლებზე. ამ დროს, რადგან დამოკიდებული ხართ მხოლოდ დამცველებზე, თუ თამაშობთ 5–4–1 ტაქტიკით, თქვენ მოედანზე გეყოლებათ 5 ფეხბურთელი, რომელთა მონაცემები შეიკრიბება და დადებითად იმოქმედებს კონტრ–შეტევების განხორციელებასა და მისი მაჩვენებლის მომატებაზე.
კონტრ–შეტევის ეფექტურობის გამოთვლისას პასის საერთო მაჩვენებელი ორჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაცვითი მაჩვენებელი.
ასევე, კონტრ–შეტევის მაჩვენებელზე მოქმედებს თქვენი დამცველების კარგი გამოცდილება.
თუ თქვენ მოახერხეთ კონტრ–შეტევის განხორციელება, ის გადმოიცემა მატჩის რეპორტაჟში მხოლოდ ორი სახის დაბოლოებით, ან ჩაგეშლებათ ეს შეტევა, ან გაიტანთ გოლს.
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერმა გუნდმა შეიძლება განახორციელოს კონტრ–შეტევები, მიუხედავად იმისა, მათ ეს ტაქტიკა არჩეული აქვთ, თუ არა. ასევე, „დაუგეგმავ“ კონტრ–შეტევას არ სჭირდება განსაკუთრებულად მომზადებული დაცვა ან ნახევარდაცვა, თუმცა, ჩვეულებრივ, ასეთ კონტრ–შეტევებს გუნდები იშვიათად ავითარებენ.
ცენტრიდან შეტევა
ამ ტაქტიკით თამაშის დროს, გუნდი ცდილობს ყოველთვის შეუტიოს ცენტრიდან, ანუ ფლანგიდან შეტევები გაცვალოს ცენტრალურ შეტევებზე, ასეთი გაცვლა ხორციელდება ერთი ერთზე, ანუ თქვენი შეტევების საერთო ჯამი უცვლელი რჩება.
როგორც ამ ტაქტიკის უარყოფითი მხარე, თქვენი განაპირა დაცვა საკმაოდ სუსტდება.
თქვენი შესაძლებლობა, მომართოთ ფლანგური შეტევები ცენტრისაკენ, დამოკიდებულია ფეხბურთელების პასის მაჩვენებელზე. ცენტრიდან შეტევის საერთო მაჩვენებელს კი ყველა ამ შეტევაში ჩართული ფეხბურთელის გამოცდილება ქულების სახით ემატება.
ცენტრიდან შეტევის საუკეთესო სარგებელი არის ცენტრალური თავდასხმის 40%–ით მომატება. ეს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ცენტრიდან შეტევის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი გახდა. ეს მაჩვენებელი უფრო დაგჭირდებათ მაღალ დივიზიონში ყოფნის დროს, ვიდრე, მაგალითად, IV ლიგაში. ამ ტაქტიკის ყველაზე დაბალი ეფექტია თავდასხმის 20%–ით მომატება. თქვენი ცენტრალური თავდასხმა ამ ორ უკიდურესობის შორის უნდა იყოს.
ცენტრიდან შეტევა არ გადმოიცემა რეპორტაჟში კონტრ–შეტევისაგან განსხვავებით. ვერც ჩაშლილ შეტევებსა და დაკარგულ შანსებს ნახავთ სადმე. ერთადერთი ცნობა იმის შესახებ, რომ თქვენ ცენტრიდან უტევთ, რეპორტაჟის დასაწყისსა და ფეხბურთელების ინდივიდუალური შეფასების გვერდზე გამოჩნდება.
ფლანგებიდან შეტევა
ეს ტაქტიკა ცენტრიდან შეტევის ანალოგიურია, უბრალოდ, გუნდის ყოველი შეტევა გადატანილია ფლანგებზე.
ფლანგებიდან შეტევის უარყოფითი მხარე, ასევე, ის არის, რომ თქვენ ცენტრს ასუსტებთ.
შემოქმედებითად თამაში
შემოქმედებითად თამაშის დროს ადგილი აქვს უამრავ (როგორც დადებით, ისევე უარყოფით) საგანგებო შემთხვევებს, ხოლო თუ ორივე გუნდი ამ ტაქტიკით თამაშობს, ასეთი შემთხვევები ერთი ორად იზრდება.
გუნდი, რომელიც ამ ტაქტიკით გადაწყვეტს თამაშს, ნაკლებად ორიენტირებულია დაცვისკენ და, შესაბამისად, გუნდის დაცვითი ხაზი სუსტდება.
შემოქმედებითად თამაში მისაღებია იმ გუნდებისთვის, რომლებსაც გუნდში ჰყავთ არაერთი განსაკუთრებული თვისებების მქონე მოთამაშე.
ინდივიდუალური ბრძანებები და გადანაცვლება
მითითებების გვერდზე თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ ტაქტიკა ყოველი ინდივიდუალური პოზიციისთვის. ჩვეულებრივის გარდა, შეგიძლიათ ამოირჩიოთ ორი განსხვავებული ტიპის მითითება (გაითვალისწინეთ მათ შორის სხვაობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია).
- ინდივიდუალური ბრძანებები: მოთამაშე რჩება თავის პოზიციაზე, მაგრამ მოძრაობს გარკვეული მიმართულებით. მაგალითად, თუ ნახევარმცელს გახდით „დაცვითს“, ის რჩება ნახევარმცველად, მაგრამ კონცენტრაციას აკეთებს დაცვაზე ვიდრე შეტევაზე.
- გადანაცვლება: ინდივიდუალურ ბრძანებისგან განსხვავებით, მოთამაშე გადაინაცვლებს სულ სხვა პოზიციაზე. მაგალითად, როდესაც ნახევარმცველს მისცემთ ბრძანებას ითამაშოს როგორც დამატებითი მცველი, ის გადაიწევს ცენტრალური დაცვისაკენ, ანუ გახდება ჩვეულებრივი ცენტრალური მცველი, რაც ნიშნავს, რომ თქვენ სტანდარტული 4–4–2 განლაგება შეცვალეთ 5–3–2 ტაქტიკით. მართალია, განლაგებაში ეს ფეხბურთელი ისევ ნახევარმცველის ადგილზე იქნება, მაგრამ სინამდვილეში შეასრულებს მცველის ფუნქციას.
სტანდარტული 4–4–2 ტაქტიკის შეცვლა მხოლოდ გადანაცვლების გზით არის შესაძლებელი, განსხვავებით ინდივიდუალური ბრძანებებისაგან, რითიც თქვენ შეგიძლიათ ყველა ფეხბურთელი გახადოთ „დაცვითი“, ამ შემთხვევაში თქვენ არ შეგეცვლებათ ტაქტიკა, უბრალოდ აქცენტს მთლიანად დაცვაზე გადაიტანთ.
არსებობს ოთხი სახის ინდივიდუალური ბრძანება, რომელთა დაზეპირება არ არის აუცილებელი, რადგანაც ისინი საჭიროების შემთხვევაში ბრძანებების გვერდზე გამოჩნდებიან.
1. შემტევი (არ არის დაშვებული თავდამსხმელებისთვის, ისინი ისედაც შემტევი ტაქტიკით თამაშობენ). 2. დაცვითი (არ შეიძლება გამოვიყენოთ ცენტრალური მცველებისათვის). 3. ფლანგისკენ გაწეული (მხოლოდ ცენტრალური მცველების, ცენტრალური ნახევარმცველებისა და თავდამსხმელებისთვის, ისინი ყურადღებას ამახვილებენ ფლანგებზე და უმეტესად იქიდან ახორციელებენ შეტევებს). 4. ცენტრისკენ შეწეული (მხოლოდ გარემარბებისა და განაპირა მცველებისათვის, ამ დროს ისინი უფრო ცენტრალური ნახევარმცველებისა და ცენტრალური მცველების ფუნქციას ასრულებენ).
არსებობს 3 სახის გადანაცვლება: 1. დამატებითი თავდამსხმელი 2. დამატებითი ნახევარმცველი 3. დამატებითი მცველი
აქედან კარგად ჩანს, რომ არ შეგიძლიათ ფეხბურთელი გადაანაცვლოთ განაპირა მცველისა ან გარემარბის პოზიციაზე, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თქვენ ორი ერთ ფრთაზე მოთამაშე გარემარბი გყავთ, რაც ლოგიკას ეწინააღმდეგება. სამაგიეროდ, თქვენ შეგიძლიათ ცენტრალურ ნახევარმცველს მისცეთ ინდივიდუალური ბრძანება „ფლანგისკენ გაწეული“, რითიც ფლანგს საგრძნობლად გააძლიერებთ.
ფეხბურთელის გადანაცვლების დროს ის, მართალია ისე თამაშობს, თითქოს თავიდანვე იმ პოზიციაზე იდგეს, მაგრამ ბოლომდე ვერ უტოლდება იმ მოთამაშეებს, რომლებიც გადანაცვლების გარეშე თამაშობენ ამ ადგილას, მაგალითად, დამატებითი ნახევარმცველი სულ ოდნავ ცუდად თამაშობს ჩვეულებრივ ცენტრალურ ნახევარმცველთან შედარებით. ეს იმიტომ ხდება, რომ გადანაცვლებების დროს ერთ პოზიციაზე ბევრი ფეხბურთელი იყრის თავს და შეიძლება მათ ერთმანეთს ხელი შეუშალონ.
დაუშვებელი ტაქტიკები
რეალურ ცხოვრებაში არცერთი გუნდი არ ითამაშებდა 1–0–9 განლაგებით. ეს უბრალოდ არავის მოუტანს სარგებელს, ასევეა ჰეთთრიქშიც. იმისათვის, რომ შემცირდეს ექსპერიმენტალური განლაგებებით გუნდის გამოყვანა, ჰეთთრიქს აქვს რამდენიმე საშუალება, რაც გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ არჩეული ტაქტიკა დაუშვებელია.
„დაბნეულობა”: თუ თქვენ შეცვლით განლაგებას 4–4–2, შეამჩნევთ, რომ თქვენი მოთამაშეები ისე დაიბნენ რომ თავიანთ შესაძლებლობებს ბოლომდე ვეღარ იყენებენ. რაც უფრო უცხოა თქვენი გუნდისთვის ესა თუ ის ტაქტიკა, მით მეტია ფეხბურთელების დაბნეულობა. (დაბნეულობის ალბათობა მცირდება ანალოგიური განლაგებით თამაშის ან ფეხბურთელების ინდივიდუალური გამოცდილების ხარჯზე. იხ. ქვევით). თუ თქვენი მოთამაშეები ასეთ დაბნეულობას გამოცდიან მატჩის განმავლობაში, ამას თქვენ რეპორტაჟში შეიტყობთ როდესაც შეფასდება თქვენი გუნდის ორგანიზებულობის დონე (საშინელიდან ჩინებულამდე). თუ თამაშის მსვლელობის დროს წაიკითხეთ, რომ თქვენი გუნდის ორგანიზებულობის დონე დაეცა უვარგისამდე, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ფეხბურთელები ძალიან დაიბნენ, ხოლო თუ ის კარგი გახდა, ესე იგი, ისინი ძალიან მცირე გავლენის ქვეშ არიან. 4–4–2 სათამაშო სქემის გარდა, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც დაბნეულობა გამორიცხულია, არსებობს კიდევ 6 სტანდარტული ალტერნატივა, რომელთა სარგებლობის დროსაც დაბნეულობის ალბათობა გაცილებით ნაკლებია სხვა არანორმალური ტაქტიკებისგან განსხვავებით. 4–3–3 (ერთერთი თქვენი ნახევარმცველი ან გარემარბი გადანაცვლებულია თავდასხმაში) 5–3–2 (ერთერთი თქვენი ნახევარმცველი ან გარემარბი გადანაცვლებულია დაცვაში) 3–5–2 (ერთერთი თქვენი მცველი გადანაცვლებულია ნახევარდაცვაში) 4–5–1 (ერთერთი თქვენი თავდამსხმელი გადანაცვლებულია ნახევარდაცვაში) 3–4–3 (ერთერთი თქვენი მცველი გადანაცვლებულია თავდასხმაში) 5–4–1 (ერთერთი თქვენი თავდამსხმელი გადანაცვლებულია დაცვაში)
ბოლო ორი მათგანი (3–4–3 და 5–4–1) შეიძლება განსახორციელებლად შედარებით რთული იყოს, მაგრამ ეს ექვსივე განლაგება მიჩნეულია სტანდარტულად. თუ დაბნეულობამ თქვენს გუნდში თავი იჩინა, ის აუცილებლად გამოცხადდება თამაშის რეპორტაჟში.
ვარჯიშის დაკარგვა – თუ თქვენ გამოიყენებთ არაორდინალურ ტაქტიკას (მაგალითად ათამაშებთ 7 მცველს) დაბნეულობის ეფექტი შეიძლება ისეთი კოლოსალური იყოს, რომ მთელი კვირის ვარჯიში და თამაშიდან მიღებული გამოცდილება საერთოდ დაიკარგოს. გაითვალისწინეთ, რომ ვარჯიში მხოლოდ მაშინ შეიძლება დაკარგოთ, როდესაც რომელიმე პოზიციაზე გყავთ სულ ცოტა ორ მოთამაშეზე მეტი ვიდრე ამ პოზიციაზე 4–4–2 განლაგების დროს აყენია, მაგალითად, 6 ნახევარმცველი, 6 მცველი ან 4 თავდამსხმელი. რაც უფრო მეტ ფეხბურთელს დააყენებთ ერთ ადგილზე, მით უფრო მეტი შანსია იმისა, რომ დაკარგოთ ვარჯიში. ეს ყველაფერი იმისთვისაა რათა თავიდან ავიცილოთ გადაჭარბებული ვარჯიში ამა თუ იმ რგოლში (მაგალითად თავდასხმის, თუ ითამაშებთ 0–0–10 განლაგებით).
გაითვალისწინეთ, რომ არ არის სავალდებულო გამოცადოთ სხვადახვა განლაგებები. 4–4–2 ტაქტიკა და ჩვეულებრივი პოზიცია ყოველი მოთამაშისთვის მიჩნეული არის სტანდარტულ განლაგებად. გადანაცვლების დროს არის პატარა ალბათობა, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი ითამაშებს თავის შესაძლებლობებზე სუსტად. მაგრამ ძალიან ბევრ ჰეთთრიქის მოთამაშეს წამს, რომ განსხვავებული განლაგება საჭიროა, ალბათ, გუნდის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ან ფიქრობენ, რომ ისინი ოპონენტს ჭკუით აჯობებენ.
გამოცდილება და პრაქტიკა
ცნება „გამოცდილება“ ითვალისწინებს, რომ გარკვეული უნარების მატარებელი მაგ. 28 წლის მოთამაშე იყენებს არა მარტო ამ უნარებს სხვადასხვა პოზიციაზე, არამედ დამატებით შესაძლებლობას, რომელიც ეხმარება იმაში, რომ უფრო ძლიერად და გააზრებულად ითამაშოს.
ამ თამაშში ჩვენ გამოცდილების ორ ასპექტს განვასხვავებთ:
- მოთამაშის გამოცდილება: თითოეული ფეხბურთელის ინდივიდუალური მახასიათებელი.
- პრაქტიკა განლაგებაში, მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს გამოცდილებას ამა თუ იმ განლაგებაში, რაც მთლიანი გუნდის მახასიათებელია.
ეს მახასიათებლები თამაშების მიმდინარეობისას სამ სიტუაციაში ახდენენ გავლენას:
- "დაბნეულობა": იმ განლაგების გამოყენებისას, რომელიც სტანდარტული 4–4–2–სგან განსხვავდება, განსაკუთრებით კი თუ ეს განლაგება 6 სტანდარტულ ალტერნატივაშიც არ შედის (4–3–3, 5–3–2, 3–5–2, 4–5–1, 3–4–3, 5–4–1), არის თამაშის განმავლობაში მოთამაშეებს შორის დაბნეულობის გაჩენის დიდი რისკი. დაბნეულობის გაჩენის შანსი შემდეგნაირად დგინდება:
- თუ გუნდს რომელიმე ზემოთჩამოთვლილ განლაგებაში თამაშის გამოცდილება გააჩნია, დაბნეულობის გაჩენის რისკი მცირდება. ეს არის ამა თუ იმ განლაგებაში გუნდური გამოცდილების ერთადერთი ფუნქცია.
- თუ მოთამაშეთა ჯამური გამოცდილება საკმაოდ მაღალია (დავუმატოთ ამას გუნდის კაპიტნის საპრემიო ქულა, იხ. ქვევით), აურზაურის გაჩენის ალბათობა კლებულობს.
- რაც უფრო შორდება განლაგება სტანდარტულ 4–4–2–ს, მით უფრო მაღალია ქაოსის გაჩენის რისკი. 4–4–2 სისტემისას რისკის გაჩენა გამორიცხულია.
- შემოწმება დაბნეულობის ალბათობის შესახებ თამაშის წინ ხორციელდება. გარდა ამისა, დაბნეულობა შეიძლება თამაშის განმავლობაშიც გაჩნდეს. თუ შესვენებაზე გუნდი დაბნეული გადის, მწვრთნელს მცირე თათბირის ჩატარების შედეგად სიტუაციის გამოსწორების შანსი ეძლევა.
- პენალტების სერია: არ არსებობს სათასო თუ შესარჩევი თამაშის ბოლოს გასამართ პენალტებზე უფრო ნერვიული მომენტი. მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების შესრულებისას მოთამაშე ცივსისხლიანობის ტესტს აბარებს. ამიტომ ნუ გააგზავნით თქვენს 17 წლის დებიუტანტებს პირველი დარტყმის შესასრულებლად. უნარები, რომლებიც პენალტის დარტყმის ხარისხზე მოქმედებენ, არის თავდასხმა, სტანდარტები, და სპეციალიზაცია „ტექნიკური“. ხოლო გოლკიპერებისთვის კი მეკარეობის უნარი.
- "ნერვიული სიტუაციები": ძალიან რთულ და მძიმე შეხვედრებში გამოუცდელ მოთამაშეებს შეიძლება თამაშის სადავეები გაექცეთ. რაც უფრო ნაკლებია მათი გამოცდილება, მით უფრო შეეტყობათ მათ ეს ფაქტი. მატჩის განმავლობაში ზარალდება მხოლოდ ის გუნდი, რომლის ჯამური გამოცდილებაც მეტოქისაზე ნაკლებია.
აქამდე საუბარი მიდიოდა იმაზე, თუ რაზე ახდენს გავლენას მოთამაშეთა ინდივიდუალური გამოცდილება და გუნდის პრაქტიკა განლაგებაში. ახლა დავადგინოთ, თუ როგორ ხდება ამ გამოცდილების დაგროვება.
მოთამაშის ინდივიდუალური გამოცდილება
მოთამაშე იძენს გამოცდილებას ლიგის, სათასო, ნაკრების, საკვალიფიკაციო და ამხანაგურ შეხვედრებში თამაშის დროს, ამასთან, საკუთარი ქვეყნის კლუბის წინააღმდეგ გამართული თამაში დაახლოებით ორჯერ ნაკლებ გამოცდილებას მატებს ფეხბურთელს, ვიდრე საერთაშორისო მატჩი.
- ლიგის ყოველი მატჩის დროს ფეხბურთელები იღებენ განსხვავებული ოდენობის გამოცდილებას. მისი გამოთვლა შეგიძლიათ დაკვირვებით, თუ რამდენ ხანში იმატებს ესა თუ ის ფეხბურთელი გამოცდილებას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რომელ ლიგაში თამაშობს გუნდი.
- სათასო თამაშებში მონაწილეობისას ფეხბურთელები დაახლოებით ორჯერ მეტ გამოცდილებას იძენენ, ვიდრე ლიგის მატჩებში თამაშის დროს.
გარკვეული განლაგებით თამაშის პრაქტიკა
ყოველთვის, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ამხანაგურ თამაშს ატარებთ თუ ოფიციალურს, როდესაც გუნდი ექვსი სტანდარტული განლაგებიდან ერთ–ერთს ირჩევს (4–3–3, 5–3–2, 3–5–2, 4–5–1, 3–4–3, 5–4–1), ის ამ განლაგებაში თამაშის გუნდურ პრაქტიკას, ანუ გამოცდილებას იმაღლებს. 4–4–2 განლაგების გუნდური გამოცდილება ყოველთვის მაქსიმალურია. თქვენ ვერ მიიღებთ გამოცდილებას იმ განლაგებებით (თუნდაც ხშირი) თამაშისას, რომლებიც სტანდარტულ ექვსეულში არ შედის. ამ შემთხვევაში იძულებულნი ხართ, მთლიანად მოთამაშეების ინდივიდუალურ გამოცდილებას ენდოთ.
თუ თქვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში რომელიმე განლაგებას აღარ იყენებთ, მისი გამოყენების პრაქტიკა კლებულობს. კარგი საშუალებაა ორი ალტერნატივის ქონა, რომელთა შორის არჩევა თქვენ ყოველთვის შეგეძლებათ. თუმცა, თუ განლაგებებს ხშირად ცვლით, არ უნდა გაგიკვირდეთ, თამაშის დროს ფეხბურთელები ერთმანეთს ფეხებში თუ აებლანდებიან. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ მოთამაშის გაყიდვისას შეიძლება ყველა განლაგების გუნდური გამოცდილება დაგაკლდეთ.
გუნდის კაპიტანი
ყოველი თამაშისათვის შეგიძლიათ შეარჩიოთ გუნდის კაპიტანი. საერთოდ, გუნდური გამოცდილების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება თითოეული მოთამაშის გამოცდილება, რომელსაც გუნდის კაპიტნის გამოცდილების დონის და ლიდერის თვისებების ნამრავლი ემატება. ამაში მდგომარეობს კაპიტნის ერთადერთი დანიშნულება. კაპიტანი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა თამაშის მსვლელობის დროს, რადგან ის გუნდს ეხმარება არასტანდარტული განლაგებით გამოწვეული დაბნეულობისგან თავი არიდებაში და ფეხბურთელებს სათასო და საკვალიფიკაციო თამაშების დროს თავდაჯერებულობას მატებს.
გუნდის კაპიტანი სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეებიდან უნდა შეირჩეს. თუ თქვენ მისი დანიშვნა დაგავიწყდათ, მაშინ თქვენი ფეხბურთელები მას თავად აირჩევენ შემთხვევითი წესით.
მოთამაშეები
ყოველ მოთამაშეს 8 განსხვავებული უნარი გააჩნია. გარდა ამისა, არის რამდენიმე დამატებითი ფაქტორი, რომელიც მის სხვადასხვა სიტუაციებში თამაშზე მოქმედებს. თავდაპირველად მიმოვიხილოთ ეს რვა ძირითადი უნარი:
გამძლეობა
განსაზღვრავს ფეხბურთელის მიერ თამაშის განმავლობაში ნელ–ნელა დაკარგულ უნარებს, რაც მისი დაღლილობით არის გამოწვეული. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცენტრალური ნახევამცველებისთვის. თუმცა, ეს დიდწილად ეხება ფლანგზე მოთამაშეებს, შემტევ მცველებსა და დაცვით თავდამსხმელებსაც. გარკვეული მნიშვნელობა ამ უნარს ყველა დანარჩენი მოთამაშისთვისაც აქვს.
ნახევარდაცვა
ყველა წარმატებულ გუნდს ნახევარდაცვაში ერთი კარგი გამთამაშებელი სჭირდება, ეს განსაკუთრებით ცენტრალურ პოზიციებს ეხება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდს პრობლემები ექნება ბურთის ფლობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც საგოლე მომენტების რაოდენობა საგრძნობლად იკლებს.
ფლანგი
უნარი, რომლის მეშვეობითაც საგოლე მომენტების მომზადება მოედნის კიდეებიდან ხდება. ამ უნარის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია გარემარბებისათვის. იგივე ითქმის განაპირა მცველებზეც.
თავდასხმა
ბურთის მთავარი დანიშნულება ბადეში აღმოჩენაა. საამისოდ კი ფორვარდს ჭარბად უნდა ჰქონდეს ეს უნარი. სხვა პოზიციის მოთამაშეებს ეს უნარი არ სჭირდებათ.
მეკარეობა
მთავარი და ერთადერთი საჭირო უნარი მეკარეთათვის, რომლებიც სხვა ძირითად კომპონენტებში თითქმის უუნარონი არიან.
პასი
მართალია, დიდი პატივი ძირითადად გოლის ავტორს ერგება ხოლმე, მაგრამ ხშირად იგი გატანილ გოლს პასის ავტორს უნდა უმადლოდეს. კარგი პასის გაკეთების უნარი მნიშვნელოვანია თავდამსხმელისთვის, ცენტრალური ნახევარმცველისა და გარემარბისთვის.
დაცვა
მოწინააღმდეგის შეტევების ჩაშლის უნარი. რა თქმა უნდა, ეს არის ძირითადი უნარი ცენტრალური და განაპირა მცველებისთვის, თუმცა, ეს თვისება ყველა სახის ნახევარმცველისთვისაც მნიშვნელოვანია.
სტანდარტულები
თქვენ შეგიძლიათ ერთ–ერთი ფეხბურთელი სტანდარტული მდგომარეობების შტატიან შემსრულებლად განაწესოთ. ის არტყამს ყველა თავისუფალ თუ საჯარიმო დარტყმას, ასევე პენალტებს. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი იგი პირველი მიდის ბურთთან. ასეთ მოთამაშეს აღნიშნული უნარის მაღალი მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს.
უნარის მაჩვენებლების ცვლილება
მაჩვენებლები, რომლითაც ფეხბურთელების თითოეული უნარი არის აღნიშნული, დროთა განმავლობაში იცვლება. ეს სპეციალური ვარჯიშის შედეგად მიიღწევა. დონის მომატებას განსაკუთრებით სწრაფად ახალგაზრდა ფეხბურთელები ახერხებენ. თუ მოთამაშის ასაკი 30 წელს უახლოვდება, იწყება მისი რეგრესი. ეს პროცესი არ არის მუდმივი. თუმცა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება უნარის დონის მკვეთრი ვარდნა მოხდეს. 35 წლის ფეხბურთელებისთვის ეს მოვლენა ბევრად უფრო ფატალურია, ვიდრე 30 წლის ხალხისთვის. გაურკვეველი მიზეზების გამო ასეთი რამ (მხოლოდ გამძლეობის გარდა) ყოველთვის ორშაბათობით ხდება. განსხვავებულ უნარებს განსხვავებული დონით ეხება ეს პროცესი. თუ მეკარეობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში თითქმის უცვლელი შეიძლება იყოს, თავდასხმის უნარი ასაკთან ერთად ძალიან სწრაფად ეცემა. განყოფილება „ვარჯიშში“ თქვენ შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით წაიკითხოთ უნარების გაუმჯობესების შესახებ.
გამძლეობას ყოველთვის მაქსიმუმზე ვერ შეუნარჩუნებთ ფეხბურთელს, ყოველი მოთამაშე ამ უნარს პერმანენტულად კარგავს და დროდადრო საჭიროა მისი აღდგენა.
რა ზეგავლენას ახდენს უნარები გუნდის შედეგზე
ქვემოთ მოყვანილი ცხრილი თქვენ სასტარტო შემადგენლობის სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ. თუმცა, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ აქ საქმე მხოლოდ დაახლოებით მაჩვენებლებს ეხება. ზოგჯერ შეიძლება ცხრილის ზედა ნაწილში მოყვანილი უნარი სულ ოდნავ იყოს სხვებზე მნიშვნელოვანი. ზოგჯერ კი სხვაობა მეტად შთამბეჭდავია.
ნახევარდაცვის სიძლიერე გადამწყვეტია, როდესაც საქმე გუნდის მიერ თამაშის განმავლობაში ჩატარებულ შეტევებს ეხება. სხვა რგოლების სიძლიერე კი იმას განსაზღვრავს, თუ რითი დამთავრდება ეს შეტევები – მეტოქის კარში გატანილი თუ საკუთარ კარში მიღებული ბურთით.
ინდივიდუალური მითითებების გარეშე
Part of team | Factors (most important first) |
Midfield | Playmaking inner midfielders |
Playmaking wingers | |
Attack Left wing | Winger left winger |
Scoring forwards | |
Passing left winger | |
Passing left inner midfielder | |
Winger left wing back | |
Defence Left wing | Goaltending Goalkeeper |
Defending left wing back | |
Defending left central defender | |
Defending left winger | |
Defending left inner midfielder | |
Attack Centre | Scoring forwards |
Passing forwards | |
Passing inner midfielders | |
Defence Centre | Goaltending goalkeeper |
Defending central defenders | |
Defending left and right wing backs | |
Defending inner midfielders | |
Defending left and right wingers | |
Attack Right wing | Winger right winger |
Scoring forwards | |
Passing right winger | |
Passing right inner midfielder | |
Winger right wing back | |
Defence Right wing | Goaltending goalkeeper |
Defending right wing back | |
Defending right central defender | |
Defending right winger | |
Defending right inner midfielder |
ინდივიდუალური მითითებებით
Position | Tactics | Effect |
Wing back | Offensive | More Winger, an ounce of playmaking, less Defending |
Defensive | More Defending, less Winger | |
Centre | More Defending to the middle, less Defending to the side, less Winger | |
Central defender | Offensive | A certain amount of Midfield, less Defending |
Towards wing | Less Defending to the middle, more Defending to the side, a certain amount of Winger | |
Winger | Offensive | More Winger, less Defending |
Defensive | Less Winger, more Defending | |
Centre | More Midfield, less Winger, less Defending | |
Inner midfielder | Offensive | More Passing, less Defending |
Defensive | Less Passing, more Defending | |
Towards wing | Less Midfield, more Winger | |
Forward | Defensive | A certain amount of Midfield, less Scoring
More Passing, and even more Passing if Technical. |
Towards wing | Less Scoring in the middle. Winger is used, more Scoring for wing attacks. |
სპეციალიზაცია
ზოგიერთი მოთამაშე (ყველანი არა, დაახლოებით ნახევარი) ფლობს ეგრედწოდებულ სპეციალიზაციას, ანუ განსაკუთრებულ უნარს. ჰეთთრიქში არსებობს ხუთი ძირითადი ტიპის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელები: „ტექნიკური“, „სწრაფი“, „თავით თამაშის ოსტატი“, „მძლავრი“, და „არაპროგნოზირებადი“. ყველა სპეციალიზაცია გარკვეულწილად სასარგებლოა, მაგრამ ყველა მათგანს თავისი ნაკლიც გააჩნია. ტექნიკურ ფეხბურთელს შეუძლია ისარგებლოს ბურთის ტარების ნიჭით. ის ოსტატურად აუვლის გვერდს მაღალ და ტლანქ მცველებს. სამაგიეროდ, მას გაუჭირდება სველ მინდორზე და წაგებაში იქნება სხვა სპეციალიზაციის მქონე მოთამაშეებთან.
ამ განსაკუთრებულ უნარებს თამაშზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, როგორც ეს ნახსენებია მე–10 განყოფილების („მატჩი“) პუნქტში „საგანგებო მოვლენები“. გარდა ამისა, მოთამაშის სპეციალიზაციას სათამაშო ტაქტიკის არჩევის დროსაც აქვს მნიშვნელობა – იხილეთ მე–11 განყოფილება („ტაქტიკები“).
ამ ხუთი უნარის გარდა არსებობს რამდენიმე იშვიათი სპეციალიზაცია, რომელთა ეფექტი ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის. ამის გაკეთება თქვენ მოგიწევთ.
ტრამვები
დროდადრო თქვენი მოთამაშე დაზიანებებს მიიღებს. მას მოუწევს ერთი ან რამდენიმე კვირის გამოტოვება, რაც დამოკიდებულია ტრამვის სერიოზულობაზე. რაც უფრო მაღალია წვრთნის ინტენსივობა, მით უფრო მაღალია ტრამვის ალბათობა (იხ. ქვევით). ასაკოვან ფეხბურთელებს ტრამვის მოშუშება უფრო დიდხანს უწევთ. გარდა ამისა, უნდა გახსოვდეთ, რომ მოთამაშის პირად გვერდზე მითითებული ტრამვის ხანგრძლივობა მხოლოდ დაახლოებითია. ხშირად იმ მოთამაშეს, რომელსაც ერთკვირიანი ტრამვა აქვს მითითებული, გამოსაჯანმრთელებლად 8–9 დღეს საჭიროებს.
წითელი და ყვითელი ბარათები
თამაშის მსვლელობისას მსაჯმა მოთამაშეები შეიძლება გააფრთხილოს ან მოედნიდან გააძევოს. ორი ყვითელი ბარათის შემთხვევაში ფეხბურთელი ავტომატურად ტოვებს მინდორს და შემდეგ თამაშს. იგივე რამ ხდება მოთამაშის გაძევების შემთხვევაში. გარდა ამისა, თუ ფეხბურთელმა ერთი სეზონის განმავლობაში ოფიციალურ თამაშებში სამი ყვითელი ბარათი მიიღო, ის ასევე ტოვებს შემდეგ შეხვედრას. ითვლება ლიგის, სათასო და საკვალიფიკაციო თამაშების დროს მიღებული ყველა ბარათი. მაგალითად, თუ ვინმეს ჩემპიონატის თამაშებში ორი გაფრთხილება აქვს მიღებული ერთი სეზონის განმავლობაში, რასაც სათასო მატჩში მიღებული ერთი ყვითელი ბარათი დაემატება, მას მოუწევს შემდეგი თამაშის გამოტოვება, იმისდა მიუხედავად, იქნება ეს სათასო, საჩემპიონატო თუ საკვალიფიკაციო შეხვედრა.
ფეხბურთელის პირად გვერდზე ნაჩვენებია მის მიერ იმ მომენტისთვის მიღებული ყვითელი ბარათების რაოდენობა. მას შემდეგ, რაც იგი თამაშს გამოტოვებს, ყველა ბარათი ავტომატურად უქმდება. თუ მოთამაშემ სამი ყვითელი ბარათი მიიღო, მის გვერდზე წითელი ბარათი იქნება გამოსახული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შემდეგ თამაშს გამოტოვებს.
ძალიან აგრესიული ფეხბურთელები (მაგალითად „შმაგები“) უფრო ხშირად იღებენ ბარათებს ვიდრე სხვები, განსაკუთრებით თუ მათ საკმარისი გამოცდილება არა აქვთ ან არ არიან საკმარისად პატიოსნები.
როგორც კი გუნდი ოფიციალურ თამაშს ჩაატარებს, მოთამაშეს ავტომატურად ჩამოექვითება ყველა ბარათი, რისი გამოც იგი დისკვალიფიცირებული იყო. გარდა ამისა, სეზონის ბოლოს უქმდება ყველა მოთამაშის მიერ მიღებული ყველა ბარათი. ამხანაგურ თამაშში გამორიცხულია მოთამაშის მიერ წითელი ბარათის მიღება, სხვანაირად რომ ვთქვათ, ბარათების განულება.
ფორმა
ფეხბურთელები იუმჯობესებენ ფორმას, ან კარგავენ მას და ამას თქვენ ვერაფერს უზამთ, გარდა იმისა, რომ ცუდ ფორმაში მყოფი მოთამაშეები კარგ ფორმაში მყოფებით ჩაანაცვლოთ. ასევე სასურველია, რომ ცუდ ფორმაში მყოფ ხალხს დამატებით ამხანაგური თამაშიც ათამაშოთ, რაც მათ ფორმის გამოსწორების შანსს მისცემს. ყოველ მოთამაშეს გააჩნია ხილული პარამეტრი, რომელიც მის „მიმდინარე ფორმას“ განსაზღვრავს. ასევე არსებობს უხილავი პარამეტრიც, რომელიც მის „საბოლოო ფორმას“ ადგენს, ანუ ფორმის ცვლის ტენდენციას განსაზღვრავს. მოკლედ რომ ვთქვათ, მიმდინარე ფორმას მნიშვნელობა აქვს თამაშებისას, ხოლო საბოლოო ფორმას კი ტენდენციის გამოთვლისას.
ყოველ კვირას, ვარჯიშის დროს ხდება მიმდინარე ფორმის ცვლა საბოლოო ფორმის ტენდენციის მიხედვით. გამონაკლისს ის მოთამაშეები წარმოადგენენ, რომელთა მიმდინარე და საბოლოო ფორმა ერთმანეთს ემთხვევა. ფორმის ამ ორი სახეობის გატოლება, ანუ ხილული ფორმის ცვლილება, არ ხდება სწრაფად. პროცესი საკმაოდ ნელია, თუმცა, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა სხვაობაა მიმდინარე და ტენდენციურ ფორმებს შორის, თუ მათ შორის სხვაობა დიდია, ყოველკვირეული ცვლილებაც, შესაბამისად, უფრო სწრაფი იქნება.
მას შემდეგ, რაც მიმდინარე ფორმა შეიცვლება, არის შანსი, რომ ყოველი მოთამაშის ტენდენციური ფორმაც შეიცვალოს. ეს ყველა მოთამაშეს თანაბრად ეხება. ჰეთთრიქის ამ ასპექტს შემთხვევითობა განაგებს, ანუ მასზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელია. ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი მოთამაშის საბოლოო ფორმა შეიძლება ყოველკვირეულად იცვლებოდეს, ხოლო დანარჩენი ფეხბურთელებისა კი უცვლელი იყოს.
არსებობს რამდენიმე ობიექტური ფაქტორიც, რომელიც მოთამაშის საბოლოო ფორმაზე გავლენას ახდენს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია კვირის განმავლობაში მინიმუმ ერთ მატჩში მონაწილეობა. თუ ვინმემ ერთი კვირა გააცდინა, ადვილი შესაძლებელია, რომ მისი საბოლოო ფორმა უფრო დაბალი იყოს, ვიდრე მოედანზე მდგარი მისი თანაგუნდელებისა. ეს გარკვეულწილად იმასთანაცაა დაკავშირებული, რომ აზრი დაეკარგოს შემადგენლობის არასაჭირო ზომამდე გაზრდას, ამ შემთხვევაში თქვენს გუნდში გაჩნდება ბევრი უკმაყოფილო ფეხბურთელი, რომლებიც ვერ ვარჯიშობენ და ცუდ ფორმაში არიან. გარდა ამისა, ძალიან გრძელი სათადარიგოთა სკამის ყოლა ფინანსური თვალსაზრისითაც წამგებიანია.
საბოლოო ფორმის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება შემდეგი ფაქტორები:
- რამდენად ინტენსიურია ვარჯიშები
- რამდენად კარგია გუნდის მწვრთნელი
- რამდენი თანაშემწე ჰყავს მწვრთნელს (მეკარის შემთვევაში, რამდენი მეკარის მწვრთნელი არის გუნდში)
- მიიღო თუ არა მოთამაშემ კვირის განმავლობაში გამართულ თამაშებში მონაწილეობა, ერთში მაინც, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
- შემთხვევითი ფაქტორი
ყურადღება მიაქციეთ, რომ ფორმა არ ნიშნავს მოთამაშის ფიზიკურ კონდიციებს. აქ არ არის ასახული, თუ რამდენად მზად არის მოთამაშე ხანგრძლივი დატვირთვების გასაძლებად, ამისთვის გამძლეობის უნარი არსებობს. ფორმა ბევრი ფაქტორის ჯამს უდრის, რომელიც ფეხბურთელს თავისი პოტენციალის მაქსიმუმის მიღწევაში ეხმარება, ანაც ხელს უშლის მას კარგად თამაშში. მოთამაშემ შეიძლება სწრაფად დაკარგოს ფორმა, თუ მისი თავდაჯერებულობა გაუარესდება, ან დიდი ხნის განმავლობაში გოლის არგატანის გამო. შესაძლოა მას კერძო პრობლემები შეექმნას. გასათვალისწინებელია გაციების მსგავსი ავადმყოფობები, რომელიც ტრამვად არ არის მიჩნეული. ანალოგიურად, კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელების საქმე სწრაფად მიდის წინ.
„უვარგის“ ფორმაში მყოფ „ჩინებულ“ მოთამაშეს, ჩვეულებრივ, ნაკლები სარგებელი მოაქვს, ვიდრე „ნორმალურ“ ფეხბურთელს, რომელიც „კარგ“ ფორმაშია.
ვარჯიშის ინტენსივობა ასევე ახდენს გავლენას ფორმაზე. უკეთესია იმ გუნდის ფეხბურთელების ფორმა, რომელიც საშუალო ინტენსივობით ვარჯიშობს, იმ გუნდისაზე, რომლის წვრთნის ინტენსივობა მაღალია. მოთამაშეების ფორმაზე ვარჯიშის რამდენიმე სახეობაც ახდენს ზეგავლენას. რთულია? გახსოვდეთ, რომ თქვენს მოწინააღმდეგეებსაც ექნებათ იგივე სირთულეები. თამაშის მოსაგებად არ არის აუცილებელი იდეალური ფეხბურთელების შეგროვება. მთავარი ამოცანა მოთამაშეების დაყენებაა ისეთ პოზიციებზე, სადაც ისინი საუკეთესოდ წარმოაჩენენ თავს. მიეცით შანსი სათადარიგო მოთამაშეებს, რომლებიც კარგ ფორმაში არიან – შემადგენლობის მარტივი როტაცია ფეხბურთელების ფორმის მიხედვით ამ თამაშის ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა.
განლაგება
ჩვენი რჩევა იქნება, გუნდში არ იყოლიოთ 50–ზე მეტი ფეხბურთელი, რადგან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს გუნდზე. ყოველ კვირას თქვენ ირჩევთ იმ 11 ფეხბურთელს, რომლებიც გინდათ რომ მინდორზე გავიდნენ და განსხვავებულ პოზიციებზე ითამაშონ.
თამაშის დროს ფეხბურთელმა შეიძლება მიიღოს ტრამვა, ამ დროს შემოდის მისი შემცვლელი. თუ თქვენმა ფორვარდმა მიიღო ტრამვა, მაშინ მას შეცვლის ის ფეხბურთელი, რომელიც სათადარიგო შემადგენლობაში გყავდათ ფორვარდის პოზიციაზე. შეიძლება მითითებული არც გქონდათ ამ პოზიციის სათადარიგო ფეხბურთელი, ან შეცვლილმა ფეხბურთელმაც მიიღო ტრამვა, ამ შემთხვევაში მინდორზე გავა რომელიმე სხვა მოთამაშე, რომელიც სხვა პოზიციის შემცვლელად გყავდათ დაყენებული. მაგრამ თუ არცერთი სათადარიგო მოთამაშე არ დააყენეთ, მაშინ ფეხბურთელის ტრამვის შემთხვევაში თქვენი გუნდი უმცირესობაში დარჩება. არ დაგავიწყდეთ მეკარის დაყენება. თუ თქვენ არავის დააყენებთ კარში, მაშინ მეკარეობას ერთ–ერთი მოთამაშე გასწევს. ამის გარდა, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ თამაშზე უნდა გამოცხადდეს მინიმუმ 9 ფეხბურთელი, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდს ჩაეთვლება ტექნიკური მარცხი. ერთი მარცხი კიდევ არაფერი, მაგის გარდა თქვენი გუნდი დაკარგავს ვარჯიშს და გულშემატკივრების ნაწილი დატოვებს ფანკლუბს.
ტაქტიკები
არსებობს 6 სახის სათამაშო ტაქტიკა, რომლებიც ნებისმიერი მატჩის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჩვეულებრივის გარდა, ყველა ტაქტიკას გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამიტომ მათი არჩევის დროს კარგად დაფიქრებას გირჩევთ.
ტაქტიკები დეტალურად აღწერილია წესების მეთერთმეტე თავში – „ტაქტიკები“.
პენალტების შემსრულებლები
პენალტების შემსრულებლების მითითება საჭიროა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში: თასის ან საკვალიფიკაციო მატჩების დროს, როდესაც ძირითადი და დამატებითი დრო შეიძლება დამთავრდეს ფრედ და დაინიშნოს თერთმეტმეტრიანები. ამიტომ, თასის და საკვალიფიკაციო თამაშების წინ აუცილებელია ამოირჩიოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც შეასრულებენ პენალტებს, ამის გაკეთება შეგიძლიათ მითითებების გვერდიდან შესაბამის ბმულზე დაჭერით.
პენალტის დამრტყმელისათვის მნიშვნელოვანია გამოცდილება, ჯარიმების შესრულებისა და თავდასხმის უნარი და სპეციალიზაცია. ფეხბურთელებს, რომლებიც ნაკლებად აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს, თერთმეტმეტრიანები უნდა დაარტყმევინოთ ბოლოს. ჩამონათვალში თქვენ უნდა მიუთითოთ მხოლოდ 10 პენალტის შემსრულებელი, რადგან პენალტების რაოდენობა იშვიათად თუ გადასცდება ათს. გასათვალისწინებელია, რომ თერთმეტმეტრიანს პირველი ურტყამს ის ფეხბურთელი, რომელიც დაყენებული გყავთ ჯარიმების შემსრულებელად. თუ თქვენ შეცვალეთ ჯარიმების დამრტყმელი მითითებების მთავარ გვერდზე, პირველი თერთმეტმეტრიანის შემსრულებელიც შესაბამისად შეიცვლება. დანარჩენი 10 პენალტის დამრტყმელი კი მხოლოდ სპეციალური გვერდიდან შეგიძლიათ შეცვალოთ.
პირველი 5 თერთმეტმეტრიანის შემსრულებელის განრიგი არ არის მთავარი, რადგან ისინი აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას პენალტების სერიაში, ხოლო დანარჩენი 5 ფეხბურთელი ან დაარტყავს თერთმეტმეტრიანს, ან არა. თუ 5 დარტყმის შემდეგ ანგარიში მაინც თანაბარია, პენალტების სერია გრძელდება პირველ შეცდომამდე.
უპატრონო გუნდები
თუ გუნდს აღარ ჰყავს პატრონი (მისი დამსახურებით), მაშინ გუნდი გააგრძელებს სტანდარტული წყობით თამაშს, სანამ ეს წყობა ავტომატურად არ გაუქმდება. ასეთი გაუქმება სეზონის განმავლობაში სამჯერ ხდება: თასის თამაშების წინ პირველ კვირას, მერვე კვირას (სეზონის შუაში) და მეთხუთმეტე კვირას (საკვალიფიკაციო თამაშების წინ). უპატრონო გუნდის წყობის გაუქმების შემდეგ ეს გუნდები მიიღებენ იმ სასტარტო შემადგენლობას, რომლითაც შემდგომ განაგრძობენ თამაშს. ამ გზით ხდება უპატრონო გუნდების თანდათანობითი ჩამოქვეითება, მანამ, სანამ ისინი ორ უკიდურეს ლიგაში არ მოხვდებიან, სადაც მათ ახალი მოთამაშეები დაეპატრონებიან. წყობის გაუქმება შეეხება მხოლოდ იმ გუნდებს, რომელთაც ერთ დროს ჰყავდათ მეპატრონე და ახლა აღარ ჰყავთ და არა იმათ, რომელთაც არასოდეს ჰყოლიათ მფლობელი.
მწვრთნელი
მწვრთნელს გააჩნია სამი ძირითადი უნარი:
- ტაქტიკა: „შემტევი“, „დაცვითი“ და „ნეიტრალური“, რაც გუნდზე თამაშის განმავლობაში ახდენს გავლენას.
- ოსტატობა: ნიჭიერმა მწვრთნელმა ვარჯიშის სწორი მეთოდები იცის, რაც ახალგაზრდა მოთამაშეებს მათი უნარების სწრაფად გაუმჯობესებაში უწყობს ხელს, ვარჯიში (იხ. მე–17 თავი) უფრო ნაყოფიერი ხდება. ოსტატობა ვერასდროს იქნება „ჩინებულზე“ უკეთესი.
- ლიდერობა: იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მწვრთნელი წარმატებულია თავის უშუალო საქმიანობაში, ის შეიძლება ძალიან ცუდი ლიდერი იყოს, ამ შემთხვევაში ის მოთამაშეებს უმაღლესი შედეგის საჩვენებლად ვერ განაწყობს. გუნდის განწყობა შეიძლება გაუარესდეს, თუ მწვრთნელს სუსტი ლიდერობის უნარი აქვს.
თუ თქვენი მწვრთნელით უკმაყოფილო ხართ, ყოველთვის შეგიძლიათ გამოცვალოთ ის. ამისათვის ორი საშუალება არსებობს:
- მწვრთნელის მოწვევა კლუბის გარედან
მწვრთნელის გარედან მოწვევა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ თქვენ ახალ მწვრთნელს იყვანთ. თუმცა, ჯერ უნდა გადაწყვიტოთ, თუ რამდენად კარგი უნდა იყოს ის (სამწვრთნელო ოსტატობა და ლიდერობა) და რა ტიპის მწვრთნელი უნდა იყოს ის (ნეიტრალური, დაცვითი თუ შემტევი ტაქტიკის მოყვარული).
ლიდერობის უნარის/სამწვრთნელო ოსტატობის ყოველ კომბინაციას ფიქსირებული ფასი გააჩნია. არჩევანის გაკეთების შემდეგ თქვენ მას „ყიდულობთ“ (ის დაუსაქმებელი მწვრთნელების ბაზიდან შეირჩევა, რადგან მწვრთნელებისთვის ჯერ–ჯერობით არ არსებობს სატრანსფერო სია ან რაღაც ამდაგვარი).
- მოთამაშის მწვრთნელად დანიშვნა
თუ თქვენ კლუბში მწვრთნელობისთვის შესაფერისი ფეხბურთელი გეგულებათ, მაშინ ეს ალტერნატივა ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ახალი მწვრთნელის გარედან მოყვანა.
ამ შემთხვევაში, რამდენიმე შეზღუდვა მოქმედებს: პოტენციური მწვრთნელის გამოცდილება განსაზღვრავს იმას, თუ რა დონის მწვრთნელი შეიძლება გახდეს იგი. გარდა ამისა, რაც უფრო მაღალია მისი გამოცდილება, მით უფრო დაბალი იქნება მისი ფასი ოსტატობის გარკვეული დონის მისაღებად. მოთამაშეები ინარჩუნებენ საკუთარ ლიდერულ თვისებებს (რომლის შესახებ თქვენც იცით) და თქვენ არ გიწევთ თანხის გადახდა მისი ლიდერობის უნარის ასამაღლებლად. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ თქვენს შემადგენლობაში მოიძებნება ძალიან გამოცდილი მოთამაშე ლიდერობის მაღალი მაჩვენებლით, მისი „გამწვთნელება“ მართლაც ძალიან ხელსაყრელი იქნება.
მომავალი მწვრთნელებით სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად ჩვენ კიდევ ერთი შეზღუდვა შემოვიღეთ: მოთამაშეს მწვრთნელად გახდომის შანსი რომ მიეცეს, მას თქვენს გუნდში ერთი სრული სეზონი უნდა ჰქონდეს გატარებული (16 კვირა). ამრიგად, თქვენ მაინც გრჩებათ ფულის დაზოგვის საშუალება თუ შესაბამის ფეხბურთელს სატრანსფერო ბაზარზე შეიძენთ. თუმცა აქ დაგჭირდებათ თქვენი გუნდის თამაშის ნაწილობრივ დაგეგმვა მინიმუმ ერთი წლით ადრე. ასეთ გარემოებებში ჩვენ მწვრთნელის ფასზე ხელის მოთბობას დასაშვებად მივიჩნევთ, რამეთუ ხანგრძლივმოქმედი გეგმები თავიანთ ნაყოფს უნდა ისხამდნენ.
როდესაც თქვენ აგყავთ მწვრთნელი, ის ავტომატურად იკავებს გუნდის მწვრთნელის პოზიციას (მის გამოჩენას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს), ხოლო ძველი მწვრთნელი კი გუნდში რჩება და თქვენ მისი მოთამაშედ გამოყენების შესაძლებლობა გიჩნდებათ. თუ ძველი მწვრთნელი აღარ გჭირდებათ, უბრალოდ გააგდეთ იგი. ის უკვე ვეღარასოდეს გახდება მწვრთნელი. გარდა ამისა, შეუძლებელია იმ მოთამაშის გაყიდვა, რომელმაც უკვე მოასწრო მწვრთნელად მუშაობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან, ამ შემთხვევაში, მწვრთნელებით გამალებული ვაჭრობა დაიწყება, რაც ჰეთთრიქისთვის შეუფერებელია. აღსანიშნავია, რომ ყოველი ახალი გუნდის მწვრთნელს სუსტი სამწვრთნელო ოსტატობა გააჩნია.
მწვრთნელებს შორის არ არსებობს ქვედონეები. ანუ, თქვენ თუ ახალ მწვრთნელს იყიდით, რომლის სამწვრთნელო ოსტატობა ნორმალურია, ამ უნარის მნიშვნელობა იქნება „საშუალო ნორმალური“. არ არსებობს „მაღალი დონის ნორმალური“ ან „დაბალი დონის ნორმალური“ მწვრთნელები. თუმცა, „ჩინებული“ მწვრთნელი „კარგ“ მწვრთნელზე მხოლოდ ნახევარი საფეხურით მაღლა დგას.
უნარების დაკნინება
მწვრთნელის ლიდერული თვისებები დროთა განმავლობაში კნინდება. ვარდნა არ დაიწყება, თუ მწვრთნელმა გუნდში ერთი სეზონი მაინც არ დაჰყო. ამ ყველაფრის მიზანი რეალობის ასახვაა, ახლადდანიშნული მწვრთნელი სავსეა ენერგიითა და გუნდთან მუშაობის სურვილით, რამდენიმე სეზონში კი მისი მოტივაცია ეცემა, რადგან ერთი და იმავე გუნდთან მუშაობა მისთვის მოსაბეზრებელი ხდება.
როდესაც მწვრთნელის ლიდერობის დონე „საშინელს“ გაუტოლდება (თუ მწვრთნელი „კარგი“ ლიდერია, მაშინ ამას 10 სეზონი მაინც დასჭირდება), მისი ამოწურული ლიდერული თვისებების ნაცვლად კლებას დაიწყებს მისი სამწვრთნელო ოსტატობა. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ უნარების დაცემის ტემპი მთლიანობაში ძალიან დაბალია, თუმცა, ძალიან მაღალი ლიდერული თვისებების მქონე მწვრთნელის შემთხვევაში ეს პროცესი უფრო დაჩქარებულად მიდის. მაგალითად „კარგი“ ლიდერული თვისებების მქონე მწვრთელი „ნორმალურამდე“ 1–2 სეზონის განმავლობაში ჩამოდის. მაგრამ ხშირად ამ პროცესს ორი და მეტი სეზონიც უნდა.
ვარჯიში
ყოველ კვირას თქვენ ირჩევთ იმ ვარჯიშის სახეობას რომლითაც გინდათ რომ ივარჯიშონ თქვენმა ფეხბურთელებმა. ვარჯიშის ეფექტი ჩნდება კვირის მეორე ნახევრის რომელიმე დღეს, თქვენი ქვეყნის მიხედვით (საქართველოში ხუთშაბათობით), ამიტომ, ვარჯიშის ტიპი უნდა ამოირჩიოთ ამ მომენტამდე. ვარჯიშის ეფექტთან ერთად, იცვლება ფეხბურთელების როგორც მიმდინარე, ისე საერთო ფორმაც.
ვარჯიშის ეფექტურობას განსაზღვრავს სამი ფაქტორი: ვარჯიშის ინტენსიურობა, ვარჯიშის ტიპი, სამწვრთნელო შტაბი (მთავარი მწვრთნელი და მისი დამხმარე პერსონალი).
ვარჯიშის ინტესიურობა
რაც უფრო მეტი დატვირთვით ვარჯიშობენ ფეხბურთელები, მით უფრო კარგ ფორმაში არიან და, რა თქმა უნდა, ვარჯიში უფრო შედეგიანია. ვარჯიშის ინტენსიურობა განისაზღვრება პროცენტებით, 0 დან 100 მდე.
გასათვალისწინებელია, რომ ინტენსივობის ზრდასთან ერთად იზრდება ფეხბურთელების ტრამვირების შანსიც, ასე რომ, ვარჯიშის ინტენსივობა მხოლოდ თქვენი ასარჩევია, ან ინდივიდუალურად, ან სხვა მოთამაშეების რჩევების მიხედვით.
გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ მიმდინარე, და არა საერთო, ფორმაზე ახდენს ეფექტს ესა თუ ის ტიპის ვარჯიში. ფეხბურთელის ფორმა შეგიძლიათ დროებით გააუმჯობესოთ ვარჯიშის ინტენსიურობის მაქსიმალურამდე აწევით, საწინააღმდეგო შემთხვევაში, თუ ინტენსივობას მინიმალურამდე დაუწევთ, თქვენი გუნდის განწყობა დროებით ავარდება.
ვარჯიშის სახეობები
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ ვარჯიშის 13 სახეობიდან ერთ–ერთი. ვარჯიშის უმეტესი სახეობა აუმჯობესებს მხოლოდ ერთ უნარს. ზოგიერთი ტიპის ვარჯიშს კი გააჩნია უარყოფითი მხარეებიც. სხვადასხვა ტიპის ვარჯიშები ნაჩვენებია დიაგრამაზე (იხ. ქვევით).
თუ გუნდს კარგი მწვრთნელი ჰყავს, მაშინ ვარჯიში უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე სუსტი მწვრთნელის ყოლის დროს. ამის გარდა, ვარჯიშს უფრო ეფექტურს ხდის მწვრთნელის დამხმარე პერსონალი.
გაითვალისწინეთ: იმისთვის, რომ ვარჯიშმა მაქსიმალური ეფექტი მოგცეთ, საჭიროა რომ ფეხბურთელმა კვირის განმავლობაში ერთი თამაში მაინც ითამაშოს იმ პოზიციაზე, რომელსაც თქვენ ავარჯიშებთ, ეს იმიტომაა, რომ ფეხბურთელი ვერ გაუმჯობესდება მხოლოდ მწვრთნელის დარიგებებით, თუ მან თამაშის დროს გამოცდილება არ მიიღო. ფეხბურთელები, როგორც აღვნიშნეთ, ვარჯიშის ეფექტს იღებენ ხუთშაბათობით. ამ დროისთვის ყურადღება ექცევა იმას, თუ რა პოზიციაზე ითამაშა მან ბოლო თამაში. თუ ფეხბურთელმა ამხანაგურ ან თასის მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაშინ მისი საბოლოო პოზიცია იქნება ის, რომელზეც ამ მატჩში ითამაშა. თუ მას არ მიუღია მონაწილეობა არც ამხანაგურ და არც თასის მატჩში, მაშინ ყურადღება მიექცევა იმ პოზიციას, რომელზეც მან ლიგის თამაში ითამაშა კვირას. თუ ფეხბურთელი კვირის განმავლობაში არც ერთ მატჩს არ ითამაშებს, ის მხოლოდ შეუმჩნეველ ვარჯიშის ეფექტს მიიღებს.
გადანაცვლებული ფეხბურთელის შემთხვევაში, გათვალისწინდება მისი გადანაცვლების ადგილი, ხოლო ინდივიდუალურ მითითებებს ვარჯიშის დროს ყურადღება არ ექცევა. ვარჯიშის თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ მატჩში მიიღო მონაწილეობა ფეხბურთელმა (ლიგის, სათასო თუ ამხანაგურ). თუ თქვენი მოწინააღმდეგე თამაშზე არ გამოცხადდა, თქვენ ჩაგეთვლებათ ტექნიკური გამარჯვება და თქვენი მოთამაშეები ისე ივარჯიშებენ თითქოს ჩვეულებრივი თამაში ეთამაშოთ.
მაგალითად
გუნდი ამ კვირაში ავარჯიშებს დაცვას. მიაქციეთ ყურადღება, რომ საქართველოში ლიგის მატჩები ტარდება კვირას, ხოლო ამხანაგური და სათასო შეხვედრები – ოთხშაბათს.
- ფეხბურთელმა კვირას ითამაშა დაცვაში და ოთხშაბათს არ უთამაშია საერთოდ. ეს ფეხბურთელი მაქსიმალურ ეფექტს მიიღებს.
- ფეხბურთელს არ უთამაშია კვირას, სამაგიეროდ ოთხშაბათს ითამაშა დაცვაში. ეს ფეხბურთელიც მაქსიმალურ ეფექტს მიიღებს.
- ფეხბურთელმა კვირას ითამაშა თავდამსხმელის პოზიციაზე, ხოლო ოთხშაბათს – დაცვაში. ეს ფეხბურთელი ასევე მაქსიმალურ ეფექტს მიიღებს, რადგან მისი საბოლოო პოზიცია დაცვა იყო.
- ფეხბურთელმა კვირას ითამაშა დაცვაში, ხოლო ოთხშაბათს – თავდამსხმელის პოზიციაზე, მან ბოლო თამაში თავის პოზიციაზე არ ითამაშა და ის მხოლოდ მინიმალურ ეფექტს ღებულობს ვარჯიშიდან.
- ფეხბურთელს არც კვირას უთამაშია და არც ოთხშაბათს, ის ვარჯიშს ვერ მიიღებს.
ამხანაგურები
ამხანაგური თამაშები გაძლევთ საშუალებას, ათამაშოთ სხვადასხვა ფეხბურთელი თავიანთ პოზიციებზე და შეაფასოთ ისინი. ასევე, ამხანაგური მატჩებით თქვენ შეგიძლიათ გამოცადოთ თქვენი გუნდი ახალ–ახალ მოწინააღმდეგეებთან თამაშით, ცადოთ ახალი ტაქტიკები და განლაგებები. მაგრამ მისი ძირითადი არსი ის არის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან, მიეცეთ ვარჯიშის საშუალება.
ამხანაგური თამაშები იმართება შუა კვირაში, სათასო შეხვედრების დღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გუნდი მონაწილეობს ეროვნულ თასში, ის ამხანაგურ თამაშს ვერ გამართავს.
ამხანაგური თამაშის გამართვა შეიძლება როგორც სათასო, ასევე ჩვეულებრივი წესებით. სათასო წესების შემთხვევაში თუ მატჩი დამთავრდა ფრედ, ინიშნება დამატებითი დრო, რომლის ასევე ფრით დამთავრების შემთხვევაში – პენალტების სერია. ეს ტიპი ამხანაგური მატჩებისა როგორც წესი უფრო მეტ მსურველს იზიდავს.
იმისათვის, რომ აირჩიოთ სასურველი პარტნიორი ამხანაგური მატჩისთვის, უნდა გახსნათ ამ გუნდის თავფურცელი და გამოიწვიოთ იგი საცდელ შეხვედრაში თუ მას უკვე არ აქვს დანიშნული იმ კვირის თამაში, და თუ თასიდანაც გამოვარდნილია. თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად 25 ასეთი მოწვევის გაკეთება, მაგრამ საკმარისია დაკმაყოფილდეს ერთ–ერთი მათგანი, დანარჩენი გამოწვევები უქმდება და მოსალოდნელი მატჩების ნუსხაში ეს ამხანაგური გადაინაცვლებს.
მენიუ „გამოწვევების“ მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩამონათვალი იმ გუნდებისა, რომლებმაც გაგიწვიეს თქვენ და ასევე რომლებსაც თქვენ ეპატიჟებით.
როგორც წესი, ამხანაგურ თამაშებს ცოტა მაყურებელი ესწრება. ამხანაგური თამაშის წაგება–მოგებით არ იცვლება არც გუნდის თავდაჯერება და განწყობა, და არც სპონსორებისა და გულშემატკივრების დამოკიდებულება. მოთამაშეები ამხანაგურებში ისევე იღებენ ტრამვებს, როგორც სხვა ტიპის თამაშებში, სამაგიეროდ ისინი იღებენ პრაქტიკას გუნდის წყობასა და ტაქტიკაში.
ამხანაგურ თამაშზე შეგიძლიათ მოიწვიოთ ნებისმიერი მოწინააღმდეგე (რა თქმა უნდა თუ გამოვარდნილია თასიდან და თუ არ აქვს დანიშნული ამხანაგური თამაში მიმდინარე კვირისთვის). მატჩის გამართვის ადგილად შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი, მოწინააღმდეგის ან ნებისმიერი სხვა მოედანი. მაგრამ ამ შემთხვევაში მოქმედებს რეგიონების წესი, თუ თამაში თქვენს რეგიონში ტარდება, ამით თქვენ გეძლევათ უპირატესობა (მიუხედავად იმისა თქვენ გასვლაზე თამაშობთ თუ სახლში). ასევე არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ სად თამაშობთ, თუ თქვენი მოწინააღმდეგე უცხოური გუნდია, თამაშს საერთაშორისო ეწოდება.
როცა ამხანაგურ თამაშს მართავთ სხვა ქვეყანაში, თამაშის დაწყების დროდ მიჩნეულია იქაური სათასო მატჩების დაწყების დრო. მაგალითად, თუ თქვენ თამაში გიწევთ პორტუგალიაში, მატჩი ჩატარდება ოთხშაბათს, შუადღის სამის ნახევარზე (ჰეთთრიქის დროით). ამასთან, თქვენ სამშობლოს დატოვება მოგიწევთ წინა ღამეს, სამშაბათს, საღამოს ექვს საათზე (ჰეთთრიქის დროით), ხოლო უკან დაბრუნდებით ხუთშაბათს, საღამოს რვა საათზე (ჰეთთრიქის დროით). გამგზავრების და დაბრუნების დროები არ იცვლება იმის მიხედვით, თუ რა მანძილზე უნდა გაფრინდეთ ამხანაგურის სათამაშოდ.
იმის გამო, რომ გასამგზავრებლად საჭიროა ბევრი პროცედურის ჩატარება, მათ შორის ბილეთების დაჯავშნა, საერთაშორისო ამხანაგურს ვერ დანიშნავთ ოთხშაბათს, ეს საკითხი, ყველაზე გვიან, სამშაბათს უნდა მოაგვაროთ. და თუ თქვენ წინა თამაში უცხოეთში ითამაშეთ, ხუთშაბათამდე ახალი ამხანაგურის დანიშვნის უფლება არ გაქვთ, არ აქვს მნიშვნელობა ადგილობრივ ამხანაგურზეა ლაპარაკი თუ საერთაშორისოზე.
ამხანაგური მატჩის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარება მოითხოვს სასტუმროს, ავიაბილეთების და კიდევ მრავალ ხარჯს, ამიტომ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ საერთაშორისო ამხანაგური მატჩი დაგიჯდებათ 12 000 ლარი, რაც წინასწარ უნდა გადაიხადოთ თქვენი ბიუჯეტიდან. სამაგიეროდ, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებზე, როგორც წესი, უფრო მეტი მაყურებელი მოდის, ვიდრე ადგილობრივ ამხანაგურებზე.
საერთაშორისო ამხანაგური მატჩის დროს ფეხბურთელები იღებენ 5–ჯერ ნაკლებ, ხოლო ადგილობრივის დროს – 10–ჯერ ნაკლებ, გამოცდილებას, ვიდრე ლიგის მატჩის გამართვის დროს.
ნეიტრალურ მინდორზე მატჩის გამართვის დროს სტადიონის მფლობელი არ ღებულობს შემოსავალს და არც „დროშების შემგროვებელნი“ იღებენ ნეიტრალური ქვეყნის დროშას, გარდა იმ შემთხვევისა როცა მატჩი ტარდება იმ ქვეყანაში, რომელსაც ერთ–ერთი გუნდი ეკუთვნის. ამ შემთხვევაში დროშას მიიღებს მხოლოდ გასვლაზე მოთამაშე გუნდი.
თუ ამხანაგური მატჩის სათამაშოდ არ გყავთ პარტნიორი, შეგიძლიათ შეხვიდეთ „რეკლამების“ გვერდზე, რომელიც მარცხენა მენიუს ქვედა ნაწილში მდებარეობს და ამოირჩიოთი მოწინააღმდეგე, ან თავად განაცხადოთ, რომ გინდათ ვინმესთან ამხანაგურის თამაში.
ფსიქოლოგია
ფეხბურთი არა მხოლოდ რიცხვები და მათემატიკაა, არამედ დიდწილად ფსიქოლოგიაცაა. თქვენს გუნდს გამარჯვება უნდა სწყუროდეს. ფეხბურთელებმა მოსაგებად ბოლომდე უნდა იბრძოლონ და საკუთარი ძალების უნდა სჯეროდეთ. ჰეთთრიქი ამის სიმულირებას რამდენიმე გზით ცდილობს. მთავარი ფაქტორი, რომელიც გუნდის ფსიქოლოგიაზე ზეგავლენას ახდენს, არის მატჩების შედეგები. გარდა ამისა, ყოველ მოთამაშეს პერსონალური ხასიათი აქვს: ისინი შეიძლება იყვნენ სასიამოვნოები ან საძაგლები, ლიდერები ან ადვილად დამყოლები, ფიცხები ან წყნარები, პატიოსნები ან მატყუარები და ა.შ. ლიდერობასა და ხასიათს განსაკუთრებული მნიშვნელობა მაშინ აქვს, როდესაც საქმე ე.წ. გუნდის ლიდერს ეხება. თუ ამ მოთამაშეს კარგი ხასიათი აქვს, მაშინ გუნდში კარგი სიტუაციაა, ხოლო თუ ეს ადამიანი საზიზღარი და გაიძვერაა, მაშინ გუნდის ატმოსფეროც შესაბამისი იქნება. ლიდერის თვისებებით გამორჩეულ მწვრთნელს შეუძლია გაანეიტრალოს გუნდის ლიდერის ცუდი ხასიათით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენა.
უსინდისო და აგრესიული ფეხბურთელები უფრო ხშირად იღებენ ყვითელ და წითელ ბარათებს.
ყოველი ოფიციალური თამაშის წინ თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ გუნდს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თამაში. საამისოდ არსებობს სამი ვარიანტი.
- „ეს არის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი“ – ფეხბურთელები თამაშის მოგებას ნებისმიერი გზით შეეცდებიან. თუმცა მომდევნო თამაშებში ფეხბურთელები თავის შესაძლებლობის ზღვარის დაბლა ითამაშებენ, რადგან ასეთი მატჩების შემდეგ გუნდის განწყობა დაეცემა.
- „ეს ჩვეულებრივი მატჩია“ – მოთამაშეები ითამაშებენ ისე, როგორც ყოველთვის.
- „ითამაშეთ ნახევარი ძალით, შემდეგი მატჩი უფრო მნიშვნელოვანია“ – გუნდი თავის შესაძლებლობებზე სუსტად ითამაშებს, თუმცა მატჩის დასრულებისთანავე გუნდური განწყობა აიწევს და გუნდი მომდევნო თამაშებს უკეთესად ჩაატარებს.
ჰეთთრიქის ფსიქოლოგია შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს:
- თავდაჯერებულობა – გუნდს, რომელსაც საკუთარი ძალების არ სჯერა, მეტად გაუჭირდება ხელსაყრელი მომენტების გამოყენება. ჩვეულებრივ, მაღალი თავდაჯერებულობა გუნდზე კარგად მოქმედებს, მაგრამ თუ ის ძალიან მაღალია, გუნდმა შეიძლება სათანადოდ ვერ შეაფასოს თავისზე სუსტი გუნდი. თავდაჯერების დონე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული წინა შეხვედრების შედეგებზე. ის აისახება თამაშის შემდგომ გუნდურ რეიტინგებში.
- გუნდის განწყობა – გუნდის განწყობაზე ნაწილობრივ მოქმედებს თავდაჯერებულობა, ნაწილობრივ კი ის, თუ რა დატვირთვით ითამაშეთ წინა თამაშები. მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებიც, მაგალითად, მწვრთნელის ლიდერობის უნარი.
გუნდის განწყობის, განსაკუთრებით კი თავდაჯერებულობის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ დაიქირაოთ ფსიქოლოგები.
ზოგიერთ მოვლენას, რომლებიც თამაშის განმავლობაში ხდება, გუნდის შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ისინი არ ცვლიან გუნდის განწყობას, არც საკუთარ ძალებში რწმენას, სამაგიეროდ განაპირობებენ მატჩის შედეგს. მაგალითად, დიდი უპირატესობის მქონე გუნდი ხშირად ტემპს უკლებს და დაცვაში მაგრდება. ასევე შეიძლება მოხდეს, რომ ცუდად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ მწვრთნელმა საჭირო სიტყვები იპოვოს და გუნდი მეორე ნახევრისთვის სათანადოდ განაწყოს. თუმცა სულ სხვა საკითხია, შეძლებენ თუ არა ისინი მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრებას.
სეზონებს შორის ფსიქოლოგიური ასპექტების უმეტესობა საშუალო მდგომარეობამდე „იქვითება“.
მითითებები
ჰეთთრიქის ვებ გვერდის დიზაინი ისე არის შერჩეული, რომ მითითებების გაცემა ყოველი გვერდიდანაა შესაძლებელი, მათი შინაარსისდა შესაბამისად. მაგალითად, თუ თქვენ სტადიონის გვერდზე იმყოფებით, შეგიძლიათ იქვე მისცეთ მითითება მისი ტევადობის გაზრდის შესახებ. ფეხბურთელის გვერდზე ყოფნის დროს შეგიძლიათ იქვე დააყენოთ იგი ტრანსფერზე. ყველაზე მნიშვნელოვანი მითითებების განხორციელება კი მატჩის მითითებების გვერდზე არის შესაძლებელი. აქ შეგიძლიათ უთხრათ ფეხბურთელებს, რა დატვირთვით ითამაშონ ესა თუ ის მატჩი, შეარჩიოთ ძირითადი შემადგენლობა, დაადგინოთ შემცვლელთა სია, გუნდის კაპიტანი და ა.შ. „მითითებების“ ბმულს იპოვით „მატჩების“ განყოფილებაში, შესაბამისი თამაშის მარჯვნივ. თქვენ შეგიძლიათ ყოველი კონკრეტული თამაშისთვის განსხვავებული მითითებები გასცეთ. ასევე, შეგიძლიათ, იმდენი მატჩისთვის დააწყოთ გუნდი, რამდენი მატჩიც ჩამონათვალშია, ეს არის ერთ–ერთი საშუალება სტრატეგიის წინასწარ შემუშავებისა რამდენიმე კვირისთვის, თუ თქვენ არ გექნებათ იმ დროისთვის გუნდის მიხედვის შესაძლებლობა. თუმცა, ეს სტრატეგია საკმაოდ სარისკოა, რადგან თქვენ ვერ გაითვალისწინებთ გუნდში მომხდარ ცვლილებებს, რომლებიც მოთამაშეების დისკვალიფიკაციასთან, ტრამვებთან, ან მათ ფორმიდან ამოვარდნასთან არის დაკავშირებული.
ყოველი თამაშისთვის მითითებების გაცემა წყდება დაწყებამდე 15 წუთით ადრე.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შემადგენლობას არ დააყენებთ, გამოყენებულ იქნება სტანდარტული შემადგენლობა. იგივე ეხება ვარჯიშსაც – თუ თქვენ არაფერს ცვლით, წვრთნა წინა კვირის მსგავსად ჩატარდება. სტანდარტული შემადგენლობის დაყენება შესაძლებელია მითითებების გვერდიდან. როგორც უკვე აღინიშნა, ტრამვირებულ მოთამაშეს ავტომატურად ჩაენაცვლება შემცვლელი.
მატჩის მითითების სქემა სტანდარტული 4–4–2 სისტემის მიხედვით არის აგებული, სადაც კონკრეტულ პოზიციაზე კონკრეტული მოთამაშის დაყენება ჩამოსაშლელი მენიუს საშუალებით ხდება. თუ ფეხბურთელი ტრამვირებულია, მისი გვარი მენიუში წითლად აღინიშნება. თუ თქვენ რომელიმე მოთამაშეს რომელიმე პოზიციაზე დააყენებთ, რომელიც უკვე შემადგენლობაში იყო, მისი გვარი გაუჩინარდება წინა პოზიციიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეუძლებელია ერთი მოთამაშის ერთდროულად ორ პოზიციაზე დაყენება.
თუ თქვენ 4–4–2 სისტემისგან განსხვავებული განლაგებით გსურთ თამაში, ამის მიღწევა ფეხბურთელის გადაადგილებით არის შესაძლებელი. მაგალითი: მარცხენა განაპირა მცველს ჩამოსაშლელი მენიუს მეშვეობით აძლევთ მითითებას „დამატებითი ნახევარმცველი“. ეს არსებულ განლაგებას 3–5–2–ით შეცვლის, ანუ, მოედანზე განაპირა მცველის ნაცვლად დამატებითი ნახევარმცველი გავა. ამავე მეთოდით შეიძლება თავდამსხმელისთვის მცველის პოზიციის მიკუთვნება. ამ შემთხვევაში განლაგება იქნება 5–4–1. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე–12 თავი – „ინდივიდუალური ბრძანებები და გადანაცვლება“.
მითითებების გვერდის ქვედა ნაწილში შეგიძლიათ აირჩიოთ სათადარიგო ფეხბურთელები, გუნდის კაპიტანი და სტანდარტული მდგომარეობების შემსრულებელი. იქვე იპოვით იმ გვერდის ბმულს, რომელიც პენალტების შემსრულებლების გვერდზე გადაგიყვანთ.
სტანდარტული შემადგენლობის დადგენა ყველასათვის რეკომენდებულია. ამის გაკეთება შესაძლებელია შემადგენლობის ქვევით მდებარე ფუნქციის „გამოვიყენოთ სტანდარტულ შემადგენლობად“ მონიშვნით და, შემდეგ, ამ მითითებების დასტურით. ამის შემდეგ, ჰეთთრიქი ამ შემადგენლობას ყველა მომდევნო მატჩისთვის დააყენებს, რისი შეცვლაც ნებისმიერ მომენტში იქნება შესაძლებელი მატჩის მნიშვნელობისა და სხვა გარემოებებისდა მიხედვით.
ტრანსფერები
ტრანსფერები განკუთვნილია ახალი მოთამაშეების შესაძენად და იმათ გასაყიდად, ვინც უკვე აღარ გჭირდებათ გუნდში.
მოთამაშეების გაყიდვა
მოთამაშის გასაყიდად საჭიროა მისი მოთავსება სატრანსფერო სიაში. ამის გაკეთება შესაძლებელია ფეხბურთელის პირად გვერდზე, სადაც მის გვარზე დაწკაპუნებით მოხვდებით. ამ გვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებულია ფეხბურთელის გაყიდვის განყოფილება. ჩამოსაშლელი მენიუს მეშვეობით ირჩევთ იმ კატეგორიას (პოზიციას), რომლითაც ფეხბურთელი გაიყიდება, და თანხას, რომლის მიღებაც გსურთ. კატეგორიის არჩევა აუცილებელია – მისი დიაპაზონი მერყეობს მეკარიდან თავდამსხმელამდე. აქ, რა თქმა უნდა, ის პოზიციაა ასარჩევი, რომელის მოთამაშის ძლიერ მხარეებს საუკეთესოდ შეესატყვისება.
ასევე საჭიროა მოთამაშის საწყისი ფასის მითითება – მინიმალური თანხა, რომლისთვისაც მზად ხართ მას შეელიოთ. ფეხბურთელი 3 დღის განმავლობაში იქნება სატრანსფერო სიაში, მას შემდეგ კი ის იმ კლუბში გადაინაცვლებს, რომელმაც მისთვის ყველაზე დიდი ფსონი დადო. ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ ერთმა გუნდმა მაინც მოისურვა მასზე იმ თანხის დადება, რომელიც თქვენ მოითხოვეთ.
გაყიდული მოთამაშე აუქციონის დამთავრების შემდეგ დაუყოვნებლივ გადადის ახალ გუნდში. თუ მყიდველი არ გამოინახა, ის თქვენს გუნდში რჩება. იმ შემთხევაში, თუ ფეხბურთელი უკვე ტრანსფერზეა, მისი გაყიდვის გადაფიქრება გამორიცხულია. თუ მოთამაშეზე ერთი ფსონი მაინც დაიდო, ის სატრანსფერო სიაში 3 დღე დაჰყოფს და, ამის შემდეგ, გუნდს დატოვებს. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ, რომ სანამ ფეხბურთელი ტრანსფერზე იმყოფება, მთელი ინფორმაცია მისი შესაძლებლობების, პიროვნების და ა.შ. ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
მოთამაშის შემადგენლობაში დაყენება დასაშვებია იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი ტრანსფერზე არის.
ყოველი დასრულებული აუქციონის შემდეგ მოთამაშის პირადი აგენტი, მისი გამზრდელი კლუბი და ბოლო კლუბი წაიღებენ სატრანსფერო თანხის გარკვეულ წილს. თქვენ მიერ მისაღები თანხის ზუსტი ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხანი დაჰყო მოთამაშემ თქვენს კლუბში. მაქსიმუმი, რისი იმედიც შეგიძლიათ გქონდეთ, არის 95% (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. დანართი 4). მოთამაშის ტრანსფერზე დაყენება 2 000 ლარი დაგიჯდებათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი არ გაიყიდა. შენიშვნა: თუ თქვენ ყიდით საკუთარი ახალგაზრდული გუნდის მიერ აღზრდილ მოთამაშეს, თქვენ არ მოგეცემათ მისი თანხის ბოლო გუნდისათვის განკუთვნილი პროცენტი, თუმცა, თუ ფეხბურთელი კლუბს კიდევ ერთხელ გამოიცვლის, თქვენ მიიღებთ ამ თანხას (თუ მან თქვენს გუნდში ერთი თამაშის ჩატარება მაინც მოასწრო). ასევე, თქვენ გეკუთვნით სატრანსფერო ფასის 2%, როგორც მოთამაშის აღმზრდელ კლუბს. მოთამაშის შემდგომი ტრანსფერების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ მხოლოდ მოთამაშის აღმზრდელი კლუბისთვის განკუთვნილ თანხას. თუ მოთამაშის გაყიდვას მისი ახალგაზრდული გუნდიდან გადმოყვანიდან 6 დღის შემდეგ გადაწყვეტთ, არ არის გამორიცხული გუნდის განწყობის გაუარესება.
მოთამაშეების ყიდვა
ფეხბურთელის სხვა კლუბიდან ყიდვისათვის საჭიროა შეხვიდეთ ჰეთთრიქის სატრანსფერო ბაზარზე, სადაც გუნდის მენიუს ქვეპუნქტ „ტრანსფერებზე“ დაწკაპუნების შემდეგ აღმოჩნდებით. აქ შეგიძლიათ ტრანსფერზე დაყენებული მოთამაშეების სიის ნახვა. მხოლოდ იმ ფეხბურთელების ყიდვაა შესაძლებელი, რომლებიც სატრანსფერო სიაში არიან მოხვედრილნი. შეუძლებელია მოთამაშის სხვა გუნდიდან პირდაპირი გადმოყვანა, ანაც მისი გაცვლა. თუ თქვენ ვერ პოულობთ მოთამაშეს, რომელსაც თქვენთვის სასურველი შესაძლებლობების კომპლექტი აქვს, თქვენ შეგიძლიათ ძებნა განაგრძოთ ან რომელიმე ცალკე აღებულ ქვეყანაში, ან ერთ–ერთ იმ რვა ზონათაგანში, რომელსაც ტრანსფერთა ძებნის ჩამოსაშლელ მენიუში იპოვით.
თუ იპოვეთ სასურველი მოთამაშე, დააწკაპუნეთ მის გვარზე, ამით მის პირად გვერდზე გადახვალთ, სადაც მოთამაშეებზე ფსონების დადება ხდება. აუცილებელია მოთამაშის გასაყიდი მინიმალური თანხის დადება, ანაც უკანასკნელი ფსონის მინიმუმ 2 000 ლარით აწევა. თუ მოთამაშის თანხა 100 000 ლარს აღემატება, ყოველი შემდგომი ფსონი, როგორც მინიმუმ, 2%–ით მეტი უნდა იყოს.
ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენ მიერ ჩამოსული ფსონების ჯამი არ უნდა აგდებდეს გუნდს 400 000 ლარზე მეტ ვალში.
ფსონების ასაწევი მინიმალური თანხა 2 000 ლარს შეადგენს. ფსონის დადება ნებისმიერ წამსაა შესაძლებელი აუქციონის დასრულებამდე. თუ ერთ–ერთი მენეჯერი ფსონს ვაჭრობის დასრულებამდე 3 წუთით, ან უფრო ცოტა ხნით ადრე აკეთებს, მაშინ ვაჭრობა კიდევ 3 წუთით ხანგრძლივდება. ეს გრძელდება იქამდე, სანამ თავად მყიდველების რაოდენობა არ გათავდება. თუ თქვენ ახალ მოთამაშეს ყიდულობთ, რომლის პიროვნული თვისებები მაინცდამაინც კარგი არაა, შესაძლებელია გაგიუარესდეთ გუნდის განწყობა, თუ ის დანარჩენ მოთამაშეებს წაეჩხუბება. როგორც კი თქვენ მოთამაშეს იყიდით, მყისვე უნდა გადაუხადოთ ერთი კვირის ხელფასი – ეს არის ყიდვასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯი.
გახსოვდეთ, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ვაჭრობის დასრულების პერიოდში ვებ გვერდს ტექნიკური სირთულეები შეექმნას. ამიტომ, თუ ჩასაფრებას აპირებთ ვაჭრობის უკანასკნელ წუთებამდე, თავს საკმაოდ დიდი რისკის წინაშე აყენებთ – ტექნიკური მიზეზების გამო ბოლო წუთებში ფსონების დადების შესაძლებლობა შესაძლოა წაგერთვათ და ეს თქვენ დაგბრალდებათ, რამეთუ ფსონის დადება იქამდეც იყო შესაძლებელი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სერვერის დაგეგმილი გამორთვის შემთხვევაში ვაჭრობა შეიძლება გაგრძელდეს (სამართლიანობის მაქსიმალური დაცვით).
მოთამაშეების ყიდვისას იხელმძღვანელეთ ინფორმაციით მისი შესაძლებლობების, ხასიათისა და ა.შ. ასევე გასათვალისწინებელია ფეხბურთელების უნარების ჯამური ინდექსი (TSI). თუმცაღა, მოთამაშის საბაზრო ღირებულება შეიძლება საგრძნობლად განსხვავდებოდეს იმისგან, რასაც მისი TSI–ის კვალობაზე ელით. ფეხბურთელის საბაზრო ღირებულებაზე პირველყოვლისა მისი ძირითადი შესაძლებლობის დონე ახდენს ზეგავლენას – თუ მოთამაშის ერთ–ერთი შესაძლებლობა „მსოფლიო დონისაა“, ხოლო, ყველა დანარჩენი – „სუსტი“, ის ბევრად მეტი ეღირება იმ ფეხბურთელზე, რომლის ყველა შესაძლებლობა „კარგს“ უდრის. გახსოვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშის ფორმა არ ახდენს არსებით გავლენას მის საბაზრო ღირებულებაზე, მას დიდი როლი ექნება რამდენიმე უახლოეს თამაშზე. გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძვირადღირებული მოთამაშე არ არის გუნდის სირთულეების დაძლევის გარანტი. თუ გსურთ, გამოიყენეთ ბმული „ტრანსფერების შედარება“, რათა მსგავსი დონის მოთამაშეების გასაყიდი ფასი მოიძიოთ.
სამართლიანი თამაში სატრანსფერო ბაზარზე
ძლიერი მოთამაშეები და მაღალი შემოსავლები ჰეთთრიქში წარმატების საწინდარია. ამიტომ დაუშვებელია, რომ ერთმა გუნდმა სხვებზე უპირატესობა სატრანსფერო ბაზარზე არაკორექტული ქცევით მოიპოვოს. ეს, კერძოდ, ითვალისწინებს, რომ მოთამაშეზე დადებული ფსონები რეალურის საზღვრებში უნდა იყოს. გახსოვდეთ, რომ აკრძალულია არა მხოლოდ რამდენიმე გუნდით თამაში, არამედ მეგობრებისთვის და ნათესავებისთვის „დახმარება“ მათგან მოთამაშის ძვირად ყიდვით. გეიმმასტერებს აქვთ ხელოვნურად აწეული ფასების კორექტირების, გაუქმების, ჯარიმების გაცემის, ანაც წესების დამრღვევების თამაშიდან გაგდების უფლება.
ლიგების სტრუქტურა
ლიგების რაოდენობა განსხვავებულია, მაგრამ მათი სტრუქტურა ყველა ქვეყანაში ერთნაირია. მაგალითად, ჰოლანდიაში იგი შემდეგნაირად გამოიყურება:
VI დონიდან მოყოლებული ლიგების ზომა ორმაგდება.
სხვა ქვეყნებშიც ლიგების სტრუქტურა ანალოგიურია, თუმცა ზოგიერთი ლიგის სახელი და დონეების რაოდენობა შესაძლოა განსხვავდებოდეს. ჩემპიონატის ყოველი სეზონი 16 კვირა გრძელდება და ჩემპიონატის 14 ტურისგან, საკვალიფიკაციო მატჩების კვირისგან და უქმე კვირისგან შედგება.
ყოველ ლიგაში 8 გუნდი იბრძვის პირველობისთვის და სეზონში ორჯერ ეთამაშება ყველა მოწინააღმდეგეს, რაც ჯამში 14 ტურს შეადგენს. ყველაზე დაბალი დონის ლიგების გარდა, ყველა ლიგაში ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი პირდაპირ ვარდება უფრო დაბალ ლიგაში. მათ ადგილს ერთით დაბალი დონის ლიგების გამარჯვებულთა შორის საუკეთესოები (ყველაზე მეტი ქულის მფლობელები) იკავებენ. ანუ, ლიგების გამარჯვებულთა ნახევარი ავტომატურად გადადის უფრო მაღალ ლიგაში, ხოლო მეორე ნახევარს მე–5 და მე–6 ადგილზე გასულებთან მოუწევთ საკვალიფიკაციო მატჩის ჩატარება. ამ გამარჯვებულთაგან საუკეთესოები საკვალიფიკაციო მატჩებს მართავენ მე–6 ადგილზე ყველაზე ცუდი შედეგით გასულ გუნდებთან, ხოლო უარესები – მე–5 ადგილზე საუკეთესო შედეგებით გასულ გუნდებთან. VII და უფრო დაბალი დონის ლიგებში, კენტი ლიგებიდან გადასასვლელი მატჩების გარეშე უფრო მაღალ ლიგაში გადადიან 1–ლ და მე–2 ადგილზე გასული გუნდები, ხოლო ლუწი ლიგებიდან – მხოლოდ გამარჯვებულები.
ტარდება მხოლოდ ერთი საკვალიფიკაციო მატჩი. უფრო მაღალი დონის ლიგაში მყოფი გუნდი, ანუ ის ვინც იბრძვის ადგილის შენარჩუნებისთვის, საკუთარი მინდვრის უპირატესობას ფლობს.
საკვალიფიკაციო მატჩებში გუნდების დაწყვილება ხდება მათი რეიტინგის შესაბამისად. საკვალიფიკაციო მატჩში წყდება მხოლოდ მასში მონაწილე გუნდების ადგილების გაცვლა–არგაცვლა. მაგალითად, თუ IV დონის ლიგის გუნდი გადასასვლელ მატჩს მოუგებს V დონის ლიგის გუნდს, ისინი თავიანთ ლიგებში რჩებიან, ხოლო თუ ის დამარცხდა – ისინი ლიგებში ადგილებს გაცვლიან. რეიტინგის განმსაზღვრელი კრიტერიუმების თანამიმდევრობა, მათი მნიშვნელობის მიხედვით დალაგებული, ამგვარად გამოიყურება: ადგილი ლიგაში, ქულების რაოდენობა, ბურთების სხვაობა და გატანილი გოლების რაოდენობა.
ადგილი ლიგაში განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ქულების რაოდენობა, ბურთების სხვაობა, გატანილი გოლების რაოდენობა.
ეროვნული თასი
თასის გათამაშებაში ებმებიან საუკეთესო რეიტინგის მქონე გუნდები. მათი რაოდენობა 128–დან 32 768–მდე მერყეობს, ანუ ყოველთვის არსებობენ ისეთი დაბალრეიტინგული გუნდები, რომლებიც თასის გათამაშების მიღმა რჩებიან. მაგალითად, 680 გუნდიან ლიგაში 512 იბრძოლებს თასის მოსაპოვებლად, 10 920 გუნდიან ლიგაში – 8 192.
• სათასო მატჩები შუა კვირაში ტარდება. ზუსტ თარიღს შეიტყობთ საქართველოს გვერდზე მდებარე ბმულ „მოვლენათა კალენდარზე“ გადასვლით.
• თასის გათამაშება ჩემპიონატის პირველი რაუნდის წინმსწრებ კვირას იწყება. პირველ რაუნდში მონაწილე გუნდები ერთი კვირით ადრე წყვილდებიან, მომდევნო რაუნდის წყვილები წინა შეხვედრების დამთავრებისთანავე ირკვევა.
• უფრო მაღალი რეიტინგის გუნდი გასვლაზე თამაშობს. ნახევარფინალები და ფინალი ნეიტრალურ მინდორზე იმართება.
• წყვილდებიან სარეიტინგო ცხრილის შუა ნაწილიდან თანაბრად დაშორებული გუნდები. ადგილი სარეიტინგო ცხრილში გასული ჩემპიონატის შედეგებით დგინდება, შესაბამისად, თასის მსვლელობისას გუნდების რეიტინგი არ იცვლება.
• შენიშვნა: მასპინძელი გუნდის შემოსავალი, ბილეთებიდან შემოსავლის 2/3–ს შეადგენს, გასვლაზე მოთამაშის 1/3–ს. ნახევარფინალში და ფინალში ბილეთებიდან შემოსავალს გუნდები თანაბრად იყოფენ. მოგეხსენებათ, IV ლიგის გუნდის გულშემატკივრები სიხარულით წავლენ უფრო მაღალი ლიგის გუნდთან შეხვედრაზე, საპირისპიროს მტკიცებას ნამდვილად არ აქვს აზრი. პირველ თამაშებზე, როგორც წესი, ნაკლები გულშემატკივარი მოდის, მაგრამ მომდევნო ტურებში მატჩებისადმი ინტერესი მატულობს, ანუ თასის გათამაშებაში წინსვლა საკმაოდ სარფიანი საქმეა.
• თასის გათამაშების ფინალში გამარჯვებული 1 600 000 ლარს იღებს, დამარცხებული – 800 000 ლარს, ნახევარფინალებში დამარცხებულები თითოეული 400 000 ლარს. მეოთხედფინალებში დამარცხებულები 200 000 ლარს, ხოლო მერვედფინალებში დამარცხებულები – 100 000 ლარს. თუმცა, თასის გათამაშებაში მონაწილეს ძირითადი შემოსავალი ბილეთების გაყიდვიდან შემოსდის.
• თუ სათასო მატჩის ძირითადი დრო ფრე დასრულდა, ინიშნება დამატებითი დრო, რომლის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში პენალტების სერიის ჯერი დგება. პენალტისტების შერჩევის შესახებ მე–15 თავში შეიტყობთ. თამაშის ძირითადი დროის მეორე ტაიმთან შედარებით, დამატებით დროში მეტად მნიშვნელოვანი ხდება გამძლეობა და გუნდის გამოცდილება, რომელიც უზრუნველყოფს ნერვული სიტუაციის განმუხტვას.
სათასო მატჩების ცხრილი შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს გვერდის განყოფილება „თასში“. აქ შეიტყობთ რამდენი რაუნდია ნათამაშები, რა შედეგით დასრულდა ისინი, თუმცა, თასის საწყის ეტაპზე, მატჩების დიდი რაოდენობის გამო შესაძლოა თამაშების ცხრილი არ გამოქვეყნდეს.
გახსოვდეთ, სათასო მატჩებზეც არსებობს ტრამვები. რეალურ ფეხბურთშიც ხომ რთულია, ერთი შემადგენლობით მთელი სეზონის მაღალ დონეზე ჩატარება. ზოგჯერ უმჯობესია ძირითადი შემადგენლობა დაასვენოთ და „ნახევარი ძალით“ სათამაშოდ სათადარიგო ფეხბურთელები გამოიყვანოთ მოედანზე. მეორე მხრივ, თასის გათამაშებაზე თამაში სალაროს შევსების საუკეთესო საშუალებაა, განსაკუთრებით უმაღლეს ლიგასთან ახლოს მყოფ ლიგებში მოთამაშე, ამბიციური გუნდებისთვის. წარმატება თასის გათამაშებაში ყოველთვის გადაწონის შესაძლო ტრამვებით მიღებულ ხარჯებს. ყოველი სეზონის ბოლოს ჩემპიონატისა და თასის გათამაშების გამარჯვებულები „დიდების დარბაზში“ იმკვიდრებენ ადგილს.
ამასთან, სათასო მატჩებზე ფეხბურთელები ძვირფას გამოცდილებას იძენენ.
გახსოვდეთ, თასის გათამაშების ბომბარდირი ვერ მიიღებს ვერც ფულად, ვერც სამახსოვრო პრიზს. ეს მოვლენა არ აისახება მის სამახსოვრო ჩანაწერებში.
ეროვნული ნაკრებები
რეალური ფეხბურთის მსგავსად, ჰეთთრიქშიც არსებობს ეროვნული ნაკრებები. მაგრამ ჰეთთრიქში ეროვნული ნაკრების მწვრთნელს თავად ირჩევთ. შესაძლოა თქვენც გახდეთ თქვენი ქვეყნის თავკაცი, თუ კოლეგები არჩევნებში მოგცემენ ხმას.
მსოფლიო თასი ერთი სეზონის გამოტოვებით ტარდება. იგი იწყება საკვალიფიკაციო თამაშებით. ფლეიოფში მონაწილეობს ის 32 გუნდი, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს საკვალიფიკაციო მატჩებში. ფლეიოფი შედგება ხუთი რაუნდისაგან და მსოფლიო თასის ფინალისგან. საკვალიფიკაციო ჯგუფებში ეროვნული ნაკრებების განაწილება ხდება წინა მსოფლიო თასზე ნაჩვენები შედეგების საფუძველზე გამოთვლილი რეიტინგის მიხედვით.
ეროვნული ნაკრების გარდა ყველა ქვეყანას ჰყავს ახალგაზრდული ნაკრები, რომელშიც თამაშობენ 20 წლამდე ასაკის ფეხბურთელები. მსოფლიო თასის მომდევნო სეზონში, ანალოგიური წესებით ტარდება მსოფლიო თასი ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის. ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი იმავდროულად ვერ იქნება ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, თუმცა, არჩევის წესი ანალოგიურია.
თუ ნაკრებები არ მონაწილეობენ მსოფლიო თასის გათამაშებაში, საკლუბო გუნდების მსგავსად შეუძლიათ ითამაშონ ამხანაგური თამაშები.
ნაკრებების მწვრთნელებს ირჩევენ 2 სეზონის ვადით. მათი უფლებამოსილება წყდება მსოფლიო თასის ფინალური მატჩის დასრულებისთანავე. მომდევნო არჩევნები ტარდება ახალი სეზონის პირველი ორი კვირის განმავლობაში.
ნაკრების მწვრთნელს შეუძლია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიწვიოს ეროვნულ ნაკრებში შესაბამისი ეროვნების ფეხბურთელი, თუნდაც ეს უკანასკნელი სხვა ქვეყნის ლიგაში თამაშობდეს. ნაკრების მწვრთნელისთვის, ისევე, როგორც შესაბამისი კლუბის მეპატრონისთვის, ხელმისაწვდომია სრულყოფილი ინფორმაცია ნაკრების ფეხბურთელების შესახებ. ნაკრების შემადგენლობა იცვლება იმის მიხედვით, მწვრთნელი მოიწვევს თუ დაითხოვს ამა თუ იმ ფეხბურთელს. ყოველი ცვლილების შემდეგ ეცემა გუნდის განწყობა. ამ მოვლენის საბოლოო მიზანი ჰეთთრიქის რეალურ ფეხბურთთან დაახლოებაა, სადაც ეროვნული ნაკრებების შემადგენლობა არაა დამოკიდებული ცალკეული ფეხბურთელის სათამაშო ფორმის ცვლილებაზე და ყოველკვირეულად არ იცვლება. მაგალითად, თუ შოთა არველაძემ რამოდენიმე უსახური მატჩი ჩაატარა საკუთარ კლუბში, ეს არ ხდება მისი ნაკრებიდან დათხოვნის მიზეზი. ნაკრებში მოწვეული 25 ფეხბურთელიდან მწვრთნელი ირჩევს სამატჩო განლაგებას, ზუსტად ისევე, როგორც თქვენ აკეთებთ ამას საკუთარ კლუბში.
ფეხბურთელის ნაკრებში აყვანის შემდეგ, საკუთარ კლუბში სათამაშოდ მას არანაირი შეზღუდვა არ უწესდება. ეროვნული ნაკრებების და საკლუბო გუნდების თამაშები სხვადასხვა დღეებში იმართება. თქვენი ფეხბურთელი თქვენს განკარგულებაშია, თუმცა ყოველთვის არსებობს ეროვნული ნაკრების თამაშზე ტრამვის მიღების რისკი. „ა“ თქვენი ფეხბურთელის მიერ ნაკრებში ჩატარებული ყოველი მატჩის შემდგომი ეფექტი მასზე: 1. ეს არანაირად არ იმოქმედებს მის ვარჯიშზე. მის მიერ ნაკრებში ნათამაშები პოზიცია არ გათვალისწინდება. ფეხბურთელი ივარჯიშებს მხოლოდ საკლუბო გუნდში მატჩის ჩატარების შემთხვევაში და იმ პოზიციაზე, რომელშიც გამოვიდა მინდორზე ამ მატჩში.
2. მატჩის დასრულებისთანავე, მფლობელი კლუბი მიიღებს ნაწილობრივ კომპენსაციას ფეხბურთელის ხელფასის 33 ან 40 %–ის ოდენობით. ეს დამოკიდებულია იმაზე, ლეგიონერია ეს ფეხბურთელი, თუ საკუთარი ქვეყნის ლიგაში თამაშობს.
3. თუ ფეხბურთელს მოუწევს საფეხბურთო მინდვრის დატოვება ტრამვის გამო, ნაწილობრივი სახელფასო კომპენსაციის ნაცვლად, მფლობელი კლუბი მიიღებს სრულ კომპენსაციას, ფეხბურთელის ხელფასის 100%–ის ოდენობით, გამოჯანმრთელებისათვის საჭირო სავარაუდო ვადის განმავლობაში.
4. ნაკრებში თამაშისას ფეხბურთელი იძენს ბევრად მეტ გამოცდილებას, ვიდრე საკლუბო მატჩისას. მაგალითი: გიორგი ბერიძე საქართველოს ნაკრების წევრია. იგი თამაშობს ერთ–ერთ ჰოლანდიურ საკლუბო გუნდში. მისი ძირითადი ხელფასი 30 000 ლარია. ჰოლანდიური კლუბი მას უხდის 30 000 * 1.2 = 36 000 ლარს. პარასკევს, 6 რიცხვში ჩაატარა შეხვედრა ნაკრების შემადგენლობაში. მატჩის დამთავრებისთანავე მისმა კლუბმა მიიღო ნაწილობრივი სახელფასო კომპენსაცია 0.33 * 36 000 = 11 880 ლარი. სავარჯიშოდ მან უნდა ითამაშოს საკლუბო გუნდის შემადგენლობაში. მან შეიძინა საკმაოდ დიდი გამოცდილება. მეტი არანაირი ფინანსური ან სხვა ცვლილება კლუბში არ მომხდარა: სხვა დამატებითი სარგებელი კლუბს არ მიუღია, არც გულშემატკივრების რაოდენობა გაზრდილა, საკლუბო გუნდის შემადგენლობაში თამაშების გამოტოვების გამო სპონსორებს თანხები არ შეუმცირებიათ და ა.შ.
პარასკევს, 13 რიცხვში ჩაატარა შეხვედრა ნაკრების შემადგენლობაში, ოღონდ ტრამვის გამო დატოვა სათამაშო მინდორი და გამოსაჯანმრთელებლად სჭირდება დაახლოებით 3 კვირა. მატჩის დამთავრებისთანავე მისმა კლუბმა მიიღო სრული კომპენსაცია 1.0 * 3 * 36 000 = 108 000 ლარი. (ემატება კლუბის დროებით შემოსავლებს). ნაწილობრივი სახელფასო კომპენსაციას კლუბი აღარ იღებს.
ქცევის წესები
ჰეთთრიქი არის აბსოლუტურად უფასო თამაში. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის დაცვა, ძალიან მარტივი და ნათელი ქცევის წესებისა. თუ თქვენ ხედავთ, რომ ვინმე არღვევს ამ წესებს, ჩვენი დიდი თხოვნა იქნება შეატყობინოთ ეს გეიმმასტერებს.
www.hattrick.org საიტიდან კატეგორიულად აკრძალულია გვერდების სკანირება.
წესების ნებისმიერი დამრღვევი შესაძლოა დაუყოვნებლივ დისკვალიფიცირებულ იქნას ჰეთთრიქიდან.
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ გეიმმასტერებს აქვთ ყველანაირი უფლება, გადაწყვიტონ, არღვევს თუ არა ესა თუ ის მომხმარებელი წესს.
თქვენთვის, როგორც ჰეთთრიქის მოთამაშისათვის, კატეგორიულად აკრძალულია შემდეგი:
- მუქარის, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი სახის წერილების ფოსტით ან სხვა საშუალებით, მოთამაშეებისათვის გაგზავნა ან ფორუმზე დაწერა. ასევე, სახიფათო, სარეკლამო ან უცენზურო სიტყვების შემცველი წერილების პირადად გაგზავნა ან ფორუმზე დაწერა.
- ჰეთთრიქის საკუთრების მოპარვისა ან ზიანის მიყენების მცდელობა, ან ამაში სხვისთვის ხელშეწყობა, წახალისება. ამ საკუთრებაში შედის სერვერები, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა მასალები, რომელთა საავტორო უფლებებიც დაცულია.
- სხვა მოთამაშეთა პაროლის მოპარვის მცდელობა, ან მათთვის ზიანის მიყენება რაიმე სხვა შეუფერებელი მეთოდით.
- მცდელობა ინფორმაციის მიღებისა იმ ბმულების გამოყენებით, რომლებიც არ დევს ვებ გვერდზე, ან ინფორმაციის გაგზავნა ანალოგიური ხერხებით.
- ვებ გვერდის სკანირება. შექმნა, გამოყენება და გავრცელება პროგრამული უზრუნველყოფისა, რომლებიც ავტომატიზაციას უკეთებენ სათამაშო პროცესის ელემენტებს, თუ ეს პროგრამები არ არის სანქცირებული თამაშის შემქმნელების მიერ. აგრეთვე აკრძალულია ვებ გვერდის შემადგენელი ნაწილების ავტომატურად გამოყენება სხვა ვებ გვერდებზე ან პროგრამებში.
- თამაშის წესების დარღვევის სხვისთვის უსაფუძვლოდ დაბრალება, რეალური საგნების ან მომსახურების რეკლამირება. აგრეთვე აკრძალული საქმიანობის ან ნარკოტიკების რეკლამირება. გეიმმასტერების და მოდერატორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხილვა და მათთან შეკამათება. ეს წესები მოქმედებს ჰეთთრიქის ყველა მოთამაშისათვის.
სასტიკად აკრძალულია ვებ გვერდზე ნავიგაცია ან ინფორმაციაზე წვდომა შემდეგი მეთოდების გარდა:
- ნავიგაცია ბრაუზერის საშუალებით და ბმულების გამოყენებით.
- ინფორმაციის მიღება CHPP პროგრამების საშუალებით.
ეს ნიშნავს იმას, რომ აკრძალულია თქვენი ბრაუზერის მისამართის ველში (ან სხვა პროგრამის) მოცემული ბმულის შეცვლა ვებ გვერდზე არსებული, განსაზღვრული ინფორმაციის მისაღებად ან შესაცვლელად. ამ წესების დაუცველობამ შეიძლება მიგიყვანოთ იქამდე, რომ თქვენი გუნდი დაიბლოკოს.
აგრეთვე გახსოვდეთ, რომ თითოეულ მომხმარებელს აქვს მხოლოდ ერთი გუნდის ყოლის უფლება. არ არის დაშვებული სხვა გუნდების მართვა მეგობრის სახელით – გუნდი უნდა მართოს მხოლოდ მისმა მეპატრონემ. ის, ვინც დარეგისტრირდა და შედის გუნდში, ითვლება კლუბის ერთადერთ მფლობელად და მმართველად. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მისცეთ უფლება თქვენს მეგობარს ან ოჯახის წევრს, შევიდნენ თქვენს გუნდში. აგრეთვე აკრძალულია ფეხბურთელთა ყიდვა მეგობრებისაგან არარეალურ ფასად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გსურთ მათ თვალში კარგი ბიჭი იყოთ. და ბოლოს, არ არის დაშვებული თქვენი გუნდის სხვისთვის მიცემა, რამეთუ ეს არასამართლიანია იმ ხალხის მიმართ, ვინც დგას რიგში და ჯერ კიდევ ელოდება გუნდს.
ყველა სხვა სიტუაციაში, რომელიც არ არის მოყვანილი ზემოთ, გეიმმასტერებსა და მოდერატორებს აქვთ სრული უფლება, მიიღონ ახალი გადაწყვეტილება არსებული წესების მიხედვით.
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ აგრეთვე ფორუმის წესებსაც.
მარტივია, არა? თქვენ თამაშობთ ჰეთთრიქს იმისათვის, რომ გაერთოთ. იმავე მიზანი აქვთ დანარჩენებსაც. ასე რომ, მოდით, ამაში ხელს ნუ შევუშლით ერთმანეთს, ახლაც და მომავალშიც.
გეიმმასტერები
ჰეთთრიქში არის რამდენიმე გეიმმასტერი (GM). ეს არის ჯგუფი გამოცდილი და პასუხისმგებლობის მქონე მოთამაშეებისა, რომლებიც ვალდებულნი არიან, ყურადღება მიაქციონ თამაშის სწორად და სამართლიანად წარმართვას, აღმოფხვრან თაღლითობები და დახმარება გაუწიონ სხვა მოთამაშეებს სხვადასხვა პრობლემების არსებობის შემთხვევაში. გეიმმასტერები მუშაობენ თავიანთი ნებით და არ იღებენ შემოსავალს შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ.
იდეაში, თქვენ უნდა დაგჭირდეთ მათთან დაკავშირება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ, მაგალითად, ვერ შედიხართ თქვენს გუნდში, ან გსურთ, შეატყობინოთ ნაპოვნი შეცდომის შესახებ, ან ეჭვი გაქვთ იმაზე, რომ რომელიმე ჰეთთრიქელი არღვევს წესებს.
ზოგჯერ გეიმმასტერებს უწევთ თავიანთი უფლებების გამოყენება – მატყუარა მოთამაშეების თამაშიდან გაძევება ან იმ ხალხის დასჯა, ვინც არღვევს წესებს. თუ თქვენ დაგაბრალეს ასეთი რამე და თვლით, რომ არ ხართ დამნაშავე, თქვენ გაქვთ უფლება აუხსნათ მათ, რატომ არ ხართ დამნაშავე. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ჰეთთრიქში მოქმედებს იგივე წესები, რაც საფეხბურთო მოედანზე.
გეიმმასტერების გადაწყვეტილება არის საბოლოო და არ ექვემდებარება გაპროტესტებას. თქვენ შეგიძლიათ დაინტერესდეთ, თუ რატომ გამოგაგდეს თამაშიდან, მაგრამ გეიმმასტერები არ არიან ვალდებულნი, გიპასუხონ დაწვრილებით, თუ როგორ გაიგეს მათ ამ დარღვევის შესახებ. ამის ახსნა მათთვის სავალდებულო რომ იყოს, მაშინ დარღვევების აღმოჩენა კიდევ უფრო გართულდებოდა.
ამგვარად, გეიმმასტერები არ არიან ვალდებულნი, ამტკიცონ რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი, მაგრამ მათ აუცილებლად უნდა მიიღონ საჭირო ზომები, თუ ასეთ დარღვევას აღმოაჩენენ.
გეიმმასტერებს აქვთ დასჯის რამოდენიმე მეთოდი წესების დამრღვევის კლუბის დაჯარიმებიდან დაწყებული, თამაშში შესვლის აკრძალვით დამთავრებული.
ჩვენ, ჰეთთრიქის გუნდი, მხარს ვუჭერთ გეიმმასტერების ქმედებებს. ჩვენთან ერთად ისინი რეგულარულად განიხილავენ დარღვევებისა და თაღლითობების აღმოფხვრის მეთოდებს, მაგრამ ჩვენ არასოდეს ვერევით კონკრეტული სიტუაციის განხილვაში, რამეთუ გეიმმასტერებად ვნიშნავთ იმ ხალხს, ვისაც აბსოლუტურად ვენდობით.
გეიმმასტერების გვერდი
გეიმმასტერებთან დასაკავშირებლად შედით „გეიმმასტერების გვერდზე“. ჩვენი თხოვნა იქნება, ნუ გამოიყენებთ ჰეთთრიქის ფოსტას გეიმმასტერებთან სხვადასხვა საკითხების გასარკვევად, ამისათვის დაუკავშირდით მათ ელექტრონული ფოსტით. ჰთ–ფოსტას ისინი, ისევე როგორც თქვენ, იყენებენ როგორც კლუბის მეპატრონეები. ამას გარდა, მიმოწერა მომხმარებელსა და გეიმმასტერთა გუნდს შორის ითვლება პირადულად და მისი მესამე პირისათვის გაცნობა დაუშვებელია.
სხვადასხვა
აკრძალულია იმ გვერდების სკანირება, რომლებიც www.hattrick.org–ის სისტემას ეკუთვნიან. სამაგიეროდ, უტილიტების და დანამატების დამმუშავებლებს მივაწვდით XML–ფაილებს. ამ უფლების მისაღებად საჭიროა CHPP პროგრამის მონაწილე გახდეთ.
იდეალურ ვარიანტში, სერვერები მუდმივად უნდა ფუნქციონირებდნენ, თუ არ ჩავთვლით შესაძლო ჩავარდნებს, რომლებიც ტექნიკურ გაუმართაობასთან, ანაც აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებით არის გამოწვეული. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ წინასწარ შეგატყობინოთ სერვერთა მუშაობის მოსალოდნელი შეფერხებების შესახებ. თუმცა, ზოგჯერ გარემოებათა გამო იძულებულნი ვართ, ისინი გაუფრთხილებლად გამოვრთოთ.
ხანდახან გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ხდება, როგორიცაა პროგრამული ჩავარდნები (ე.წ. ბაგები). თუ თქვენ რაიმე საეჭვო აღმოაჩინეთ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ გეიმმასტერს და ჩვენ მაშინვე გავერკვევით სიტუაციაში. როდესაც ჩვენ შეცდომებს ვასწორებთ, ვცდილობთ რეალობასთან მაქსიმალურად დაახლოებულნი ვიყოთ, თუმცა პრაქტიკული მიზეზების გამო მატჩის გადათამაშება შეუძლებელია. მსაჯთა უსამართლო გადაწყვეტილება, თამაშის გამფუჭებელი მოედნის ხარვეზები ან უბრალო უიღბლობა, როგორც უკვე ითქვა, თამაშის ნაწილია.
ერთადერთი, რაც თქვენ თამაშისთვის გესაჭიროებათ, არის ინტერნეტი, შედარებით ახალი ვებ ბრაუზერი (Netscape Navigator 4.0 ან Internet Explorer 4.0 საკმარისი იქნება) და საკუთარი საფოსტო მისამართი.
ჰეთთრიქის პერსონალი მუდმივად ცდილობს თამაშის გაუმჯობესებას. ყოველ წუთს შეიძლება თამაშში რაღაც შეიცვალოს და ახალი რამ გაჩნდეს. სისტემური ცვლილებები ძირითადად სეზონებს შორის ხდება. ჩვეულებრივ, თამაშს ახალი ფუნქციები ემატება და მოქმედი ფუნქციები იხვეწება. მაგალითად, ფეხბურთელის საბაზრო ფასის დასაანგარიშებელი ფორმულა და ა.შ. ჰეთთრიქი მუდმივად განვითარებადი თამაშია, რომელიც არასდროს „მთავრდება“, ამიტომ, ზოგჯერ იძულებულნი ვართ, ოდნავ შევცვალოთ ესა თუ ის ასპექტი, თუნდაც იმის თავიდან ასაცილებლად, რომ ზოგიერთი გუნდი აბსოლუტურად დაუძლეველი არ გახდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სათამაშო პროცესის მონიტორინგისას მისი პროგრამისტები ზოგჯერ იძულებულნი არიან მასზე მართვითი ზეგავლენა მოახდინონ. ისინი ამის გაკეთებას მაქსიმალურად სამართლიანად და უმტკივნეულოდ ცდილობენ, თან ამის შესახებ ყველას ბევრად ადრე აფრთხილებენ, რათა მომხმარებელს მომავალი ცვლილების გასათვალისწინებლად საკმარისი დრო ჰქონდეს. თუმცაღა, ცალკეულ შემთხვევებში სიტუაცია დაუყოვნებლივ ჩარევას ითხოვს.
თქვენ უკვე გაეცანით ქცევის წესებს შესაბამის განყოფილებაში, თქვენი, როგორც ჰეთთრიქის მომხმარებლის, ერთადერთი ვალდებულება მათი შესრულებაა. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე, ჩვენზე და ჰეთთრიქის დანარჩენ მოთამაშეებზე, რომ ერთმანეთს სხვადასხვა პრობლემები ავაცილოთ.
ყოველ მოთამაშეს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი გუნდი. თუ თქვენ რამდენიმე გუნდის მფლობელი ხართ, ყველა მათგანი დაიხურება, თქვენ კი ჰეთთრიქიდან გაგაძევებენ. ის ფაქტი, რომ გუნდის ფორმალური მფლობელი თქვენი მეგობარი შეიძლება იყოს, შეღავათს არ გაძლევთ. თუ თქვენ რამდენიმე გუნდს მართავთ (აძლევთ რა მათ ბრძანებებს), ეს უკვე მათ მფლობელად გხდით. წესის მიხედვით, მხოლოდ იმ პირს შეუძლია გუნდის მართვა, ვისაც მასზე განაცხადი აქვს შეტანილი. კიდევ ერთხელ, რამდენიმე გუნდის მართვა სასტიკად აკრძალულია. ყველა მათგანი, ვინც ამის გაკეთებას შეეცადა, თამაშიდან გააგდეს. ხშირად ბევრი დრო გადის, სანამ თქვენ მიერ ორი გუნდის ქონა გამოაშკარავდება, თუმცა, ადრე თუ გვიან, ეს გარდაუვალია. რაც უფრო მეტ დროს და მცდელობას ჩააქსოვთ ამ თამაშში, მით უფრო საწყენი იქნება მისი სირცხვილით დატოვება.
გაურკვევლობის შემთხვევაში დაუსვით კითხვები გეიმმასტერს, მისამართზე global@hattrick.org.
Appendix 1. The Hattrick Week
Something's nearly always happening at Hattrick. No matter what time of day you visit the site, thousands of users will be logged in. The transfer market never sleeps, and neither do the conferences and chat. However, some particular times are important to remember, and you can find them all on the information page for your league. To find these, visit the League page and click "League Dates". Keep in mind that the times stated here are given in Central European Time, CET, which is GMT +1:
Appendix 2. Denominations
In the Hattrick database, all team and player abilities are represented by exact numerical values. However, describing a player's skill at something as 37.567 would be pretty boring and not very realistic. Instead, we use different denominations to describe these values, so one player might be "excellent" at passing the ball, while another player might be "formidable". This is how the denominations are organized:
Category | Possible levels (highest first) |
Player abilities etc | divine |
utopian | |
magical | |
mythical | |
extra-terrestrial | |
titanic | |
supernatural | |
world class | |
magnificent | |
brilliant | |
outstanding | |
formidable | |
excellent | |
solid | |
passable | |
inadequate | |
weak | |
poor | |
wretched | |
disastrous | |
Coach skills / | excellent |
Form / | solid |
Leadership | passable |
inadequate | |
weak | |
poor | |
wretched | |
disastrous | |
Formation experience / | excellent |
Youth squad | solid |
passable | |
inadequate | |
weak | |
poor | |
wretched | |
disastrous | |
Sponsors & supporters | Sending love poems to you |
dancing in the streets | |
high on life | |
delirious | |
satisfied | |
content | |
calm | |
irritated | |
furious | |
murderous | |
Agreeability | beloved team member |
popular guy | |
sympathetic guy | |
pleasant guy | |
controversial person | |
nasty fellow | |
Honesty | saintly |
righteous | |
upright | |
honest | |
dishonest | |
infamous | |
Aggressivity | tranquil |
calm | |
balanced | |
temperamental | |
fiery | |
Team spirit | Paradise on Earth! |
walking on clouds | |
delirious | |
satisfied | |
content | |
calm | |
composed | |
irritated | |
furious | |
murderous | |
like the Cold War | |
Team confidence | extremely exaggerated |
completely exaggerated | |
slightly exaggerated | |
wonderful | |
strong | |
decent | |
poor | |
wretched | |
disastrous | |
non-existent |
Appendix 3. Currencies
These are the exchange rates used in the Hattrick economy. Normally, you don't have to worry about the exchange rates at all, as all amounts are automatically translated into your own local currency. However, when you communicate with users from other leagues, it can be useful to know the exchange rates.
League | Relative rate | Currency |
Al Iraq | 5 | 100 dinar = 50 US$ |
Al Jazair | 0.1 | 10.000 DZD = 100 US$ |
Al Maghrib | 1 | 1.000 dirhams = 100 US$ |
Al Urdun | 5 | 100 JOD = 50 US$ |
Andorra | 10 | 100 € = 100 US$ |
Argentina | 10 | 100 Pesos = 100 US$ |
Azərbaycan | 10 | 100 AZN = 100 US$ |
Bahrain | 20 | 50 BHD = 100 US$ |
Barbados | 5 | 100 BHD = 50 US$ |
Belarus | 5 | 10.000 BYR = 50 US$ |
België | 10 | 100 € = 100 US$ |
Bolivia | 1 | 1.000 Bs = 100 US$ |
Bosna i Hercegovina | 5 | 100 marka = 50 US$ |
Brasil | 5 | 100 reais = 50 US$ |
Bulgaria | 5 | 100 Lev = 50 US$ |
Cabo Verde | 0.1 | 10000 Esc. = 100 US$ |
Canada | 5 | 100 C$ = 50 US$ |
Ceská republika | 0.25 | 100 Kc = 2.5 US$ |
Chile | 50 | 20.000 Pesos = 100 US$ |
China | 1 | 1.000 Yuan = 100 US$ |
Chinese Taipei | 10 | 100 $ = 100 US$ |
Colombia | 10 | 100 US$ = 100 US$ |
Costa Rica | 4 | 250.000 Colon = 100 US$ |
Côte d'Ivoire | 20 | 50 XOF = 100 US$ |
Cymru | 15 | 100£ = 150 US$ |
Cyprus | 5 | 100CYP = 50 US$ |
Danmark | 1 | 1.000 Kr = 100 US$ |
Deutschland | 10 | 100 € = 100 US$ |
Ecuador | 10 | 100 $ = 100 US$ |
Eesti | 0.5 | 100 Krooni = 5 US$ |
El Salvador | 10 | 100 US$ = 100 US$ |
England | 15 | 100 £ = 150 US$ |
España | 10 | 100 € = 100 US$ |
Føroyar | 1 | 1.000 Kroner = 100 US$ |
France | 10 | 100 € = 100 US$ |
Guatemala | 10 | 100 $ = 100 US$ |
Hanguk | 10 | 100.000 Won = 100 US$ |
Hayastan | 20 | 50.000 dram = 100 US$ |
Hellas | 10 | 100 € = 100 US$ |
Honduras | 5 | 100 HNL = 50 US$ |
Hong Kong | 1 | 1.000 HKD = 100 US$ |
Hrvatska | 1 | 1.000 Kuna = 100 US$ |
India | 0.25 | 100 Rupees = 2.5 US$ |
Indonesia | 1 | 1.000.000 Rp = 100 US$ |
Iran | 1 | 1.000.000 Rial = 100 US$ |
Ireland | 10 | 100 € = 100 US$ |
Ísland | 0.1 | 10.000 Ikr = 100 US$ |
Israel | 2 | 500 NIS = 100 US$ |
Italia | 10 | 100 € = 100 US$ |
Jamaica | 0.5 | 100 JMD = 5 US$ |
Kazakhstan | 0.1 | 10.000 tenge = 100 US$ |
Kenya | 0.5 | 100 KES = 5 US$ |
Kyrgyzstan | 0.2 | 5.000 som = 100 US$ |
Latvija | 20 | 50 Lats = 100 US$ |
Lëtzebuerg | 10 | 100 € = 100 US$ |
Liechtenstein | 5 | 100 CHF = 50 US$ |
Lietuva | 2.5 | 100 Lt = 25 US$ |
Lubnan | 5 | 10.000 LBP = 50 US$ |
Magyarország | 50 | 20 eFt = 100 US$ |
Makedonija | 0.5 | 100 MKD = 5 US$ |
Malaysia | 2.5 | 100 MYR = 25 US$ |
Malta | 20 | 50 lira = 100 US$ |
México | 1 | 1.000 Pesos = 100 US$ |
Misr | 2.5 | 100 E£ = 25 US$ |
Moldova | 0.5 | 100 lei = 5 US$ |
Mongol Uls | 5 | 10.000 tugrik = 50 US$ |
Nederland | 10 | 100 € = 100 US$ |
Nicaragua | 0.5 | 100 NIO = 5 US$ |
Nigeria | 0.1 | 10.000 kNaira = 100 US$ |
Nippon | 0.1 | 10.000 Yen = 100 US$ |
Norge | 1 | 1000 € = 100 US$ |
Northern Ireland | 15 | 100 £ = 150 US$ |
Oceania | 5 | 100 AU$ = 50 US$ |
Österreich | 10 | 100 € = 100 US$ |
Pakistan | 0.2 | 5.000 rupee = 100 US$ |
Panamá | 10 | 100 $ = 100 US$ |
Paraguay | 2 | 500.000 PYG = 100 US$ |
Perú | 10 | 100 US$ = 100 US$ |
Philippines | 0.25 | 100 Pesos = 2.5 US$ |
Polska | 2.5 | 100 zloty = 25 US$ |
Portugal | 10 | 100 € = 100 US$ |
Prathet Thai | 0.25 | 100 Baht = 2.5 US$ |
Republica Dominicana | 0.5 | 100 pesos = 5 US$ |
România | 0.5 | 100 Lei = 5 US$ |
Rossiya | 0.25 | 100 Roubel = 2.5 US$ |
Sakartvelo | 5 | 100 Lari = 50 US$ |
Saudi Arabia | 2.5 | 100 SAR = 25 US$ |
Schweiz | 5 | 100 CHF = 50 US$ |
Scotland | 15 | 100 £ = 150 US$ |
Sénégal | 20 | 50.000 XOF = 100 US$ |
Shqiperia | 50 | 20 000 lek = 100 US$ |
Singapore | 5 | 100 SG$ = 50 US$ |
Slovenija | 10 | 100 € = 100 US$ |
Slovensko | 0.2 | 5000 Sk = 100 US$ |
South Africa | 1.25 | 100 Rand = 12.5 US$ |
Srbija i Crna Gora | 1 | 1000 dinar = 100 US$ |
Suomi | 10 | 100 € = 100 US$ |
Suriname | 5 | 100 SRD = 50 US$ |
Sverige | 1 | 1000 kr = 100 US$ |
Tounes | 7 | 143 Dinars = 100 US$ |
Trinidad & Tobago | 1 | 1000 TTD = 100 US$ |
Türkiye | 10 | 100 TL = 100 US$ |
Ukraina | 2 | 500 hryvnia = 100 US$ |
United Arab Emirates | 4 | 250 Dirham = 100 US$ |
Uruguay | 1 | 1000 Pesos = 100 US$ |
USA | 10 | 100 US$ = 100 US$ |
Venezuela | 10 | 100 bolivares = 100 US$ |
Vietnam | 1 | 1000 dong* = 100 US$ |
Appendix 4. Transfer Fees
Agent Fee
0 days 14%
1 days 12,45%
2 days 11,95%
3 days 11,59%
4 days 11,3%
5 days 11,05%
6 days 10,83%
1 weeks 10,62%
2 weeks 9,55%
3 weeks 8,76%
4 weeks 8,12%
5 weeks 7,57%
6 weeks 7,09%
7 weeks 6,65%
8 weeks 6,24%
9 weeks 5,87%
10 weeks 5,52%
11 weeks 5,19%
12 weeks 4,88%
13 weeks 4,58%
14 weeks 4,3%
15 weeks 4,03%
16 weeks 4%
Previous club money
0 matches 0%
1 matches 0.25%
2 matches 0.5%
3 matches 1.0%
4 matches 1.5%
5 matches 2.0%
7 matches 2.5%
10 matches 3.0%
20 matches 3.5%
40 matches 4.0%